planetanews Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/gamkrelidzedaalasania-150x150.jpg,,ახალი მემარჯვენეების’’ ლიდერმა დავით გამყრელიძეს განცხადებით, შესაძლოა ახალი საარჩევნო კოდექსი იქნას მიღებული. როგორც ჟურნალისტებს გამყრელიძემ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლების მხრიდან მიიღეს პირობა, რომ გადახედავს ყველა პოზიციას აღნიშნულ საკითხზე. მისი თქმით, კარი ღია რჩება ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისათვის და მათ მიეცემათ საშუალება ნებისმიერ დროს შეუერთდნენ სამუშაო ჯგუფს. ,,შეხვედრები იქნება გამჭვირვალე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაზე ხდება შეთანხმება და რაზე ვერ’’, – აღნიშნა გამყრელიძემ. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრებს, ის კვირაში ერთხელ შეიკრიბება და მასში ჩართული იქნებიან, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობდნენ. შემდეგი შეხვედრა ცენტრაულ საარჩვენო კომისიის შენობაში მომავალი კვირის ოთხშაბათს გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts