Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სახალხო დამცველის მონიტორინგისა და პრევენციის ჯგუფის წევრებმა #8 დაწესებულებაში არასრულწლოვანი პატიმრები მოინახულეს


Recommended Posts

სახალხო დამცველის მონიტორინგისა და პრევენციის ჯგუფის წევრებმა #8 დაწესებულებაში არასრულწლოვანი პატიმრები მოინახულეს

 

მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა მოინახულეს ის პატიმრები, რომლებც 9 ნოემბერს სად–ის #9 დაწესებულებიდან გადაყვანეს სად–ის #8 დაწესებულებაში.

 

მონიტორინგის დროს საკნების სანიტარიულ–ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო მმდგომარეობა შეისწავლეს. აღსანიშნავია, რომ პატიმრები კარგ პირობებში იმყოფებიან.

 

არასრულწლოვან პატიმრებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათი ეტაპირება მოხდა 9 ნოემბერს, საღამოს საათებში. დაწესებულებაში მიღებისას მათ გაიარეს კანონით გათვალისწინებული შემოწმება–დათვალიერება, რის შემდეგაც გაანაწილეს საცხოვრებელ საკნებში.

 

პატიმრების თქმით, ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადმოყვანამდე, გადმოყვანისას და ახალ საცხოვრებელ ადგილას მიღების შემდეგ მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და მათი ეტაპირება მოხდა მშვიდ ვითარებაში.

 

სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას არცერთ პატიმარს რაიმე პრეტენზია დაწესებულების ადმინისტრაციის და მედპერსონალის მიმართ არ გამოუთქვამს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...