planetanews Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/jaba1-150x150.jpgსააკაშვილის რეჟიმი აგრძელებს და წარმატებით ახორციელებს აგრსიულ რეპრესიებს საკუთარი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. რეჟიმმა ამჯერად სამიზნედ ის ახალგაზრდები გაიხადა, რომლებიც მე-12 კალასში 8 გამოცდის დანიშვნას აპროტესტებენ. ამის შესახებ მოძრაობა”7 ნოემბრის” ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა. “ამ ახალგაზრდები წინაარმდეგ რეპრესიების მანქანა ამუშავდა ყველა მიმართულებით. განათლების სამინისტროს ხელმძღვანელებმა თანამდებიბები დაატოვებინეს იმ სკოლის დირექტორებს, რომელთა მოსწავლებიც აქტურობდნენ საპროტესტო აქციაზე. Aასევე, უბნის ინსპექტორები სახლებში აკითხავენ მოსწავლეებს და ცდილობენ მუქარით დააშინონ”, – განაცხადა ჯიშკარიანმა. მისი თქმით, სკოლებში უკვე ტარადიციად დამკვიდრდა სამლოცველო კუთხეებიდან ხატების ჩამოხსნა. “სკოლებში შეყვანილი მანდატურები ეფექტურ ინსტრუმენტად იქცა პოლიციური რეჟიმის დამყარებისათვის, ისინი ცდილობენ ტერორში ამყოფონ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ პედაგოგებიც. ჩვენ ვგმობთ პოლიციური რეჟიმის მხრიდან ახალგაზრდების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს და მოვუწოდებთ მათ ამ რეპრესიებს დავუპირისპიროთ ჩვენი სამოქალაქო უფლებებისათვის ორგანიზებული და ცივილიზებული ბრძოლა”, – აღნიშნა მან. მოძრაობა “7 ნოემბერი” აპირებს ამ საკითხთან დაკავსირებით მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts