Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ჟურნალისტი აბესაძე კადიმაში ცახი ანეგბის ადგილს დაიკავებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/09/jerusalem230.jpg

 

რებეკა ანა სტოილი

 

წარმოშობით ქართველი, ვეტერანი პოლიტიკური კორესპონდენტი კნესეტში შევა და ალბათ, ფრაქციის ყველაზე მემარცხენე განწყობის წევრი იქნება.

 

წარმოშობით ქართველი ნინო აბესაძე კნესეტში შევა, მას შემდეგ, რაც პარტიის წევრი, ცახი ანეგბი გადაყენებული იქნა, რადგან გაირკვა, რომ ის ფიცის მიცემისას კრიმინალური განზრახვით ცრუობდა.

 

აბესაძე, რომელსაც რუსულენოვან მედიაში ხანგრძლივი და თვალსაჩინო გზა აქვს გავლილი, ფართოდ გავცელებული მოსაზრების თანახმად, ახლო მომავალში პარლამენტში მოხვდებოდა, მას შემდეგ, რაც კადიმადან მისი წევრი ელი აფლალო  გავიდოდა, რასაც ყველა ელოდა. მაგრამ სამშაბათს მან ისრაელის რადიოთი გამოსვლისას განაცხადა, რომ როდესაც ანეგბის განაჩენის შესახებ გაიგო, მისი პირველი რეაქცია სევდიანი ცრემლი გახლდათ.

 

აბესაძე 23 წლის იყო, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. ორი წლის შემდეგ ამავე ტელევიზიაში ის საღამოს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახდა.

 

ისრაელში ემიგრაციის შემდეგ, 14 წლის წინ, ის საგანმანათლებლო ტელევიზიის, 33-ე არხის რუსულეონოვანი პროგრამის წამყვანი იყო. მოგვიანებით ბეჭდურ მედიაში წავიდა და ქვეყნის წამყვან, რუსულენოვან გაზეთში პოლიტიკურ კომენტატორად მუშაობდა.

 

ისევე, როგორც მისი კოლეგა რუსულენოვანი ჟურნალისტი, უილია შამოლოვ ბერკოვიჩი, რომელმაც კადიმას წევრი ხაიმ რამონი  2009 წლის ზაფხულში შეცვალა, აბესაძე კადიმას სიაში 2008 წელს შევიდა – ემიგრანტებისთის განსაზღვრული ოთხი კვოტიდან ერთ-ერთით.

 

მაგრამ ის, ალბათ, ბერკოვიჩის ანტითეზად მოგვევლინება. ბერკოვიჩმა კნესეტის ცენტრისტულ ფრაქციაში, მემარჯვენე ფრთაში დაიკავა ადგილი და დიპლომატიის საკითხებზე მუშაობს, ხოლო აბესაძე კნესეტში, ალბათ ფრაქციის ყველაზე მემარცხენე განწყობის წევრი გახდება.

 

ვეტერანი პოლიტიკური კორესპონდენტი ასევე მუშაობდა რუსულენოვან კოორდინატორად ჟენევის ინიციატივაში, სამშვიდობო მოძრაობაში, რომელიც უფრო იოსი ბეილინთან ასოცირდებოდა, ვიდრე კადიმასთან. ამიტომ, ის პარტიის თავმჯდომარის ციპი ლივნის მემარცხენე–ცენტრისტული ფრაქციისთვის გამარჯვების უპირობო კანდიდატად განიხილება უფრო კონსერვატიული შაულ მუფაზის ფონზე, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გადაჯდება მემარჯვენე ლიკუდის ნავში.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...