planetanews Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 /get_img?NrArticle=3190&NrImage=2 Image 2574 დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა წარმოადგინა. საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი 7 მილიარდამდე ლარით განისაზღვრა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დღეს იმ სფეროების ბიუჯეტის პარამეტრები წარმოადგინა, სადაც დაფინანსება მომავალი წლიდან იზრდება: განათლების სამინისტროს დაფინანსება მომავალი წლიდან 35 მილიონი ლარით გაიზრდება. პეტრიაშვილის თქმით, 32 მილიონი პირველკლასელთათვის კომპიუტერების შეძენას მოხმარდება. 9 მილიონით გაიზრდება საჯარო სკოლების დაფინანსება – ეს არის ვაუჩერების თანხა და დანამატები იმ სკოლის მასწავლებლებისთვის, რომლებიც კომპიუტერისა და უცხო ენის გამოცდას ჩააბარებენ. პეტრიაშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტროს წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა დაზღვევის ხარჯები, რომელსაც 2011 წელს განათლების სამინისტრო აღარ გადაიხდის. ბიუჯეტის კანონპროექტით მომავალ წელს მასწავლებელთა დაზღვევას შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტრო განახორციელებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე, გაგრძელდება ინგლისურენოვანი მასწავლებლების დაფინანსება. ,,დღეს არის დაახლოებით 500 მასწავლებელი ჩამოსული, მომავალ წელს ეს რიცხვი 1500-მდე გაიზრდება და მოიცავს ნახევარზე მეტ საჯარო სკოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით’’, - განმარტა პეტრიაშვილმა. ასევე, ზრდა იქნება სტუდენტების სასწავლო გრანტში, ძირითადად, ეს მაგისტრანტების დაფინანსებას ეხება. მაგისტრების სასწავლო გრანტი 4 650 000 ლარით გაიზრდება. პეტრიაშვილი ამბობს, რომ პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების რეაბილიტაციისათვის ჯამში 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. სკოლების რეაბილიტაციას კი 2011 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები განახორციელებენ. ამ მიზნით ადგილობრივ თვითმართველობებს, პეტრიაშვილის განმარტებით, სპეციალური ტრანსფერები გამოეყოფათ. ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით, ჩასწორდა და გაიზარდა 3,5 მილიონი ლარით სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი. ჯამში, მისი მოცულობა მიაღწევს 34,5 მილიონ ლარს. ,,2010 წელთან შედარებით ძირითადი მატება მიდის სპორტული ფედერაციების დაფინანსებაზე, 2010 წელს სპორტული ფედერაციების დაფინანსებაზე გამოყოფილი იყო 9 მილიონი, წელს ამ მიზნით დაიხარჯება 11 მილიონი ლარი’’, - ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. გაერთიანებულ სხდომაზე პაპუნა პეტრიაშვილმა თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. ბიუჯეტის ეს ნაწილი დასრულებული სახით წარმოდგენილი იქნება მესამე განხილვისათვის. პეტრიაშვილი ამბობს, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს სახელმწიფოს, ანუ რაც ფინანსდება მიმდინარე წელს, მათი დაფინანსება აუცილებლად გაგრძელდება. ,,ყველა იმ ბენეფიციარისთვის, რომელიც იღებს დღეს სოციალური დახმარებას თუ სარგებლობს ჯანდაცვის რაიმე პროგრამით, ეს გაგრძელდება მომავალ წელსაც. უბრალოდ, შეიძლება შიცვალოს დაფინანსების ფორმები. მაგალითად, ის ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ ჯანდაცვის პროგრამებით, ისარგებლებენ დაზღვევით’’. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მომავალ წელს დაიწყება ორი ახალი საგზაო პროექტი. ეს იქნება აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 122 მილიონი ლარი გამოყო და ასევე – ზესტაფონი–ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მშენებლობა, რისთვისაც 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პეტრიაშვილის განმარტებით, ასევე, გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის მშენებლობა და დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2011 წლის ბიუჯეტში თანხა წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციასაც მოხმარდება. ამისათვის გრანტი, 500 მილიონი დოლარის ოდენობით, აზიის განვითარების ბანკმა გამოყო. პროგრამა 2-3 წელი გაგრძელდება. პირველი ტრანშით, მომავალ წელს აზიის განვითარების ბანკი 155 მილიონ დოლარს გადმოურიცხავს საქართველოს. ,,წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დაწყებულია და მომავალ წელს უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. უკვე ჩართულია პროგრამაში მსხვილი ქალაქები - თბილისი ფოთი, რუსთავი, ქუთაისი. მომავალ წელს ჩაერთვება კიდევ რამოდენიმე მსხვილი ქალაქი. პროგრამის დასრულებისას საბოლოოდ მოგვარდება წყლისა და კანალიზაციის პრობლემები’' დევნილთა სახლების მშენებლობა/რეაბილიტაცია გაგრძელდება მომავალ წელს. პეტრიაშვილი განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლების რეაბილიტაციისათვის გრანტი ევროკავშირმა და ამერიკის მთავრობამ გამოყო, ჯამში ეს არის 135 მილიონი. 2011 წლის ბიუჯეტში იზრდება, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 40 მილიონი ლარით. ,,ეს თანხა მოხმარდება სხვადასხვა კულტურების ჩანაცვლებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სოფლის მოსავლიანობას. ასევე, შენარჩუნებული იქნება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ეს ის პროგრამაა, რომლისთვის გამოყოფილ თანხებსაც სოფლები ხარჯავენ თავიანთი გადაწყვეტილებით’’, - განაცხადა სხდომაზე პეტრიაშვილმა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მისი თქმით, 2009 წელს დაიწყო. მაშინ ამ პროექტისათვის გამოიყო 20 მილიონი ლარი, 2010 წელს – 40 მილიონი. წელსაც პროექტისათვის 40 მილიონი გამოიყოფა. ჯამში, 3 წლის განმავლობაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის სახელმწიფო 100 მილიონ ლარს დახარჯავს. პაპუნა პეტრიაშვილის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში დაახლოებით იმდენივე იქნება ტრანსფერებისათვის გამოყოფილი, რამდენიც წელს. 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ეს თანხა 842 მილიონს აღწევს. წლევანდელ ბიუჯეტში კი ტრანსფერებისათვის 856 მილიონია გათავლისწინებული. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts