planetanews Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/erovnuli-banki01-150x132.jpgჩვენ შევიმუშავეთ კომპლექსური სამოქმედო გეგმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ფინანსური სექტორის პასუხისმგებლობის ზრდის პოპულარიზაციაში. ამის შესახებ, “ექსპრესნიუსთან” საუბარში,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ახალ ინიციატივას მომხმარებელთა უფლებების დაცვად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საბანკო სექტორში მომხმარებლების უფლებების დაცვა ეროვნული ბანკის ერთ ერთი პრეროგატივაა. “რამდენიმე ხნის უკან ჩვენ ავამოქმედეთ “ცხელი ხაზი”, რითაც პრობლემების იდენტიფიცირება გავაკეთეთ. ამის შემდგომ მეორე ეტაპი იყო ცვლილებები “კრედიტ ინფოსთან” დაკავშირებით. დღეს ჩვენ გადავდივართ ახალ ფაზაში და სულ მალე წარვადგენთ ნორმატიულ აქტს, რომელიც კომერციულ ბანკებს დაავალდებულებს ხელშეკრულებაში გაწერონ ყველა ნიუანსი და პირობა, რომელიც დაკავშირებულია კრედიტის აღებასთან. საუბარია ხარჯებზე როგორიცაა: კონვერტარცია, საკომისიო, განაღდება, სესხის ადრე დაფარვის შემთხვევაში საკომისიო ხარჯი და ა.შ. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია სესხის აღებასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს გაწერილი ხელშეკრულებაში. ჩვენ მომხმარებელთა უფლებების დასაცავად კიდევ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგავთ” – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. მისი განცხადებით, სამომავლოდ კომერციულ ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულება იქნება მაქსიმალურად გასაგები ენით დაწერილი. “უნდა მოხდეს ხელშეკრულების სტანდარტიზაცია, სადაც მკაფიოდ დაიწერება ის ვალდებულებები, რისი შესრულებაც მოგივიწევს მომავალში. ეს არის ინიციატივა, რომელსაც წლის ბოლ.ომდე წარვუდგენთ საბანკო სექტორს და დაინტერესებულ საზოგადებას და იმედი მაქვს რომ წლის ბოლომდევე ან 2011 წლის იანვრის ბოლომდე ამოქმედდება და შევა ძალაში”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts