Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ბური ფერმერები საქართველოში სახლდებიან


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif

 

შონ ვოლკერი

 

მიწის რეფორმით შეშინებული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თეთრკანიანი ფერმერები ახალ მიწებს ეძებენ

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას და საქართველოს ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო, თუ არ ჩავთვლით მიწათმოქმედების ტრადიციებს და მშფოთვარე მოვლენებს უახლოეს წარსულში. მაგრამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან რამდენიმე თეთრკანიან ფერმერს მიაჩნია, რომ საკუთარ პრობლემებს გადაწყვეტენ, თუკი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში დასახლდებიან. 

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ორმოცი ათასი ფერმერი (მათი უმრავლესობა წარმოშობით ბურია, ანუ ჰოლანდიელი ახალმოსახლე), შიშობს, რომ რესპუბლიკის მთავრობის მიწის რეფორმები მათ ცხოვრებას დაემუქრება. თავდაპირველად აფრიკაში ჩასული ბური ახალმოსახლეები განაპირა კოლონიებში ცხოვრებაზე უარს ამბობდნენ და ნოყიერი მიწების ძიებაში ქვეყნის სიღრმეში დასახლდნენ. ახლა მათი შთამომავლების ნაწილს მიაჩნია, რომ პრობლემებს ათასობით მილის დაშორებით – საქართველოში მოაგვარებს.   

 

საქართველოს მთავრობა წარმოუდგენელი მიგრაციული პროექტის ინიციტივთ გამოვიდა და სამხრეთაფრიკელ ფერმებს მათ ქვეყანაში მიწების შეძენას ფაქტობრივად უსასყიდლოდ სთავაზობს – თანამედროვე მიწათმოქმედებაში გამოცდილების და პროფესიონალიზმის სანაცვლოდ.      

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინიტრმა პაპუნა დავითაიამ განაცხადა: „ჩვენ სასოფლო–სამეურნეო სფეროსთვის ინვესტროებს ვეძებთ, რადგან საქართველო ყოველთვის მიწათმოქმედების ქვეყანა იყო, საბჭოთა პერიოდში კი ეს ტრადიციები დავკარგეთ“.  

 

ახლახანს მან ქვეყანაში სამხრეთაფრიკელი ფერმერების დელეგაცია მიიღო და მათ მყარი გარანტიები შესთავაზა, თუკი ქვეყანაში დასახლდებიან.

 

„ბურები, მსოფლიოში ლამის საუკეთესო ფერმერები არიან“, – თქვა დავითაიამ.

 

გასულ კვირაში ათობით ფერმერი პრეტორიაში კავშირის შეხვედრაზე შეიკრიბა. შეხვედრა საქართველოში შესაძლო გადასახლებას ეძღვნებოდა. კავშირის კომიტეტი უახლოს თვეებში ამ პროცესისთვის ნიადაგის მომზადებას, მოგვიანებით კი უფრო მასობრივი მიგრაციის კოორდინაციას გეგმავს. 

 

ბურმა ფერმერმა ჰენდრიკ მილსმა ტელეკომპანია ABN–ს განუცხდა: „ვფიქრობ, ფერმერებისთვის იქ დიდი პერსპექტივებია. საქართველოში ფულის ჩადება გაცილებით უკეთესია, ვიდრე აფრიკაში“.    

 

ბევრი ბური ფერმერისთვის, რომელთა წინაპრებიც აფრიკაში ორასი წლის წინ დასახლდნენ, სამშობლოს დატოვება მარტივი არ იქნება. მაგრამ მათი თქმით, დარჩენაც სულ უფრო და უფრო რთულია – ადამიანებს ეშინიათ დანაშაულის, ძალადობის, დაქირავებული შრომის ანაზღაურების ზრდისა და მიწის რეფორმების.  

 

პიტ კემპი ერთ–ერთია იმ ფერმერებს შორის, რომლებსაც აქტიურად სურთ საქართველოში საცხოვრებლად გამგზავრება. მისი თქმით, „ჩვენ ათი–ოცი ფერმერით დავიწყებთ, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში კარგად ცხოვრებას ათასზე მეტი ადამიანი შეძლებს“. 

 

საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ ქვეყანაში პროფესიონალი ფერმერების დასახლება ქვეყნის ეკონომიკის სასოფლო–სამეურნეო და მევენახეობის სექტორების განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოში ღვინოს მრავალი საუკუნის განმავლობაში ამზადებენ, მაგრამ დიდწილად ნახევრად ტკბილს, რაც ევროპაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. ქართული ღვინო ძალიან უყვარდათ რუსეთში, მაგრამ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ განხეთქილებას მოსკოვის მხრიდან ნებისმიერი ქართული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა მოჰყვა. როგორც ჩანს ქართველებს იმედი აქვთ, რომ თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, სამხრეთ–აფრიკული ღვინის პოპულარობით ისინიც იხეირებენ.

 

თუმცა ბურებს, შესაძლოა საქართველოს პირობებთან მორგება გაუჭირდეთ. ქართული ენის სწავლა ძალიან რთულია. ქვეყანას არ აქვს აფრიკასთან პირდაპირი საავიაციო კავშირი. გარდა ამის კლიმატი იქ აბსოლუტურად განსხვავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობას სხვაგვარი მუშაობა დასჭირდება. თუმცა კემპმა და მისმა მეგობრებმა მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ბედს ცდიან. „მე არ მინდა იქ ჩასვლა იმისთვის, რომ საქართველოსგან მეორე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა გავაკეთო“, – თქვა მან. „რადგან საქართველოში მივდივარ, ქართველი გავხდები“.          

 

ამ პროექტს მოწინააღმდეგეები ორივე ქვეყანაში ჰყავს. ქართველი ოპოზციონერები ამტკიცებენ, რომ ახალმოსახლეებს საუკეთესო მიწებს ფაქტობრივად უფასოდ გადასცემენ და ქართველი გლეხები ყველას დაავიწყდება. ის იდეა, რომ ქვეყანას საუკეთესო ფერმერები დატოვებენ, ბევრს არც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოსწონს. 

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...