planetanews Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 12 ნოემბერს, 11.00 საათზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ახალი სერვისის პრეზენტაციას გამართავს.თემა: “ნოტარიუსთა პალატის იურიდიული სამსახური მოქალაქეებს სამართლებრივ კონსულტაციას ონლაინ რეჟიმშიც გაუწევს”.მის: დავით აღმაშენებლის გამზ. №150 12 ნოემბერს, 11.00 საათზე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილავს.პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 12 ნოემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 12 ნოემბერს, 11:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12 ნოემბერს, 12.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლის მანდატურებს შეხვდება და მანდატურის სამსახურის მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებს და სამომავლო გეგმებს გააცნობს.მის: დ. უზნაძის ქ. #52 12 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 12 ნოემბერს, 12.00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრი ანდრია ურუშაძე დონორი ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდება.თემა: “ჯანდაცვის სფეროს ძირითადი მიმართულებები”.მის: წერეთლის გამზ. #114 12 ნოემბერს, 12.00 საათზე, საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” წევრები ე.წ. კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულებთან ერთად აქციას გამართავენმის: დიდი დიღომი, IV მ/რ, კორპუსი #2 (გასვლა 11.50 “გუდვილიდან”) 12 ნოემბერს, 12:00 საათზე, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი “კავკასიის” უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და თვითმმართველობის საკითხებზე ესაუბრებამის: სააკაძის მოედანი #1 12 ნოემბერს, 13:00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ირაკლი ჩიქოვანი და დავით ონოფრიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.თემა: “2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი”.მის: ცაგარელის ქ. #74 12 ნოემბერს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი, პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.თემა: “სასიკვდილო განაჩენი ხალხს”.12 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩის შეხვდება.პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი 12 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა ჩატარდება.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 12 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საკრებულოსთან ლაშა ჩხარტიშვილისა და ალეკო შალამბერიძის მხარდაჭერით მოვაჭრეების აქცია გაიმართება. 12 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოენოვანი სტუდენტების ახალ ნაკადთან საზეიმო შეხვედრა გაიმართება.მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #29, III სასწავლო კორპუსი, სააქტო დარბაზი 12 ნოემბერს, 16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პოეტის ჟურნალისტის, მწერალთა კავშირის წევრის, ელისო ქაროსანიძის ლექსების წიგნის `მერცხლის ნისკარტით ავკენკავ ზამთარს~ – პრეზენტაცია გაიმართება. 12 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ჟურნალისტებისა და იურისტებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს კანონმდებლობაში მედია გარემოს გაუმჯობესებისათვის შეტანილ ცვლილებებს გააცნობს. 12 ნოემბერს, 17:00 საათზე, ზურა ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ “ჯაზუში”, არასამთავრობო ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლე” 47 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გამართავს შეხვედრას, სადაც მცხეთაში, წმინდა ადგილზე მიმდინარე მშენებლობა განიხილება.მის: იონა ვაკელის 18ა, (რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით) 12 ნოემბერს, 20.00 საათზე, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი შოთა რუსთაველის სახ. თეატრის მცირე დარბაზში გერმანიაში ახლახან გამოცემული ~თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგიის” პრეზენტაციას გამართავს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts