Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბაინდურაშვილი: ჯანდაცვის ზოგიერთ პროგრამას კორუფციული რისკები ახასიათებდა, რის გამოც მათი გადახედვა მოხდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/baindurashvili-150x150.jpgფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის ზოგიერთ პროგრამას კორუფციული რისკები ახასიათებდა, რის გამოც მათი გადახედვა მოხდა.

 

პარლამენტში ამ წუთებში ბაინდურაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრობს.

 

როგორც ჟურნალისტებს ბაინდურაშვილმა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ჯანდაცვის პროგრამებში მთავრობის ამოცანა იყო, რომ მოეხდინათ მათი ოპტიმიზაცია და პროგრამების დაფინანსება 2011 წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია.

 

მინისტრის განცხადებით, ყოველი დახარჯული ლარი უნდა მივიდეს ავადმყოფამდე და იმ ადამიანამდე ვისაც ეს სჭირდება.

 

,,ისეთი პროგრამები იყო, რომელსაც კორუფციული რისკები ახასიათებდა. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ეს თანხა მივიდეს ავადმყოფამდე და არა მთავარ ექიმამდე, ან ადმინისტრაციულ პერსონალამდე. შესაბამისად, ამ პროგრამების გადახედვა მოხდა, საკმაოდ კრიტიკულად მათი ოპტიმიზაციის მიზნით’’, – აღმიშნა ბაინდურაშვილმა.

 

ფინანსთა მინისტრმა საპენზიო პაკეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპენსიო უზრუნველყოფა მოწესრიგდება, რადგან პენსიონერმა ზუსტად უნდა იცოდეს რას იღებს და როდის იღებს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...