planetanews Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/max-150x150.jpgკანადაში დაკარგული 17 წლის მარიამ მახნიაშვილის დედა საინფორმაციო პროგრამა “მოამბესთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ლელა ტაბიძე ამბობს, რომ მისი მეუღლის მიერ ჩადენილი ქმედებები, მათ შორის 6 თვის წინ მეზობელზე თავდასხმა, მათი შვილის – მარიამ მახნიაშვილის დაკარგვას უკავშირდება. ლელა ტაბიძის პოზიცია კანადური მედიისთვისაც დღემდე უცნობი იყო. “მოამბესთან” გაკეთებული განცხადება ერთადერთი კომენტარია, რომელიც, მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაკარგული გოგონას დედამ გააკეთა. 2 ადამიანის დაჭრაში ეჭვმიტანილი ვახტანგ მახნიაშვილი კი პატიმრობაში რჩება. ბოლო სასამართლო პროცესზე, რომელიც, ტორონტოს დროით, დილის 09:00 საათზე გაიმართა, ადვოკატს გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნა არ დაუყენებია. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ყველა სხვა დეტალი საზოგადოებისთვის დახურულია. სასამართლომ მტკიცებულებების გამოქვეყნებაზე გასულ შაბათს, პირველივე სხომაზე უარი თქვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts