Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ჟურნალისტებისა და იურისტებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპკორპუსის წარმომადგენლებს ხვდება


Recommended Posts

“ქორთიარდ მარიოტში” ამ წუთებში ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ინიციატივით ჟურნალისტებისა და იურისტებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.

 

საინიციატივო ჯგუფის წევრის, გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, ისინი დიპლომატიურ კორპუსს მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით მათ მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტს გააცნობენ, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს.

 

“ეს არის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ხარჯები მედიის მიმართულებით. ამ კუთხით ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ გამოსავალს. გარდა ამისა, გართულებულია ლიცენზირების პროცედურა, დიდი წნეხია მედიაზე, ასევე გადასაწყვეტია მონოპოლიზაციის საკითხი. ჩვენ კომპლექსური პრობლემის გადაწყვეტის გზებს ვთავაზობთ”, – განაცხადა ტუღუშმა.

 

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელის ქენქ ლოგსდონის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ მედიაგარემოს გაუმჯობესების კუთხით საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტი განიხილოს.

 

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება. ეს ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. აუცილებელია, რომ ხალხს ინფორმაცია თავისუფლად მიეწოდოს. მსგავსი სახის შეხვედრები მედიის თავისუფლებას საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს”, – განაცხადა ლოგსდონმა.

 

შეხვედრა ,,ქორთიარდ მარიოტში” ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...