Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ბოიანი “ბარსელონას” დატოვებს?


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club%20Home/2009/3/16/1237213815554/Bojan-Krkic-001.jpg

 

ამბობენ, რომ კატალონიის “ბარსელონას” და მის ფეხბურთელ, ბოიან კრკიჩს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამიტომაც ახალგაზრდა ფეხბურთელს სურს კლუბი გამოიცვალოს. “ლივერპული” კი მისითაა დაინტერესებული და შესაფერის დროს ელოდება.

 

ლივერპულთან” ერთად მისით ლონდონის “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესდნენ. “ბარსელონა” არის ესპანური კლუბი, რომელიც ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული და ამის გამო, ბოიან კრკიჩი სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდა და ჩნდება მისი მაისურით “ნოუ კამპზე”.

 

როგორც ჩანს, 20 წლის ფეხბურთელს სურს, ისეთ კლუბში გადავიდეს, სადაც მას დააფასებენ და ხშირად ათამაშებენ. როგორც მისმა აგენტმა – ზორან ვეკიჩმა განაცხადა ფრესკონფერენციაზე ჯერ-ჯერობით ამ თემის შესახებ დაზუსტებით ვერაფერს იტყვიან:

 

-”ერთი რამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, ამ წუთამდე ბოიანი კატალონიის “ბარსელონას” საკუთრებაა და წასვლას არსად აპირებს. რას გადაწყვეტს მომავალში, ამას  კლუბების  შემოთავაზებები გვიჩვენებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას.”

 

ინფორმაციის წყარო: mirrorfootball.co.uk

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...