planetanews Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 ამ წუთებში პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრები ასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაში 10–მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს, რომლებსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი გააცნო, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დღესვე პარლამენტში დაგეგმილი იყო არასამთავრობოების შეხვედრა ქრისტიან დემოკრატებთან, თუმცა გადაიდო იმის გამო, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში შეხვედრა დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა. ისინი ერთმანეთს ხვალ, 11 საათზე, შეხვდებიან. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts