planetanews Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/vefxvadze-levan-150x150.jpgმედია თავისუფლების ხარისხის მხრივ, საქართველო ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ ,,მერსედესიდან ზაპოროჟეცსში’’ გადაჯდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,ქრისტიან-დემოკრატების~ წევრმა ლევან ვეფხვაძემ განუცახდა. ვეფხვაძის თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ უნდა ახსოვდეს, რომ საერთაშორისო კვლევების თანახმად, სწორედ მედია თავისუფლების ხარისხით საქართველომ მე-100 პოზიციაზე გადაინაცვლა. ,,ის, თუ რამდენად გაუმჯობესდა ~ვარდების რევოლუციის~ შემდგომ მედიის მდგომარეობა, ეს არც ჩვენი და არც უმრავლესობის შესაფასებელია. ამის საუკეთესო შეფასებას საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ის ჟურნალისტები აკეთებენ, რომლებიც ტელეკომპანიებში ე.წ. ~ვარდების რევოლუციამდე~ და მის შემდგომაც მუშაობდნენ’’, – დასძინა ვეფხვაძემ. დეპუტატის თქმით, ფაქტია, რომ საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღება რევოლუციამდე გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე რევოლუციის შემდგომ და ფაქტია, რომ რევოლუციას რამდენიმე ტელევიზიის დაუხურვა მოჰყვა, მათ მფლობელთა განსხვავებული ხედვევის გამო. ,,ვარდების რევოლუციის~ შემდეგ ჩვენ არა ~ზაპოროჟეციდან~ ~მერსედესში~, არამედ პირიქით – ~მერსედესიდან~ ~ზაპოროჟეცსში~ გადავსხედი’’, – დასძინა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ მედიის ხარისხით მმართველი უმრავლესობა კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ ე.წ. ,,ვარდების რევოლუციის~ შემდეგ ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts