Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო: თბილისი საკუთარ წარმატებებს ნატოს და ეუთოს სამიტებს ამცნობს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

მოლი კორსო

 

ბოლო დროს ქართველმა ჩინოვნიკებმა ორი ახალი ამბავი შექმნეს: ამხილეს რუსეთის ჯაშუშური ქსელი და აღკვეთეს მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდა. თუმცა, საეჭვოა, რომ 2010 წლის ეს ორი წარმატება, თბილისს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში უახლოს მომავალში გაწევრიანების შანსს დაუბრუნებს.         

 

ქართველი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ბოლოდროინდელ წარმატებებს უსაფრთხოების ორ მოახლოებულ სამიტს ამცნობენ: 19–20 ნოემბერს ლისაბონის ნატოს სამიტზე და დეკემბრის დასაწყისში ეუთოს სამიტზე ასტანაში.

 

ორივე შემთხვევაში რუსეთი უარყოფით კონტექსტში ფიგურირებს; პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ლისაბონის სამიტს დაესწრება, სადაც მეორე დღეს რუსეთი–ნატოს ურთიერთობების განხილვა იგეგმება.

 

საქართველოს მთავრობამ უკვე იზრუნა იმაზე, რომ უსაფრთხოების კონტექსტში რუსეთზე მისი მოსაზრება მსოფლიოსთვის შეეხსენებინა. 9 ნოემბერს ორ სხვადასხვა გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთი „ნამდვილ მონსტრად“ და „ჩამორჩენილ, ფეოდალურ ქვეყნად“ მოიხსენია.

 

ნოემბრის დასაწყისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებისადმი მიძღვნილ სატელევიზიო ცერემონიალში, რომლებმაც ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, სააკაშვილმა ამ თანამშრომლების მუშაობას უწოდა „ძალიან მნიშვნელოვანი… რადგან ჩვენი ქვეყანა მუდმივი ზეწოლისა და პერმანენტული დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე დგას“.      

 

ამავდროულად, ორმხრივ დიალოგზე დასავლეთის აშკარა სურვილის საპასუხოდ, სააკაშვილმა რუსეთთან მოლაპარაკებების ინტერესიც გამოთქვა (მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს დამამცირებელ ტერმინებში აღწერდა) იმ პირობით, რომ მოსკოვი „კეთილ ნებას გამოავლენს“.

 

ერთი მხრივ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგით დაინტერესების დემონსტრირება, მეორე მხრივ კი მისი მთავრობის დისკრედიტაცია ის ტაქტიკაა, რომელსაც ორ ქვეყანას შორის 2008 წლის ომის შემდეგ, თბილისი ხშირად იყენებს. ათასობით რუსი სამხედრო დღემდე რჩება აჯანყებულ რეგიონებში (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში), მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მთავრობები მათ გაყვანას ითხოვენ.

 

ცხადია, რომ სავარაუდო რუსული ჯაშუშური ქსელი და ურანის კონტრაბანდის აღკვეთა თბილისს მისცემს მისი არგუმენტების გაზრდის შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს მეტი საერთაშორისო ყურადღება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ ორივე საქმეზე დეტალების გახმაურება საგანგებოდ ნატოს სამიტს დაამთხვია, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ლევან ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ მთავრობისთვის ბუნებრივია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო „ინტერესების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილია“.

 

„რა თქმა უნდა არსებობს იმის შიში, რომ საქართველომ  პრიორიტეტების სიაში შეიძლება პოზიციები დაკარგოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართული მხრიდან გონივრულია მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, რომ ჩვენ პარტნიორები და მეგობრები ვართ“, – ამბობს ცუცქირიძე.                                  

 

კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის საერთაშორისო პოლიტიკის პრაქტიკის უფროსი ლექტორი ლინკოლნ მიტჩელი, ამტკიცებს, რომ საქართველოს ძალისხმევა მიიპყროს უფრო დიდი საერთაშორისო ყურადღება დიდწილად უსარგებლოა. „არ ვფიქრობ, რომ საქართველოს [დასავლეთის] დარწმუნება სჭირდება“, – ამბობს მიტჩელი. „არც იმას ვფიქრობ, რომ    მსგავსი ნაბიჯების მუდმივი გამეორებით, საქართველო რაიმეს აღწევს“.     

 

საქართველოს პოზიცია ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში არ იცვლება, მიუხედავად ჯაშუშების დაკავებისა თუ ურანის კონტრაბანდის აღკვეთისა, დასძენს იგი. „ვაშინგტონის შეცვლილ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში საქართველოს ადგილი განსაზღვრულია: ის საშუალო დონის პოლიტიკური პრობლემაა“, – ამბობს მიტჩელი.

 

სტივ ფლანიგანი, ვაშინგტონის საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრში ნატოს საკითხების დიდი ხნის სპეციალისტი, ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ „ძალიან დიდი შეცდომაა“ ლისაბონის სამიტზე რუსეთის განსაკუთრებულ გავლენაზე ფიქრი. მეორე მხრივ, იმის დემონსტრირება, რომ თბილისი აქტიურად ებრძვის ბირთვული კონტრაბანდის საფრთხეს საქართველოსთვის შეიძლება „სასარგებლო“ აღმოჩნდეს, ვარაუდობს ფლანიგანი. ის დასძენს, რომ ექსპერტების ჯგუფის რეკომენდაციებში, რომლებმაც ალიანსისთვის ახალი სტრატეგიული კონცეფციის პროექტი შექმნეს, ნათქვამია, რომ ნატომ „მკაფიოდ უნდა გამოუცხადოს მისი სრული მხარდაჭერა“  ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, დასძენს იგი.

 

ცუცქირიძე ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ჯაშუშების დაპატიმრება ან ურანის კონტრაბანდის აღკვეთა ნატო–საქართველოს ურთიერთობებში რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გამოიწვევს. იგი დასძენს, რომ ნატოსთან შედარებით ეუთო საქართველოსთვის დღეს გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი აუდიტორიაა. უფრო „ძლიერი თანამშრომლობისა“ და „ძლიერი მხარდაჭერის“ სურვილის მიუხედავად, „საქართველო ვერ მიიღებს სარგებელს ისეთი რაღაცეების მოთხოვნით, რომელთა მიღებაც არარეალურია“, მაგალითად ალიანსის წევრობის მოთხოვნით, თქვა მან. „ამიტომ ვფიქრობ ჩვენ რეალისტებად უნდა დავრჩეთ… საქართველო დარჩება დღის წესრიგში, თუკი ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორის როლის თამაშს განვაგრძობთ“.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...