planetanews Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg ტომ ესლემონტი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აქებს მისი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას მას შემდეგ, რაც მათ სავარაუდო რუსეთის ჯაშუშური ქსელი ამხილეს. BBC–სთან ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ საქმემ ცხადყო ის, რომ რუსეთის სპეცამსახურები ცუდ ფორმაში არიან და მათ რეფორმირება შესთავაზა. პარასკევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ განაცხადა, რომ 13 ეჭვმიტანილი დააკავა. მოსკოვი საქართველოს „აშკარა“ პროვოკაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს საგანგებოდ გაკეთდა ორი მსოფლიო სამიტის წინ, რომელსაც რუსეთიც დაესწრება. მას შემდეგ რაც საქართველო და რუსეთი 2008 წელს ერთმანეთს ომში დაუპირისპირდნენ, მხარეებს შორის სიტუაცია ისედაც უკიდურესად გართულებული იყო. თუმცა პარასკევს, ახალი ჯაშუშური ქსელის მხილებამ საქართველოში, რუსეთი განარისხა და პატარა ქვეყნისა და მისი ყოფილი პატრონის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა. BBC–სთან ინტერვიუში ბატონი სააკაშვილი თითქოს იცავდა აგენტურული ქსელის მხილებისკენ გადადგმულ ნაბიჯს იმ ფონზე, როდესაც ამისთვის შერჩეულმა დრომ, რუსეთი გააღიზიანა, რადგან სულ რაღაც რამდენიმე დღეში რუსთი პორტუგალიაში ნატოს სამიტს უნდა დაესწროს. თუმცა, სიტყვით მაინც, ის რუსეთს და საქართველოს შორის ურთიეთობების აღდგენის წინადადებით გამოვიდა, რადგან მოსკოვმა რეგიონში უკვე ყველა ზღვარს გადააჭარბა. „მათ უკვე მოგვაყენეს ყველა ის ზიანი, რისი მოყენებაც შეეძლოთ. ასე რომ ამ მომენტისთვის, ვფიქრობ, ამაზე უარესი ვეღარ მოხდება. იმედი მაქვს, ამ პუნქტიდან, ამ უდაბლესი მაჩვენებლიდან, სიტუაციამ შეიძლება გამოსწორება დაიწყოს; მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ ძირგამომთხრელ საქმიანობაზე, ჯაშუშებზე, პროვოკაციებზე. ჩვენ მათზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. ბატონმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის სამთავრობო აპარატი, მათ შორის „უსაფრთხოების სამსახურები“ ცუდ ფორმაში არიან და ურჩია მათ ხალხი საქართველოში გამოგზავნონ იმის სანახავად, თუ როგორ გარდაქმნა თბილისმა საკუთარი ინსტიტუტები. საქართველოს პრეზიდენტი უპირატესობას ზეიმობს და ტრიუმფალურ განწყობაზეა. კრემლს, ჯაშუშურ სკანდალზე ჯერ ოფიციალური პასუხი არ გაუცია. თუმცა, სააკაშვილის მხიარული ლექსიკის მიუხედავად, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მათ შორის სიტუაცია დიდხანს არ გაუმჯობესდება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts