planetanews Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/liberation2.gif ბერნარ გეტა სადაც არ უნდა გაიხედო, ყველაგან სისუსტე, უთანხმოება და რწმენის უქონლობა მოსჩანს. ისიც კი არ არის პრობლემა, რომ ამერიკა კედელს აწყდება, როგორც ეს ბუშის ეპოქაში იყო, რუსეთი ავტორიტარიზმს მიბრუნდა, როგორც ეს პუტინის დროს იყო და ევროკავშირს საკუთარი მოქალაქეების სიმპათიის მოპოვება არ ძალუძს, როგორც ეს რეფერენდუმის დროს ფრანგულმა და ჰოლანდიურმა „არა“–მ აჩვენა. ეს ყველაფერი აქტუალური ბოლო ათწლეულის შუაში იყო, თორემ შემდეგი ათწლეულის გარიჟრაჟზე აღარ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ამ სამმა წამყვანმა ზესახელმწიფომ შეიძლება არასწორი გზა აირჩიოს. დღეს მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მათ როგორც ჩანს, არანარი არჩევანის გაკეთება არ შეუძლიათ, ხოლო მათი ლიდერები თითქოს პარალიზებულები არიან. ორი წლის შემდეგ, ბარაკ ობამამ შესაძლოა ხელახლა შეძლოს საკუთარი პოზიციების განმტკიცება და მეორე ვადით არჩევას მიაღწიოს. სისტემატიური ობსტრუქციის სტრატეგია, რომელსაც გასულ კვირას გამარჯვების შემდეგ რესპუბლიკელები მიმართავენ, როგორც ჩანს მომავალში ამომრჩეველს დაღლის (რითაც სიმპათიები კვლავ დემოკრატებისკენ გადაიხრება), მაგრამ ამ მომენტში აშშ–ს პრეზიდენტი იძულებულია ყრუ თავდაცვის პოზიციაში იყოს. მეტიც, მას სასოწარკვეთილი ბრძოლა მოუწევს საკუთარი პროექტების: სამედიცინო დაზღვევისა და მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის რეფორმების შესანარჩუნებლად. ოაბამას, ასევე სოციალური ხარჯების შეზღუდვაც მოუწევს, რათა კონგრესმა უბრალოდ დაფინანსების წყარო არ გადაუკეტოს. არ შეიცვლება ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკაც. რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, რესპუბლიკელები დიდხანს არ დაკმაყოფილდებიან ეკონომიკური სანქციებით, რომელიც მაინც ასუსტებს მაჰმუდ აჰმადინეჯადს და ამწვავებს უთანხმოებას ისლამური რეჟიმის შიგნით. ისინი აუცილებლად მოინდომებენ კუნთებით თამაშს, და შესაძლოა მათ მეგობრებს ისრაელური პოლიტიკის მარჯვენა ფრთიდან პრევენციული დარტყმებისკენაც უბიძგონ. ჩინეთთან მიმართებაში ისინი შეეცდებიან სავაჭრო სფეროში თანაფარდობის აღდგენას იმ აზიურ ქვეყნებზე დაყრდნობით, რომლებიც პეკინის რეგიონალური პოლიტიკით შეშფოთებულები არიან, რამაც აშშ შეიძლება მის მთავარ კრედიტორთან დაპირისპირებაში ჩაითრიოს. გარდა ამისა, რესპუბლიკელების უმრავლესობა, პალესტინური ტერიტორიების კოლონიზაციის შეწყვეტისთვის ისრაელზე ზეწოლას, როგორც ჩანს, მოერიდება, მაშინ როცა ბარაკ ობამას მისწრაფებას რუსეთთან დავას თავი აარიდოს და მასთან ერთობლივი ფრონტით იბრძოლოს ირანის საკითხზე, მარცხის სულ უფრო მეტი შანსი აქვს. თავად ის ფაქტი, რომ რუსეთი ვეღარ იქნება დარწმუნებული აშშ–სთან დაახლოების პერსპექტივით, კრემლის შიდა ბალანსზეც აისახება, რადგან დიმიტრი მედვედევმა ვლადიმერ პუტინთან შედარებით საკუთარი პოზიციების განმტკიცებას დიდწილად სწორედ გადატვირთვის წყალობით მიაღწია. ზაფხულის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტი მის წინამორბედს პოპულარობის რეიტინგში გაუტოლდა. დამკვირვებლებს სულ უფრო ნაკლებად ეპარებოდათ ეჭვი იმაში, რომ ის საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობას შეძლებდა, თუმცა არჩევნების შედეგებმა მას მანევრისთვის ველი შეუზღუდა და შეასუსტა მისი მდგომარეობა ოლიგარქიული მიმდინარეობების პირისპირ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსეთმა საკუთარი კარტები თავად უნდა გაათამაშოს და არ უნდა ითანამშრომლოს ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან. ვაშინგტონის, მოსკოვისა და ევროპული დედაქალაქების დაახლოების შენარჩუნების ერთადერთი გზა იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირმა უმოკლეს ვადაში უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები რუსეთთან კონტინენტალური თანამშრომლობისკენ, რისკენაც საფრანგეთი და გერმანია უკვე მიისწრაფვიან. თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება ჯერ–ჯერობით ნაკლებად რეალურია. გერმანული კოალიცია თვალსა და ხელს შუა ირღვევა. პრობლემები აქვს ნიკოლა სარკოზისაც. უახლოეს თვეებში ევროკავშირს მოუწევს ერთდროულად გამკლავება როგორც ზოგიერთი მისი წევრის ფინანსურ პრობლემებთან, ასევე ევროკავშირის სოლიდარობის ფონდის განმტკიცებისთვის არსებული ხელშეკრულებების ცვლილებებთან. საერთაშორისო არენაზე კავშირის აქტიურობა შუსუტდება, მკაცრი ეკონომიის მიზნით მის მიერ გატარებული ზომები ეკონომიკურ ზრდას შეანელებს, სოციალური დაძაბულობა მომავალში მხოლოდ გამწვავდება, ხოლო ვაშინგტონში მიმდინარე ცვლილებები ცხოვრებაში წარსულ წინააღმდეგობებს დააბრუნებს. თვითმფრინავის კაბინაში მფრინავი აღარ ზის. საერთაშორისო არენა მერყეობის ფაზაში შედის და სამწუხაროდ, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მოსალოდნელი სავალუტო ომების თავიდან აცილება შესაძლებელი გახდება. ნიკოლა სარკოზი დარწმუნებულია, რომ მომავალ ზაფხულს ეს ომები ისეთ აქტიურ ფაზაში შევა, რომ მსოფლიო ფინანსური სისტემის გადახედვაზე მის მოწოდებებს გაიზიარებენ, „დიდი ოცეული“ მისი ბრძნული მეთაურობით მუშაობას შეუდგება, ხოლო მისი პრესტიჟი ისეთ მწვერვალებს მიაღწევს, რომ 2012 წელს კვლავ პრეზიდენტი გახდება და მთელს მსოფლიოს საკუთარ რელსებზე დააყენებს. შესაძლებელია. მაგრამ ჯერ–ჯერობით ჩინეთი იოანის გადაფასებაზე უარს ამბობს, აშშ–მ დოლარის დევალვაციისთვის საბეჭდი მოწყობილობა აამოქმედა, ევროს ცაში ავარდნილი კურსი კი ევროპის მთელ ეკონომიკას სერიოზული შედეგებით ემუქრება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts