Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) იოვანოვიჩი: “მე არ დავტოვებ აქაურობას”


Recommended Posts

http://a.pix.ge/s/4lm1z.jpg

 

დღეს “ლივერპულის” 14-მა ნომერმა Sky Sports-ს ინტერვიუ მისცა. მან განაცხადა რომ ის არ დატოვებს კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.სერბი ფეხბურთელი “წითლებს” გასულ ზაფხულს უფასოდ შეუერთდა ბელგიური კლუბი “სტანდარტიდან”. მან ჯერჯერობით ვერ მოახერხა პრემიერ ლიგაში გოლის გატანა, თუმცა ამის შესაძლებლობა მხოლოდ შვიდჯერ ჰქონდა.იოვანოვიჩმა უარყო ბელგიაში დაბრუნება, თუ არ იცით გეტყვით, რომ მისით “ანდერლეხტი” იყო დაინტერესებული, მაგრამ სერბი “ვეფხვის” განცხადებით რჩება და აგრძელებს ბრძოლას ძირითადში მოხვედრისათვის.

 

“როდესაც მე ჩამოვედი ინგლისში, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრი სირთულეების გადატანა მომიწვდა. აქ სულ სხვა ჰავა, სიტუაცია და გარემოა. ვიცოდი გამიჭირდებოდა, მაგრამ ცოტა ხანში ბოლომდე გავივლი ადაპტაციას და საკუთარი თავის ბოლომდე წარმოჩინებას შევეცდები. ვიცი ბევრჯერ დავუშვი ტაქტიკური შეცდომა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ყველაფერს გავაკეთებ “ლივერპულისათვის”, რადგან არ ვარ ის ადამიანი, ვინც ადვილად ნებდება.

 

ვიცი, რომ “ანდერლეხტი” აქტიურობდა ჩემს შესაძენათ, ამის გამო ამაყი ვარ. “ანდერლეხტი” არის უდიდესი კლუბი ბელგიაში, მაგრამ ინგლისელებთან კიდევ სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. იოვანოვიჩი  რჩება” – ციტირებს მილანის სიტყვებს Sky Sports-ი.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...