planetanews Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg ჯულიან ბორჯერი საქართველოში ორი სომხის სასამრთლო პროცესის შემდეგ, 2005 წელს იარაღის ურანის კონტრაბანდის მცდელობისთვის დააკავებული ადამიანი, კვლავ დააპატიმრეს. 8 ნოემბერს სომხეთის მთავრობამ იმ ადამიანის დაპატიმრების შესახებ განაცხადა, რომელიც ეჭვმიტანილია იარაღის ურანის მიყიდვაში ორი კონტრაბანდისტისთვის, რომლებიც წელს საქართველოში შავ ბაზარზე უარნის გაყიდვის მცდელობისთვის დააკავეს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გარიკ დადაიანმა, რომელმაც 2005 წელს მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის მცდელობისთვის რამდენიმე თვე ციხეში გაატარა, კვლავ დაპატიმრებულია ქართველი გამომძიებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. სომეხმა ჩინოვნიკებმა ანონიმურობის პირობით Guardian–ს აცნობეს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მარტის ინციდენტი ქართველ კოლეგებთან ერთად გამოიძიეს. ორმა სომეხმა – გრანტ ოგანიანმა და სუმბატ ტონოიანმა თბილისის სასამართლოში აღიარეს, რომ საქართველოს დედაქალაქში მაღალგამდიდრებული ურანის მიყიდვას აპირებდნენ იმ ადამიანისთვის, რომელიც მათ რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის წევრად მიაჩნდათ. გარიგება 11 მარტს უნდა შემდგარიყო, თუმცა პოტენციური აგენტი ქართული სპეცსამსახურების აგენტი აღმოჩნდა, რომელიც დაცვის ქვეშ მუშაობდა. ოგანიანის და ტონოიანის განაჩენი უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოცხადდება. დაკავებულების თქმით, მათ საქართველოში შეიტანეს 18 გრამი ურანი, რომელიც სიგარეტის ყუთში მოათავსეს და ტყვიაში შეფუთეს. ყუთი იმ მატარებლის ვაგონებს შორის დამალეს, რომელიც სომხეთის დედაქალაქიდან (ერევანი) მიდიოდა. ქართველ გამომძიებლებს მათ უამბეს, რომ იარაღის ურანი პატარა გამყიდვლისგან, ოგანიანის ნაცნობ დადაიანისგან შეიძინეს, რომელიც ტრაბახობდა, რომ მას გაცილებით მეტი ურანის შოვნა შეეძლო ურალსა და ციმბირში კავშირების წყალობით. შვიდი წლის განმავლობაში ეს მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის მესამე მცდელობა იყო, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე. ის კითხვებს აჩენს იმ ბირთვული მასალების მარაგების შესახებ, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დარჩა. მიჩნეულია, რომ რუსეთში ამ ნივთიერების რაოდენობა 700 ტონას აღწევს, თანაც ის ისეთ ობიექტებზე ინახება, რომლებიც უსაფრთხოების ხარისხით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. დადაიანი 2003 წელს დააკავეს, როდესაც 200 გრამ იარაღის ურანზე, რომლის გადატანასაც ის სომხეთ–საქართველოს საზღვარზე ცდილობდა, სპეციალურმა დეტექტორმა ირეაგირა. მაშინ ის სიტუაციას დაუსხლტდა, თუმცა მოგვიანებით სომხეთის ხელისუფლებამ დააკავა. მას ორწელიწადნახევარი მიუსაჯეს, საიდანაც ციხეში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა. როგორც Guardian–ს ქართველმა გამომძიებლებმა აცნობეს, ისინი ეჭვობენ, რომ მოსყიდულმა ქართველმა მესაზღვრეებმა დადაიანს 2003 წელს მისი მარაგების ნაწილის შენახვის საშუალება მისცეს, და რომ სწორედ ეს დარჩენილი ნაწილი გადასცა მან ოგანიანს და ტონოიანს იმ იმედით, რომ ისინი მყიდველს მოძებნიდნენ. სომეხ კონტრაბანდისტებს სინჯიდან ერთი გრამის გაყიდვა 500 000 დოლარად სურდათ, ხოლო დანარჩენის მიყიდვას იმ შემთხვევაში სთავაზობდნენ, თუ გარიგება წარმატებული იქნებოდა. შეერთებულმა შტატებმა ბოლო წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარი დახარჯა იმაზე, რომ როგორმე ბირთვული მასალების მოწყვლადი რუსული მარაგები დაეცვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ შავ ბაზარზე მაღალგამდიდრებული ურანის პარტიების შემცირება იმედისმომცემია, თუმცა რუსეთში სიტუაციის ცვლილებამ შეიძლება ბირთვული ბომბების კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის ახალი ტალღა გამოიწვიოს. „გაჩნდა ახალი საფრთხე: რუსეთში კორუფციის დონეს და მაღალჩინოსნების მზარდ დაუსჯელობას შეიძლება ბირთვული მასალებით ვაჭრობის ახალი მცდელობები მოჰყვეს“, – აღნიშნა უტიაშვილმა. საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობა, ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წელს გაჩაღებული ომის შემდეგ, დაძაბული რჩება. რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც ქართველებს დაეხმარნენ საქართველოში ურანის კონტრაბანდის ორი წინა შემთხვევის გამოძიებაში, დღეს მათთან აღარ თანამშრომლობენ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts