Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ალაპარაკდა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg

 

ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს გადააყენეს, მას შემდეგ თბილისის შემოგარენში მშვიდად ცხოვრობს და პრესას იშვიათად ეკონტაქტება. მაგრამ უკანასკნელი წლის განმავლობაში ის სულ უფრო ხშირად გამოთქვამდა საჯაროდ საკუთარ მოსაზრებებს და აკრიტიკებდა არამხოლოდ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, არამედ გულწრფელად აღიარებდა იმ შეცდომებს, რომელიც საკუთარი მმართველობის დროს დაუშვა.  

 

შევარდნაძის ყველაზე საინტერესო კომენტარები ბოლო სამი თვის განმავლობაში გაზეთ „ასავალ–დასავალი“–სთვის  მიცემულ ხუთ ინტერვიუში გამოქვეყნდა, რომლის ფრაგმენტებიც სააგენტო „კავკას–პრესმა“ გაავრცელა.       

 

პირველად მან ასეთი საინტერესო განცხადება 16 აგვისტოს გააკეთა. შევარდნაძის თქმით, ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში „დიდი ხნის განმავლობაში“ არ ჩატარებულა. ითქვა, რომ „ყველაზე სუფთა“ არჩევნები საქართველოში 1992 წლის შემდეგ 1995 წლის ნოემბერში ჩატარდა (საპრეზიდენტო და საპრლამენტო არჩევნები ერთად), როდესაც შევარნაძე პრეზიდენტად პირველად აირჩიეს.

 

არანაკლებ სამ ინტერვიუში (რომლებიც, 16 აგვისტოს, 3 აგვისტოს, და 1 ნოემბერს გამოქვეყნდა) შევარდნაძე წინასწარმეტყველებს, რომ საქართველო სოციალური აფეთქების საფრთხის წინაშე დგას, რომ მოსახლეობის 50% უმუშევარია, და ბოლო დროს პურზე ფასის მატებამ შესაძლოა აჯანყების პროვოცირება მოახდინოს. 1 ნოემბერს მან განაცხადა: ის რომ მსგავს მოვლენას ჯერ ადგილი არ ჰქონდა ეს ქართველი ხალხის მოთმინების დამსახურებააო და ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ამით ბოროტად არ ისარგებლონ. მან „კატასტროფა“ უწოდა საქართველოს საგარეო ვალის უწყვეტ ზრდას, რამაც დღეს დაახლოებით $8 მილიარდს მიაღწია.            

 

ჩვეულებრივ, შევარდნაძე, მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის თვალსაზრისით ფრთხილია. მაგრამ 9 ნოემბრის ინტერვიუში, მან გააკრიტიკა სააკაშვილი იმის გამო, რომ სასკოლო პროგრამებიდან რელიგიის სწავლება ამოიღო, რათა ინგლისურის ენის სწავლებისთვის მეტი დრო დაეთმო. მან „ძალიან მნიშვნელოვანი“ და ყოვლისმთქმელი უწოდა იმ ფაქტს, რომ ჰააგის სააერთაშორისო სასამართლომ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევისთვის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მიერ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მიიღო.

 

9 ნოემბრის ინტერვიუში შევარდნაძემ განაცხადა, რომ მისთვის „დღესავით ნათელი“ იყო ის, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანიაც და ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილიც მოკლულები იყვნენ, თუმცა მას ამის დამტკიცება არანაირად არ შეუძლია. პარლამენტის ყოფილი სპიკერი და წარსულში შევარდნაძის პროტეჟე ჟვანია 2005 წელს გარდაცვლილი იპოვეს გარემოებებში, რომელთა ადეკვატური ახსნაც არასდროს მომხდარა. ის, რომ ზურაბ ჟვანია მოკლული იყო და საქართველოს ხელისუფლება დამნაშავეს ხელს აფარებდა,  ჟვანიას ძმამაც განაცხადა.        

 

52 წლის პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში, ლონდონში, გავრცელებული ინფორმაციით გულის უკმარისობით გარდაიცვალა.      

 

შევარდნაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკაც გააკრიტიკა, კერძოდ ქართველი სამხედროების გაგზავნა ავღანურ ოპერაციაში მონაწილეობისთვის და სააკაშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც საქართველოში დარჩენა 30 დღეზე მეტხანს სურთ. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას შედეგად შეიძლება მოჰყვეს ის, რომ საქართველო „ტერორისტებისთვის სამოთხე“ გახდება. 

 

შევარდნაძემ მისი მმმართველობის წლებზე საუბრისას, ორ კრიტიკულ შეცდომას გაუსვა ხაზი, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის პოსტ–საბჭოთა ისტორია. 2009 წლის აგვისტოში მან „კავკას–პრესთან“ საუბარში აღიარა, რომ მას შეეძლო და უნდა აღეკვეთა 17 წლის წინ ეროვნული გვარდიის აფხაზეთში შეჭრა იმით, რომ თავად უნდა ჩასულიყო სოხუმში აფაზეთის იმდროინდელ ლიდერთან ვლადისლავ არძინბასთან მოლაპარაკებისთვის. მაგრამ იმას, რომ მან ამის გაკეთება ვერ შეძლო, ფართომასშტაბიანი ომი მოჰყვა, რაც ქართველების მიერ აფხაზეთის მასობრივი დატოვებით დასრულდა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი დაკარგა კონტროლი რეგიონზე, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში ოფიციალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

 

მეორე შეცდომა, რომელიც შევარდნაძემ „ასავალ–დასავალთან“ 2010 წლის იანვარში აღიარა, ის არის, რომ მან ვერ გაზრდა მისი პროტეჟეები (მათ შორის ჟვანია და სააკაშვილი) ისე, რომ მათ „ქვეყნის დანგრევის ნაცვლად“ ის აღდგენითი სამუშაო გაერძელებინათ, რომელიც მან დაიწყო.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...