planetanews Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png ნინო ბურჯანაძე ის რომ საქართველომ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც ქვეყანას საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის, ბევრ ადამიანს აფიქრებინებს, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ეს ევროპული სტანდარტებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, მაგრამ კარგად დაკვირვების შემთხვევაში ჩანს, რომ ეს ასე სულაც არ არის რა ხდება სინამდვილეში? 15 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. ის 2013 წლიდან შევა ძალაში. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება ინიცირებული იყო იმისთვის, რომ მმართველ ელიტას თავი უფრო კომფორტულად ეგრძნო (როგორც ეს 2004 წელს მოხდა, როდესაც პრეზიდენტის ძალაუფლება გაიზარდა, ხოლო პარლამენტის შეიზღუდა), საქართველოში ბევრი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ სააკაშვილის ბატონობის გახანგრძლივებას ემსახურება და არა ქართველი ხალხის სურვილების ასახვას ან მეტი დემოკრატიისკენ სვლას. სიცხადისთვის სასურველია ახალი კონსტიტუციის რამდენიმე ასპექტი განვიხილოთ: მთავარი პრობლემა ის არის, რომ ახალი დოკუმენტი არაფერს არ ცვლის ფუნდამენტურად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პარლამენტის დამოკიდებულების შემცირებისა და ერთი კაცის ხელში თავმოყრილი ძალაუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით. ერთის მხრივ, ხელისუფლება ახლა ნაცვლად პრეზიდენტისა თავს მოიყრის პრემიერ-მინისტრის ხელში. თუმცა მეორეს მხრივ, პარლამენტის უფლება უნდობლობა გამოუცხადოს მას, მკვეთრად იზღუდება. სინამდვილეში ახალი პროექტის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება შესუსტების ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოს ხარჯზე ძლიერდება, რაც ევროპის ვენეციის კომისიამაც (კონსტიტუციურ საკითხებზე ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანო) აღიარა, როდესაც აღნიშნა რომ კონსტიტუციაში ნდობის ვოტუმთან დაკავშირებული ადგილები „ხელახალ გააზრებას და გადახედვას“ საჭიროებს. გარდა ამისა, ახალი კანონები ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის პრემიერ-მინისტრის გადაყენებას ვიდრე ის ხელისუფლებაშია. ახალი კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრის დაუსჯელობისთვის ისეთივე გარანტიებს ქმნის, როგორიც დღეს პრეზიდენტს გააჩნია. ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დისბალანსი შენარჩუნებულია, რაც შეიძლება სერიოზული კრიზისის წყაროდ იქცეს. ახალი კონსტიტუცია „სუპერ პრემიერ-მინისტრული“ მოდელია, რაც მოქმედ რეჟიმს ხელისუფლებაში შეუზღუდავი ყოფნის გარანტიებს უქმნის. და იმ დროს, როდესაც დოკუმენტი პრემიერ-მინისტრის როლს აძლიერებს, ის კიდევ უფრო ასუსტებს ზოგადად პარლამენტის ძალაუფლებას. ახალი კონსტიტუციის თანახმად პარლამენტი კარგავს ორ მთავარ ფუნქციას და უფლებას: კანონის შესწორებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის უნარს. მაგალითად ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შესატანად, ამიერიდან პარლამენტს მთავრობის თანხმობა დასჭირდება. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი სუსტი საპარლამენტო მოდელი და პროექტში წარმოდგენილი ბევრი სხვა პროცედურის ახალი ვერსია ეწინააღმდეგება კონსტიტუციური სამართლისა და ლოგიკის ნორმებს. ვენეციის კომისიამ დიპლომატიურად, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნა მის დასკვნაში: ყველაფრის მიუხედავად, კომისიას მიაჩნია, რომ სასურველია პარლამენტის უფლებამოსილების შემდგომი გაძლიერება. ამ მხრივ მთავრობის ფორმირებისა და განსაკუთრებით მისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, ისევე როგორც პარლამენტის უფლებამოსილება ბიუჯეტთან მიმართებაში, გადახედილ უნდა იქნას. ახალი კონსტიტუცია სასამართლო შტოსაც ასუსტებს, აყენებს რა მას აღმასრულებლის მხრიდან შანტაჟის საფრთხის წინაშე. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებით, ახალი დოკუმენტი, მოსამართლეების დამოუკიდებლობას ემუქრება, როგორც ეს ვენეციის კომისიამ და საერთაშორისო სამართლის სხვა ინსტიტუტებმა განაცხადეს. ასეთი „დეტალები“ იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კონსტიტუცია უბრალოდ ფასადია, რომლის უკანაც სააკაშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში დარჩენას გეგმავენ. ახლა ცხადია, რომ საქართველოს მთავრობამ ვენეციის კომისია პროცესში იმისთვის არ ჩართო, რომ პრაქტიკული რეკომენდაციების ან კონსტიტუციის გასაუმჯობესებლად რჩევების მიღება სურდა. შედეგად საქართველო, ერთ დროს იმედისმომცემი დემოკრატია დიქტატურისკენ მიექანება. სინამდვილეში ახალი კონსტიტუცია დემოკრატიული პროცედურებისგან კიდევ ერთი გამიჯვნა და შესაბამისად ის მორიგი საფრთხეა ქართველი ხალხის უფლებებისა და კავაკასიაში საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ნინო ბურჯანაძე – პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე; პარლამენტის ყოფილი სპიკერი და წარსულში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts