Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მთელი საქართველო აუქციონებზე იყიდება


Recommended Posts

აუქციონი - ქონების, ფასიანი ქაღალდების, ხელოვნების ნიმუშების ან ნებისმიერი სხვა საგნის საჯარო გაყიდვის პროცესი რაიმე წინასწარ დათქმული პირობების გარეშე. გაყიდვის ობიექტს იძენს პირი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს სთავაზობს გამყიდველს.

 

გაზიარება

[ნინო თამაზაშვილი. 23:45 10-11-2010]

http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TNr19SpBxjI/AAAAAAAAENY/csJw5n7lfJY/s200/saqartvelo%2Biyideba.gifმაგრამ, როგორც წესი, საქართველოში აუქციონს მხოლოდ ფორმალური სახე აქვს. ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი და ცნობილი. ხელშეკრულების გაფორმებისას პირობები არაკვალიფიციურად არის შედგენილი. ყველაფერი კონკრეტული მხარის ინტერესებზე იგება. არ ხდება გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინება და ეკოლოგიური ნორმების დაცვა. შემდეგ არ კონტროლდება, თუ ვინ როგორ ასრულებს პირობებს.

საქართველოში გასაყიდი თითქმის აღარაფერი დარჩა. გაყიდულია ტყეები, თითქმის ყველა საწარმო, სტრატეგიული ობიექტები...

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შპს "ორთაჭალჰესი 2007"-ის გასაყიდად გამოცხადებულ აუქციონზე საწარმოს სასტარტო გასაყიდი ფასი 25 მლნ. დოლარი იყო.

საწარმოს ძირითადი საქმიანობის სფეროა ელექტროენერგიის გამომუშავება და/ან გენერაციის აქტივებით მართვა.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია ჰიდროელექტროსადგურის დაწესებული სიმძლავრის არანაკლებ 70%-ის ელექტროენერგიის გამომუშავება უზრუნველყოს.

"ორთაჭალჰესი 2007" ჩეხურმა კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიამ" შეიძინა. ახალმა მფლობელმა საპრივატიზაციო ღირებულება, რომელიც 25 მილიონ 250 ათას დოლარს შეადგენდა, სრულად დაფარა.

შემდეგი აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართულ აუქციონზე გატანილ იქნა თეთრიწყაროს, მარნეულის, წყალტუბოს, ფონიჭალას, გარდაბნის, ახალქალაქის, სამტრედიის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, თერჯოლას, ნინოწმინდას, კასპის, ოზურგეთის, სოფელ წავკისის, საჩხერის, ხაშურის, ქარელის, გორის, ბაღდათის, ამბროლაურის, ჩხოროწყუს და ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე 28 ობიექტი _ ბაზალტის, ქვიშა-ხრეშის, კვარციანი ქვიშის, თაბაშირის, კირქვის, ასევე მიწისქვეშა მტკნარი წ####ბის საბადოები. მათ შორის ყველაზე მაღალ ფასად, 130 000 ლარად, გაიყიდა მცხეთის რაიონში, სოფელ სასხორის ტერიტორიაზე კირქვის გამოვლინება.

ჯამში აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ 559 377 ლარი შეადგინა. ლიცენზიის მოქმედების ვადა სხვადასხვა წიაღისეულის საბადოებისთვის 5-დან 20 წლამდეა განსაზღვრული.

დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამ ბოლო პერიოდში "ბორჯომთან" დაკავშირებითაც. ბორჯომის მინერალური წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ჩატარებულ აუქციონზე ობიექტის საწყისი ფასი 8 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით განისაზღვრა, `ბე~ კი 1 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. "ბიჯი" 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენდა. ბორჯომის საბადო მოიცავს 3 უბანს (ცენტრალური უბანი, ლიკანის უბანი, ვაშლოვანი-ყვიბისის უბანი).

"საქართველოს მინისა და მინერალური წ####ბის კომპანია" აცხადებდა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი "ბორჯომის" ბიზნესის გაყიდვას არ გულისხმობს. როგორც კომპანიის განაცხადში არის ნათქვამი, აუქციონზე საბადოდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია არის გატანილი და აქ უშუალოდ "ბორჯომის" ჩამოსხმის ბიზნესის მართვა არ იგულისხმება.

თავდაპირველად არ გამორიცხავდნენ ბორჯომის მინერალური წ####ბის მოპოვების გადაცემას უცხოელებზე ან სულაც რუსებზე.

ამ ყველაფერს საკმაოდ უცნაურად დაემთხვა რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს აღსარება, რომ ყველაზე მეტად "ბორჯომის" დაკარგვას განიცდის. მან პირობაც კი დადო, რომ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში, პირველად კარი "ბორჯომს" გაეხსნება.

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეზღუდული არ იყო, ამდენად, ლიცენზიანტი შეიძლებოდა, როგორც ქართული, ისე უცხოური, მათ შორის რუსული კომპანია ან ფიზიკური პირი გამხდარიყო, თუმცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეს უხერხულობას არ უქმნიდა.

აუქციონი მინერალური წყლის მოპოვებაზე ტარდებოდა, რაც შეეხება ჩამოსხმას და რეალიზებას, ეს საქართველოს კანონმდებლობის სხვა ნორმატიული აქტებით განისაზღვრა: შეიძლება ლიცენზია მიიღო, ბორჯომის წყალი მოიპოვო, მაგრამ ჩამოასხა არა ბორჯომში, არამედ სხვაგან მდებარე ქარხანაში. ასე რომ, გამორიცხული არ იყო, ისევე როგორც ყველაფერი, ბორჯომის წყალიც უცხოელებზე გასხვისებულიყო. ამ უცხოელებში კი, ძირითადად, რუსები მოიაზრებოდნენ.

"ისედაც მთელი საქართველო რუსებს აქვთ ნაყიდი და თუ "ბორჯომზეც" გავლენას მოიპოვებენ, მაშინ ჩვენი ხელისუფლების განცხადება იმის თაობაზე, რომ "რუსებს ებრძვის", ახალ შინაარს შეიძენს - "ჩვენ ჩვენს პატრონს ვებრძვით", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც იმედოვნებდა, რომ ხელისუფლებას ეყოფოდა გონიერება და არ დაუშვებდა ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზია რუსების ხელში აღმოჩენილიყო.

ხელისუფლებას, ალბათ, მართლაც ეყო გონიერება, რადგან მიუხედავად წარმოთქმული ეჭვებისა, ბორჯომის წყლით სარგებლობის ლიცენზია კვლავ "საქართველოს მინისა და მინერალური წ####ბის კომპანიას" გადაეცა. კომპანიამ ეს ლიცენზია 8 მილიონ 200 ათას დოლარად შეიძინა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროში "საქართველოს მინისა და მინერალური წ####ბის კომპანიის" გარდა სხვა განაცხადი არ შესულა. კითხვაზე, თუ რატომ არ ჰყავდა ამ კომპანიას კონკურენტი ბორჯომის წყლით სარგებლობის სალიცენზიო აუქციონზე, როგორც "საქართველოს მინისა და მინერალური წ####ბის კომპანიის" დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა: "ალბათ, ყველამ ჩათვალა, რომ დღეს ბორჯომის ინდუსტრია და "საქართველოს მინისა და მინერალური წ####ბის კომპანია" ერთი და იგივეა და აუქციონში მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს".

ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი "ენგურჰესის" სკანდალის შემდეგ დარწმუნებულია, რომ ჯერი "საქართველოს რკინიგზაზე" მიდგება. მისი მოსაზრებით, "ენგურჰესის" რუსულ კომპანია "ინტერ რაოსთვის" ერთობლივ მართვაში გადაცემა რუსეთისთვის აგვისტოს ომის შემდეგ გადახდილი ხარკია. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის.

"მას შემდეგ, რაც აგვისტოში მოხდა, ყველაფერი იყო მოსალოდნელი. რუსეთმა საქართველოს ომი მოუგო და ხარკის სახით მას "ენგურჰესი" მივეცით. იმის მტკიცება, რომ სადგური საქართველოს საკუთრებაში რჩება, აბსურდია. "ენგურჰესი" პრაქტიკულად იყო უკანასკნელი ძაფი, რომელიც აფხაზ საზოგადოებას საქართველოსთან აკავშირებდა", - აცხადებს ხუხაშვილი.

დიდი ალბათობით 2009 წელი სწორედ "საქართველოს რკინიგზის" გასხვისების წელი იქნება. რის შემდეგაც საქართველოს არანაირი სტრატეგიული ობიექტი აღარ შერჩება. ასეთი ობიექტების აბსოლიტური უმრავლესობა ისედაც რუსეთის კონტროლქვეშაა და ამ ნუსხას რკინიგზაც შეემატება.

საქართველოს მთავრობას რკინიგზის მართვის უფლებით გადაცემის მცდელობა უკვე ჰქონდა, მაგრამ იგი სამარცხვინო შედეგით დასრულდა. დაახლოებით ერთი წლის წინ "საქართველოს რკინიგზა" ბრიტანულ კომპანია "ფარფილდ ინვესთმენთს" გადაეცა, თუმცა მოგვიანებით, ორიოდე თვეში ე.წ. ინვესტორებს რკინიგზა უკან გამოსტაცეს.

მაშინ ვერავინ გაიგო რა შავ-ბნელი გარიგება შედგა მთავრობასა და "ინვესტორს" შორის. ერთ-ერთი ვერსიით, რკინიგზაში პატარკაციშვილის აჩრდილი ილანდებოდა და ხელისუფლებამაც შეთანხმება ჩაშალა.

მოგვიანებით, მთავრობაში საუბრობდნენ რკინიგზის აქციების გარკვეული ნაწილის საქართველოს საფონდო ბირჟაზე შესაძლო განთავსებაზე, თუმცა არც ეს მომხდარა. აქედან მოყოლებული რკინიგზის გაყიდვასთან დაკავშირებით, სხავადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება, მათ შორის საუბარი იყო აზერბაიჯანზეც.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული კომპანიისთვის საქართველოს რკინიგზის მართვის უფლებით გადაცემა იგეგმება, როგორც ეს "ენგურჰესის" შემთხვევაში მოხდა. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, კონკრეტულად რომელ რუსულ კომპანიაზეა საუბარი, თუმცა მსგავს მნიშვნელოვან ობიექტებს ყოველთვის სახელმწიფო კომპანიები ყიდულობენ. ობიექტის რამდენიმე ათეული წლით მართვის უფლებით გადაცემა კი, პრაქტიკულად, მის გაყიდვას ნიშნავს.

რუსული კომპანიისთვის საქართველოს რკინიგზის მართვის უფლებით გადაცემაზე, რუსეთთან კულუარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მართალია ამ ეტეპზე რკინიგზასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული არ არის, მაგრამ იყიდება "რკინიგზის ტელეკომი" და აქაც რუსები მოიაზრებიან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "რკინიგზის ტელეკომის" გაყიდვა 20 მლნ. დოლარად იგეგმება. "რკინიგზის ტელეკომს" წელიწადში 50-60 მლნ. აშშ დოლარის შემოტანა შეუძლია და გაყიდვას 20 მლნ აშშ. დოლარად გეგმავენ. "როცა ასეთ შემოსავლიან დანაყოფს ჰყიდი, ესე იგი არ ხარ მეურნე ან კიდევ გარიგებაში ხარ", - აცხადებენ ექსპერტები.

თუმცა "რკინიგზის ტელეკომის" მყიდველი შესაძლოა გერმანული კომპანიაც აღმოჩნდეს. ჰანოვერში ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების გამოფენაში მონაწილეობას "რკინიგზის ტელეკომიც" ღებულობს. "აქართველოს რკინიგზაში" არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთანაც გაიმართოს. კონკრეტულად, როდის შედგება "რკინიგზის ტელეკომის" გაყიდვის შესახებ აუქციონი, უცნობია. ოფიციალურად "რკინიგზის ტელეკომის" შეძენით "გაერთიანებული ტელეკომი" და "კავკასუს ონლაინი" არიან დაინტერესებულნი, თუმცა არაოფიციალურად აქაც უმსხვილესი რუსული კომპანია "როსტელკომი" მოიაზრება.

საბოლოოდ ჯერი ტყეებზეც მიდგა. ჯერ კიდევ შემოდგომაზე საქართველოს ხელისუფლებამ ხე-ტყის ჭრისა და დამზადების უფლება 19 მლნ. ლარად ოთხ კომპანიას და ერთ ინდმეწარმეს აუქციონზე მიჰყიდა. აქედან ტყეების აბსოლიტური უმრავლესობა იმ ჩინური კომპანიების ხელში მოხვდა, რომლებიც სამეგრელო-სვანეთის ტყეებში ეწევიან ჭრის სამუშაოებს და საკუთარი გადამამუშავებელი საწარმოც გააჩნიათ. აუქციონი უამრავი კანონდარღვევით ჩატარდა, სადაც აშკარად გამოჩნდა ქართველი მაღალჩინოსნების დაინტერესება.

შემდგომ აუქციონზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ლიცენზია იქნა გამოტანილი, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა, თუმცა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ტყით გრძელვადიანი სარგებლობის ლიცენზიების გაუქმების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც სამინისტროში განმარტეს, ლიცენზიის გაცემა ამ დრომდე მხოლოდ შეჩერებული იყო, ახალი აუქციონის ჩატარება კი შეცვლილი პირობებით მოხდება. ახალ პირობებზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა რაც ლიცენზიების ვადებს ეხება, უკვე გარკვეულია და 20-ის ნაცვლად ტყეები მხოლოდ 5 წლიანი იჯარით გაიცემა.

როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განმარტავენ, ახალი პირობებით ლიცენზია გაიაფდება და მისი შეძენა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

რაც საქართველოს ტყეებთან დაკავშირებით ხდება, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას. სტრატეგიული სიმდიდრის ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებზე გადაცემა არ შეიძლება.

როგორც ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, საომარი მოქმედებები რამდენიმე დღით შეწყვეტილი იყო, როცა რუსული საიტებით გავრცელდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც, პრივატიზაციას კიდევ ერთი მცირე, მილიონ ლარამდე ღირებულების საბადო ექვემდებარებოდა.

ექსპერტის თქმით, რომ არა ამგვარი განცხადებებისადმი რუსეთის ინტერესი, მას არც რუსული ინტერნეტგვერდები აიტაცებდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რუსეთის ავიაციის მიერ საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების მიუხედავად, აგრესია რუსეთის კაპიტალით პრივატიზებულ არც რთ საწარმოს, მათ შორის, არც "მადნეულს", არც ელექტროგენერაციისა და ელექტროგამანაწილებელ სტრუქტურებს არ შეხებია.

"ეს მკაფიოდ მიუთითებს ომამდე არსებული პროვოკაციების მიზანზე, რომ საქართველოში ყველაზე უკეთ თავი სწორედ რუსულ კაპიტალს ეგრძნო და ყველა სხვა, შიშის ქვეშ ყოფილიყო", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

საეჭვოდ გაყიდული, თუ მართვის უფლებით გადაცემული ობიექტების ჩამონათვალში დღემდე რჩება "ენერგო პროსთვის" თითქმის მთელი ქართული სადისტრიბუციო ქსელის გადაცემა. დღემდე "ენერგო პროს" უკან რუსული ენერგოგიგანტის "რაოს" და პირადად ჩუბაის-რაპაპორტის აჩრდილს ხედავენ. აქვე შეიძლება გავიხსენოთ "გაერთიანებული ტელეკომის" გაყიდვა ყაზახებზე, აეროპორტის ოპერატორის "ტავის" შემოსვლა, "თბილისის წყლის” გადაცემა "მულტიფლექს სოლუშენისთვის" (რომლის უკანაც ასევე რუსულ ინტერესებს ხედავენ), "თბილგაზის" გაყიდვა ყაზახებზე და სხვა.

ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ ობიექტებისა, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში იქნა გამოტანილი საქართველოს აუქციონებზე. აღარაფერს ვამბობთ გაყიდულ საწარმოებზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გაყიდული საწარმოებიდან თითქმის არცერთი არ მუშაობს.სადამდე შეიძლება მსგავსი მიდგომებით ობიექტების გაყიდვა გაგრძელდეს, ამის თქმა ძნელია. მდგომარეობას ართულებს ის, რომ საქართველოს მთავრობა ამ პრობლემის რეალურ არსებობას არც კი აღიარებს. ამ დროისთვის კი გაყიდულია თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი და რაც დარჩა, იმის გატანა აუქციონებზე კვლავ გრძელდება.

"ბანკები და ფინანსები"

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-8860426956600318452?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...