Jump to content
Planeta.Ge

ბიუჯეტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია


Recommended Posts

ინტერვიუ "თავისუფალი დემოკრატების" წევრთან, საქართველოს ფინანსთა ყოფილ მინისტრთან დავით ონოფრიშვილთან

http://banksandfinance.ge/banks/1747-davit-onofrishvili.html

 

- ბატონო დავით, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკა ვითარდება. მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერმა გილაურმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც კი დაასახელა _ 6 პროცენტი. რამდენად სანდოა ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა და, საერთოდ, რა ვითარებაა დღეს საქართველოს ეკონომიკაში?

- ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებში იქნება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ინფლაცია უკვე 10%-ს აჭარბებს, შესაბამისად, რეალური ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად არა გვაქვს, რადგან ასეთი ზრდის ძირითადი წყარო არის ინფლაცია და არა ეკონომიკური აქტივობა.

საქართველოს ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ბოლო სამი-ოთხი წლის მანძილზე ყველა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებელი გაუარესებულია: გაიზარდა საგარეო ვალი, უცხოური ინვესტიციები შემცირდა 80%-ით, იმპორტი ოთხჯერ ჭარბობს ექსპორტს.

გაიზარდა უმუშევრობის დონე. დაახლოებით 1,8 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ნახევარი მილიონი კი უკიდურესად ღარიბია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანაში 800 ათასი ადამიანია, რომელთა პენსიები ყველაზე დაბალია არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ პოსტაბჭოთა სივრცეშიც. პრაქტიკულად, ყველა ძირითადი პარამეტრი, რომლითაც მოსახლეობის კეთილდღეობის დონე და სოციალური საკითხების გაუმჯობესების მაჩვენებლები იანგარიშება გაუარესდა.

ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს ინფლაციურ პროცესებს. კატასროფულად გაიზარდა ფასები სასურსათო პროდუქტებსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე. პური მხოლოდ წელს საშუალოდ 15-20 თეთრით გაძვირდა. შაქარი 70-80 თეთრით. გაძვირდა ფასები წიწიბურაზე, ზეთზე, ხორცზე.

- "თავისუფალი დემოკრატები" აცხადებდნენ, რომ 2011 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი სეკვესტრისათვის განწირულია. რა გაძლევთ ამ განცხადების საფუძველს?

- ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი (6 მილიარდ 998 მილიონი) იმდენად ხელოვნურად არის გაზრდილი, რომ მოსალოდნელია მისი სეკვესტრი.

ნამდვილად საეჭვოა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში მასშტაბურად დაგეგმილი, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) და საშემოსავლო გადასახადის ზრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რომ უფრო მეტი პროდუქცია შეიქმნება და შემოსავალი დღგ-დან 14%-ით გაიზრდება 2010 წელთან შედარებით. ვფიქრობ, ბიუჯეტში არაობიექტური, გაბერილი ციფრებია ჩადებული და ეჭვი მეპარება, რომ ეს რეალობას შეესაბამებოდეს. იგივე შეიძლება ითქვას საშემოსავლო გადასახადის 18%-იან ზრდაზე. აქედან გამომდინარე, მომავალი წლის აპრილ-მაისში მოსალოდნელია ბიუჯეტის სეკვესტრი და შესაბამისად ხარჯების შემცირება.

- წლევანდელი ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით 31 მილიონი ლარით ნაკლებია. ოპოზიცია მთავარ პრობლემად იმას ასახელებს, რომ არ იზრდება პენსიების ოდენობა და სიღარიბის ზღვარმიღმა მყოფი ადამიანების დახმარება. რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით, რეალურად, აქვს თუ არა ეკონომიკას იმის რესურსი, რომ უფრო მეტად დააფინანსოს სოციალური პროგრამები?

- ბიუჯეტით არ იზრდება პენსიების ოდენობა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარება, მაშინ, როდესაც საქართველოში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვმა გადააჭარბა მილიონ რვაასი ათასს. მათგან მხოლოდ ყოველ მეოთხე ადამიანს ეხმარება სახელმწიფო დღეში 72 თეთრით.

2011 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს დაზღვეულთა რაოდენობის ზრდას. სახელმწიფო უარს ამბობს 5-დან 60 წლამდე მოსახლეობის გარანტირებულ სამედიცინო მომსახურებაზე. კვლავ არ დაფინანსდება ამ კონტინგენტისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ინფექციურ, ონკოლოგიურ და გულის დაავადებათა მკურნალობა.

ბიუჯეტს ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ დაგეგმვისას პრიორიტეტი მიეცეს სოციალურ სფეროს, ჯანდაცვას, განათლებას. სამაგიეროდ, იზრდება ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხარჯები, ასევე ე.წ "სხვა ხარჯები". უცნობია, რაში დახარჯავს მთავრობა 900 მილიონ ლარს.

- მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ საშემოსავლო ნაწილში ძალიან არის გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმებისგან მიღებული შემოსავლები. თქვენი აზრით, ფისკალური პოლიტიკის უკიდურესად გამკაცრების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება, რა გავლენას იქონიებს ეკონომიკის და ზოგადად ბიზნესის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე?

- თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქართული ბიზნესის 50%-ზე მეტი საგადასახადო სამსახურების წნეხის ქვეშ არის. ბიზნესის მხარდაჭერის ნაცვლად ძლიერდება დაკანონებული სამთავრობო რეკეტი. მეწარმეთა ნაწილი დროებით გაჩერებას ამჯობინებს, ნაწილი კი უარს ამბობს საკუთარ ბიზნესზე, რადგან მიაჩნია, რომ ახლა ამის კეთება სახიფათოა. თუ ადრე შემოსავლების სამსახური უფრო მსხვილ ბიზნესზე იყო ორიენტირებული, ახლა ხელისუფლების წნეხის ქვეშ მცირე და საშუალო ბიზნესიც მოექცა. ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ბიზნესმენების სახელმწიფო სტრუქტურებში დაბარება და "ნებაყოფლობით კერძო საკუთრების სეხელმწიფოსთვის გადაცემა".

დარიცხული საურავებითა და საპროცესო გარიგებების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედებს ეკონომიკაზე. ფაქტიურად ბიზნესები საბრუნავი საშუალებების გარეშე დარჩებიან, რაც გამოიწვევს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას და საბოლოო ჯამში გაჩერებას. ეს კი პირდაპირ კავშირშია უმუშევრობის მომავალ ზრდასთან და შემოსავლების შემცირებასთან.

- ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ასევე დიდი წილი უჭირავს უცხოური და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტებიდან არსებულ კრედიტებს. პირველ რიგში იგულისხმება ევროობლიგაციები და სახაზინო ვალდებულებები. ორივე სახის სესხი ძალიან ძვირია, ანალიტიკოსების აზრით, ამ ტიპის რესურსებით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ძალიან სარისკოა. თქვენ რა აზრის ხართ მთავრობის ასეთი პოლიტიკის მიმართ?

- საქართველოს ბიუჯეტის ასეთი მნიშვნელოვანი დამოკიდებულება უცხოური კრედიტებით დაფინანსებასთან მიმართებაში ნამდვილად სარისკოა. 2011 წლის ბიუჯეტში უკვე 315 მილიონ ლარზე მეტი იქნება გადახდილი საგარეო ვალის მომსახურებაზე. 2013 წელს კი ბიუჯეტს მოუწევს უკვე 1 მილიარდ ლარზე მეტის გადახდა. თუ ისევ გაგრძელდება მაღალპროცენტიანი ევროობლიგაციების და სხვა ფასიანი ქაღალდების უკონტროლო გამოშვება, შესაბამისად, მომავალი წლების ბიუჯეტების ხარჯვითი ნაწილის ძირითადად მოემსახურება საგარეო ვალების დაფარვას და არა საქართველოს მოსახლეობის ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ დაცვას თუ სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

- "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ბოლო დროს ხშირად ეკონომიკურ პრობლემატიკას ეხება. თქვენი პოზიციით, რამდენად არის შესაძლებელი ხელისუფლებასთან თუნდაც საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში თანამშრომლობა, ან რამდენად მზად არის მთავრობა, გაითვალისწინოს თქვენი პოზიციები ზოგადად ეკონომიკური განვითარების პროცესში?

- ირაკლი ალასანიას და პარტია "თავისუფალი დემოკრატებს" გააჩნიათ საკუთარი პროგრამა და კონკრეტული მოსაზრებები ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის აუცილებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად გააჯანსაღებს ეკონომიკას და ხელს შეუწყობს ბიზნესებს განვითარდნენ სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ზემოდან ხელდასმული მონოპოლისტების გარეშე. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება ხელისუფლების ფსევდო `ლიბერალურ~ პოლიტიკისაგან, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალურ ლიბერალურ ეკონომიკასთან და გამოირჩევა ნეობოლშევიკური მეთოდებით, არაკვალიფიციური, გამოცდილი კადრებით ქვეყნის წარუმატებლად მართვას.

ჩვენ არასაპარლამენტო ოპოზიცია ვართ, შესაბამისად არ შეგვიძლია პირდაპირ საპარლამენტო დებატებში შევიდეთ ხელისუფლებასთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მოსაზრებებს ყველა საკითხებთან და მათ შორის ბიუჯეტთან დაკავშირებით ვაცნობთ როგორც მოსახლეობას, ისე სხვა პოლიტიკურ პარტიებს მედიის სხვადასხვა საშუალებებით. თუმცა პირდაპირი ეთერის ლიმიტირებული შესაძლებლობები ბოლომდე არ იძლევა ჩვენი სათქმელის მოსახლეობამდე სრულად მიტანის საშუალებას. სხვა მხრივ, თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენ პარტიის მოსაზრებებს, თუნდაც ბიუჯეტის საკითხებში, მერწმუნეთ, ამას პირველ რიგში იგრძნობს მოსახლეობა.

- მთავრობასთან ეკონომიკური განვითარების პროცესში თანამშრომლობა ერთი საკითხია, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარების ის ხედვები, რომელსაც "თავისუფალი დემოკრატები" საზოგადოებას სთავაზობს. რა არის ის პრიორიტეტები, რაც თქვენ პოლიტიკურ მოძრაობას ეკონომიკის განვითარების პროცესში აუცილებლად მიაჩნია?

- "თავისუფალი დემოკრატებისათვის" ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკითა და ინფლაციის დაბალი დონით, დაბალანსებული გამჭვირვალე ბიუჯეტით, ლიბერალური საგადასახადო სისტემით, საბანკო-საფინანსო სისტემის სტაბილურობით და მასზე ზედამხედველობის ფუნქციების გაძლიერებით. ეკონომიკის სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმირება, რომლისთვისაც საჭიროა:

- ეკონომიკის მართვა დემოკრატიულ და ტრანსპარენტულ პრინციპებზე დაყრდნობით;

- საგადასახადო სისტემის შემდგომი გამარტივება და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირება;

- ინფრასტრუქტურის რეგულირებადი დარგების (ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები) სატარიფო პოლიტიკის სრულყოფა, ამ დარგებში საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინება;

- თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების მეშვეობით; მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;

- სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმირება მისი ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის მიზნით;

მნიშვნელოვანია ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირება, რაც საშუალებას მოგვცემს, გაიზარდოს წარმოება, ექსპორტი, შემცირდეს საგარეო ვალის მოცულობა და, საბოლოო ჯამში, გაუმჯობესდეს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი.

სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობისთვის, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ამისათვის აუცილებელია საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობა და სრულყოფა; აშშ-თან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება.

ახალი ეკონომიკური ხედვა და გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია უნდა განხორციელდეს სამთავრობო სტრუქტურებისა და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობით. კონკურენტუნარიან და ეფექტურ კომპანიებს შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღება და კრიზისიდან გამოყვანა. შესაბამისად, საჭიროა მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება და განვითარება, რაც ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის დასაქმებასა და სიღარიბის შემცირებას, ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას საქართველოში.

სოფლის მეურნეობის განვითარება დაეფუძნება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას, რითაც მიღწეული უნდა იქნეს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგროსასურსათო სექტორში შემოსავლების გაზრდა, აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების სტიმულირება.

საქართველოში სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის გარანტირებული სოციალური დაცვა ჩვენი პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამისათვის საჭიროა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მოქნილი და დინამიური შრომის ბაზრის ჩამოყალიბება, სადაც დაბალანსებული იქნება შრომაზე მოთხოვნილება და მიწოდება.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ უახლოესი წლების განმავლობაში უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრას. ამისათვის საჭიროა:

- საქართველოში სოციალური დაცვის ძლიერი და მოქნილი სისტემის შექმნა; ამავე დროს, მაქსიმალურად უნდა შემსუბუქდეს უმწეო და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მდგომარეობა;

- საპენსიო სისტემის რეფორმირება, მათ შორის კერძო საპენსიო ფონდების ჩამოყალიბება; სახელმწიფო საპენსიო სისტემის სრულყოფა უწინარეს ყოვლისა საარსებო მინიმუმთან მიმართებაში;

- დაზღვეულებისთვის თავისუფალი არჩევანის უფლების გარანტირება - თავად აირჩიონ სადაზღვევო კომპანია და თავად განსაზღვრონ პენსიის მიღების ფორმა;

- მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფა;

- სოფლად სიღარიბის დაძლევის სპეციალური პროგრამის შემუშავება;

- ევროპული სტანდარტის შრომის კოდექსის შემუშავება და ამოქმედება.

 

 

მოკლედ ,მძიმე სურათია :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

შევარდნაძის მინისტრს როგორ შეიძლება ენდოს კაცი. თორემ ეგ რომ მინისტრი იყო, მაშინ იყო აყვავებული ქვეყანა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

 

იმიტომ უნდა ენდო რომ უალტერნატივოს პარტიაშია.. :givi: :givi:

 

ეს ის ტიპი არაა მე აქ რომ მედავებოდა პარტიის პროგრამის მამა ვარო და მეორე დღეს ალასანიას შტაბი მზადყოფნაში რომ მოიყვანა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგი თემააა, ესააა ჩემი ერთადერთი იმედი რომ ფული გაუთავდებათ, გაუთავდებათ, გაუთავდებათ, მერე დაჭAმენ ერთმანეთს

:yes:

 

მერე კი, რა ვიცი, იქნებ ნორმალური ხალხი მოვიდეს, ალასანიას მაგვარი :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ბოლო დროს ხშირად ეკონომიკურ პრობლემატიკას ეხება. თქვენი პოზიციით, რამდენად არის შესაძლებელი ხელისუფლებასთან თუნდაც საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში თანამშრომლობა, ან რამდენად მზად არის მთავრობა, გაითვალისწინოს თქვენი პოზიციები ზოგადად ეკონომიკური განვითარების პროცესში?

- ირაკლი ალასანიას და პარტია "თავისუფალი დემოკრატებს" გააჩნიათ საკუთარი პროგრამა და კონკრეტული მოსაზრებები ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის აუცილებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად გააჯანსაღებს ეკონომიკას და ხელს შეუწყობს ბიზნესებს განვითარდნენ სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ზემოდან ხელდასმული მონოპოლისტების გარეშე. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება ხელისუფლების ფსევდო `ლიბერალურ~ პოლიტიკისაგან, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალურ ლიბერალურ ეკონომიკასთან და გამოირჩევა ნეობოლშევიკური მეთოდებით, არაკვალიფიციური, გამოცდილი კადრებით ქვეყნის წარუმატებლად მართვას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ძალიან კარგი თემააა, ესააა ჩემი ერთადერთი იმედი რომ ფული გაუთავდებათ, გაუთავდებათ, გაუთავდებათ, მერე დაჭAმენ ერთმანეთს

გაუთავდათ უკვე./..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ხელფასებს იხდიან, ე.ი. არ გაუთავადათ

იმიტო რომ ყოვე თვე 100 მილიონამდე ვალს იღებენ...

 

 

 

babuagiorgi

ისე კი, ისევ ძველი ამბეა. სათქმელი რომ ითქმევა უნდა ბოლომდე ითქვას, თორემ ასე და ისევ გაგრძელდება ასეთი რამ მერე.

პმ-ში გაარკვონ პირადი ამბები...

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიუჯეტში სერიოზული პრობლემებია

 

ეგრე რომ არ იყოს,ესე ძალიან არ მიპრესავდნენ ხალხს.

 

 

 

ფორუმმა აურია ეტყობა. დიტო ვერ შემოდის. აგერ უკვე 2 საათია არ დაუპოსტია, არა და მაგრა პოსტავს ხოლმე

:givi:

 

სამსახურის საქმეებზე ვიყავი წასული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

იმიტო რომ ყოვე თვე 100 მილიონამდე ვალს იღებენ...

ჰოდა ე.ი ჯერ არ გაუთავდათ. მთელი ევროპა კრედიტებით ცხოვრობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ჰოდა ე.ი ჯერ არ გაუთავდათ. მთელი ევროპა კრედიტებით ცხოვრობს.

სადღაა საქართველოსთვის მისაცემი ფული... ეგეც მალე დამთავრდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაებს აკეთებ კაცო და იქ წაგეშალა პოსტები. :givi:

 

კეთილი ინებე და ჩემი პოსტი თავად გადმოიტანე აქ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაებს აკეთებ კაცო და იქ წაგეშალა პოსტები. :givi:

 

კეთილი ინებე და ჩემი პოსტი თავად გადმოიტანე აქ. :givi:

 

კაცო, შენ ყველას გასული ეგონე გარეთ და იფიქრა ხალხმა არ სჭირდებაო უკვე ეს პოსტები.:)

 

ნუ აოფებ თუ ძმა ხარ თემას.

ეს თემა უნდა იყოს სუფთა. იკაკოს მომავალი ფინასთა მინისტრი ლაპარაკობს ვა! :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს თემა უნდა იყოს სუფთა. იკაკოს მომავალი ფინასთა მინისტრი ლაპარაკობს ვა!

აკრიტიკეთ, ხსნილია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...