Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ნეჩაევი: „დაშინების ფაქტორი ცხელი თავებისთვის თბილისში“


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.png

 

ჯულია რაბე და იოზეფ კირჰენგასტი

 

რუსეთის ელჩი საქართველოს სამხრეთ-ოსეთზე თავდასხმის წინააღმდეგ აფრთხილებს – სააკაშვილის პირობებში მშვიდობა გამორიცხულია

 

საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სურვილისადმი ნატო-ს დამოკიდებულებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ დასავლური ბლოკისა და რუსეთის ურთიერთობების მომავლისთვის. რუსეთის ელჩმა ავსტრიაში სერგეი ნეჩაევმა Standard-თან ინტერვიუში ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა: „მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ საქართველოს საკითხი ნატო-სთვის აქტუალური აღარ არის, რაც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს ალიანსთან ნაყოფიერი კავშირები ჩამოვაყალიბოთ“.

 

კარგი თანამშრომლობა გლობალურ საკითხებზე

 

ალიანსთან უკვე კარგი თანამშრომლობა არსებობს ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორებიცაა ავღანეთის მისია და ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა. მოსკოვთან თანამშრომლობის საკითხები განიხილება ევროპაში ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემასთან მიმართებაშიც, კერძოდ ის თუ როგორი იქნება საბოლოო ჯამში ეს სისტემა და რა დატვირთვა ექნება მას რუსეთისთვის. რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მონაწილეობა 19-20 ნოემბრის ნატო-ს ლისაბონის სამიტში – „მნიშვნელოვანი გზავნილია და იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ მზად ვართ  შემდგომშიც ვიზრუნოთ ნატო-სთან კარგ პარტნიორულ ურთიერთობებზე“.

 

ოქტომბერში ქართულ სოფელში რუსეთის სამხედრო პოსტის გაუქმებით ჩვენმა „არმიამ საქართველოს ტერიტორია დატოვა“. რუსეთი „აბსოლუტურად პირნათელია მედვედევი-სარკოზის გეგმის წინაშე“. ნეჩაევი იმ შეთანხმებაზე საუბრობს, რომელიც რუსეთის და საფრანგეთის ლიდერებმა საქართველოს ტერიტორიიდან რუსული არმიის გაყვანის შესახებ გააფორმეს.

 

ნეჩაევი: რუსული არმია უსაფრთხოების გარანტია

 

მაგრამ ეს არ ეხება ქართულ რეგიონებს – სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ელჩი ამბობს, რომ მოსკოვისთვის ეს ერთადერთი საშუალებაა დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს  თავდასხმისგან. რუსული არმიის ყოფნა ორივე რეგიონში, მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ამავდროულად „დაშინების ფაქტორია ზოგიერთი ცხელი თავისთვის თბილისში“.

 

საქართველო დღეს მესამე სახელმწიფოებისგან იარაღით იმაზე უკეთ მარაგდება ვიდრე ეს 2008 წლის კონფლიქტის დაწყებამდე იყო. რუსეთი რეგიონზე შესაძლო თავდასხმას „ადეკვატურ პასუხს გასცემს“.

 

სააკაშვილთან „შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია“

 

ნეჩაევი ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამ მოლაპარაკებებში რუსეთთან და საქართველოსთან ერთად სამხრეთ-ოსეთიც და აფხაზეთიც მონაწილეობს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის პირობებში ის პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობას გამორიცხავს. „ქართველები რუსების მოძმე ხალხია. სააკაშვილის რეჟიმი სხვა საქმეა… მას კეთილსინდისიერს ვერ უწოდებ. სააკაშვილთან შეთანხმების მიღწევა  შეუძლებელია. დანარჩენი ქართველი ხალხის საქმეა. ყოველ შემთხვევაში რუსეთი ნამდვილად არ არის „დაინტერესებული ხანგრძლივ დაძაბულობაში“”.

 

ნეჩაევმა ”კომერსანტის” ჟურნალისტზე ოლეგ კაშინზე თავდასხმის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ახლა კომაშია. „ჩვენ ძალიან ვწუხვართ და პირველ რიგში პრეზიდენტი“. ახლახანს მედვედევმა ჟურნალისტების უფრო ეფექტური დაცვა მოითხოვა. გამოძიება მიმდინარეობს – სთქვა ნეჩაევმა. გასული წლების განმავლობაში ჟურნალისტებზე მრავალრიცხოვანი თავდასხმის და მკვლელობის ფაქტები გამოძიებული არ არის. კაშინზე თავდასხმა ქუჩაში, რამდენიმე ვიდეო კამერის თანდასწრებით მოხდა, რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ დამნაშავეები საკუთარ თავში იყვნენ დარწმუნებულები. ნიჩაევი: „ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელობის ატმოსფერო არ სუფევს“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...