Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ბოსს ტორესის ეიმედება…


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2010/4/6/1270577271963/Soccer---Barclays-Premier-001.jpg

 

ჩელსისთან ორი უძლიერესი გოლის გატანის და პიტერ ჩეხის კიდევ ერთხელ დამწუხრების შემდეგ მსოფლიო პრესა და ლივერპულის გულშემატკივრები ნამდვილი ელ ნინიოს დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ…

 

უიგანთან მატჩის წინ კი როი ჰოჯსონმა ფერნანდოს თამაშზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა რომ ეჭვიც არ ეპარება მის მომავალ სტაბილურობაში, რაც ლივერპულს მომავალ მატჩებში წარმატებას მოუტანს.

 

“მე მჯერა რომ ტორესი დღეიდან დაწყებული სეზონის ბოლოდე ყოველ მატჩს უმაღლეს დონეზე ჩაატარებს.” – განაცხადა როიმ – “მან კარგად იცის თუ რა დიდი მხარდაჭერა აქვს მთლიანად გუნდისგან, ფერნანდო კი ისეთი ტიპის ადამიანია, რომელსაც არ უყვარს როცა სხვებს იმედებს უცრუებს.”

 

“ჩვენ ვცადეთ იგი ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში დაგვეცვა გადაღლილობისგან. მას და ჯერარდს ყოველთვის ვარიდებთ ზედმეტ თამაებს, რადგან წარსული გამოცდილებიდან ვიცი თუ რა ძნელია ასეთი ფეხბურთელებისთვის მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში ზედიზედ სამი თამაშის ძირითადში დაწყება.”

 

“მაგრამ დარწმუნებული ვარ დღეს რომ ფერნანდოს ვუთხრა, რომ მისი დასვენება მსურს, რათა შაბათისთვის შემოვინახო, იგი კმაყოფილი ნამდვილად არ იქნება. ახლა ნანდოს ყოველ მატჩში მოედანზე გასვლა და ბრძოლა სურს…”

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...