planetanews Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/alasania111-150x150.jpg,,თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო. როგორც ჟურნალისტებს ალასანიამ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განისაზღვრა კონკრეტული გეგმა საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით როგორ უნდა წარიმართოს სამუშაო შეხვედრები და ის საკითხები, რომლებიც აღელვებს რვა პარტიას. მისი თქმით, მიღწეულია პოლიტიკური შეთანხმება, რომ სამუშაო პროცესში ყველა დაინტერესებული პოლიტიკური ძალა წარადგენს საკუთარ წინადადებებს კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ,,ღიაა კარი საკითხების განხილვისთვის და ამ საარჩევნო კოდექსის ცვლილებით მოხდება ძირფესვიანი შეცვლა საარჩევნო გარემოსი’’, განაცხადა ალასანიამ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts