planetanews Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/zurabishvili-salome-150x150.jpgწავა თუ არა “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკიდან ხვალ მის სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბიშვილი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს მოღვაწეობას. აღნიშნული ინფორმაცია “საქართველოს გზის” პრესამსახურის უფროსმა სოფო ჯაჯანაშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას უარყო, თუმცა განაცხადა, რომ დეტალური ინფორმაცია ზურაბიშვილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთიდან ხვალ დაბრუნდება. იგი ხვალვე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. პრესკონფერენცია სასტუმრო “თბილისი მარიოტში” 18:00 საათზეა დანიშნული. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts