planetanews Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/gabashvili-150x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ,,ქრისტიან-დემოკრატები’’ სოციალურ პოპულზმში დაადანაშაულა. პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას გაბაშვილმა ,,ქრისტიან-დემოკრატებს’’ პოპულიზმში მას შემდეგ დასდო ბრალი, რაც დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ მთავრობას ურჩია, რომ სოციალურად შეჭივრებული ოჯახების შვილებს წიგნები გადასცენ და არა ნეთბუქები. გაბაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერები სოციალურ დემაგოგიას ანიჭევენ უპირატესობას. ,,როცა საუბრობთ იმ ქვეყნებზე, სადაც წიგნების ფასი დაბალია უნდა ესმოდეთ, რომ იმ ქვეყნებში შიდა პროდუქცია 20-ჯერ მეტია ვიდრე საქართველოში’’, – აღნიშნა გაბაშვილმა. გაბაშვილს ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრმა გიორგი ახვლედიანმა უპასუხა. ოპოზიციონერის თქმით, ხელისუფლება ხშირად ისეთ საკითხებზე საუბრობს, რომლებზეც წარმოდგენა არ აქვს, შესაბამისად მმართველი გუნდი, რომ ოპოზიციას დემაგოგიაში ადანაშაულებდეწს გასაკვირი არ არის. ახვლედიანის განმარტებით, მთავრობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაჰპირდა, რომ 2011 წლის ბიუჯეტში მოსწავლეებისთვის წიგნების გადაცემის საკითხი გათვალისიწნებული იქნებოდა, თუმცა ხელისუფლება როგორც ბევრ დაპირებებს არც ამას ასრულებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts