planetanews Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 საქართველოს ათასწლეულის ფონდის (MCG) დაფინანსებით, ათასწლეულის პროგრამის ზეგავლენის შეფასების პროექტის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს, სპეციალურ სტატისტიკურ პროგრამებში ტრეინინგი ჩაუტარდებათ. ტრენინგ კურსს სპეციალურ სტატისტიკურ პროგრამებში საქსტატის ყველა სპეციალისტ რამდენიმე ეტაპად გაივლის. ტრენინგები 15 ნოემბერს დაიწყება და თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. თანამედროვე სტატისტიკური პროგრამების სწავლების მიზანია თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდა. საქართველოს ათასწლეულის ფონდი და სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2007 წლიდან დღემდე წარმატებით თანამშრომლობენ. გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახორციელებს და მონიტორინგს უწევს გამოკვლევებთან დაკავშირებულ მონაცემთა შეგროვებასა და პროგრამის ზეგავლენის შეფასებას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts