planetanews Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/liberation2.gifრამდენად შორს წავა სააკაშვილის მისწრაფება მოიპოვოს „აღმაშენებლის“ ტიტული, რომელიც ჩვეულებრივ მეფე დავითის სახელთან ასოცირდება, იმ მეფის სახელთან, რომელმაც ათი საუკუნის წინ საქართველო გააერთიანა? გრანდიოზული ნაგებობები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება. მათგან უკანასკნელი ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზეა. სწორედ აქ დადო მან ეიფელის კოშკის (მას მართლაც ასე უწოდეს) პირველი ქვა, რომლის სიმაღლეც 150 მეტრი იქნება. ნაგებობას ქართული ანბანის 33 ასო დაამშვენებს და თითოეულის სიმაღლე 7 მეტრი იქნება. „ეს ანბანი ჩვენი „დეენემია“, ჩვენი გენეტიკური კოდი“, – თავს იწონებდა პრეზიდენტი გახსნის ცერემონიალზე, ოქტომბრის ბოლოს. ეს კიჩური კოშკი, რომლის მშენებლობაც ერთ ესპანურ ფირმას მიანდვეს, მბრუნავი რესტორნით დაგვირგვინდება. სააკაშვილის გეგმებს შორისაა ასევე ნიუ–ორკის ცენტრალური პარკის ანალოგის გაშენება თბილისში, რომელსაც ამერიკელი არქიტექტორები დააპროექტებენ. ახალი სათხილამურო ტრასა აშენდება ასევე სვანეთის მთებში. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts