planetanews Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/bakradze22-150x150.jpgახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სავარაუდო კანდიდატთა – თბილისისა და ჩეხეთის ქალაქ ბრნოს შორის კენჭისყრა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 39–ე გენერალურ ასამბლეაზე შედგება. იგი ნოემბრის ბოლოს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ვლადე დივაცს შორის დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. სტუმარი თბილისში სპორტული ობიექტების ინფრასტრუქტურის გაცნობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოწვევით იმყოფება. იგი ადგილზე ეცნობა ვითარებას, თუ რამდენად მზადაა საქართველოს დედაქალაქი ასეთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობისათვის. სერბეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვლადე დივაცი ყველა დროის უდიდესი კალათბურთელია და ყოფილი იუგოსლავიის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას ის რამდენიმე გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი გახდა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, იგი ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის განვითარების საკითხსაც შეეხო. შეხვედრას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი ესწრებოდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts