planetanews Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/Koka-seferteladze-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელების ფიზიკის აბიტურის საათის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებს იმ ახალ, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელზე ესაუბრა, რომლითაც საატესტატო გამოცდები საქართველოში პირველად ჩატარდება. როგორც ცნობილია, აბიტურის საათები ყველა იმ საგნისთვის არის გათვალისწინებული, რომელშიც ჩატარდება საატესტატო გამოცდა. ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის – ქართული, როგორც მეორე ენა); მათემატიკა; უცხოური ენა; საქართველოს და მსოფლიო ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია. ,,აბიტურის საათები საშუალებას აძლევენ მოსწავლეებს მასალა, რომელზე დაფუძნებული ტესტური დავალებითაც მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, კიდევ ერთხელ გაიმეორონ და უკეთესად მოემზადონ საატესტატო გამოცდებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აბიტურის საათებში მოსწავლე არ იღებს ნიშნებს. ეს გაკვეთილები მოსწავლეს ეხმარება განვლილი საკითხების გამეორებაში,”-განაცხადა სეფერთელაძემ. ცნობისთვის, პირველად საქართველოში საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts