Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რა არის პრინციპული და რას არ დათმობს ოპოზიცია


Recommended Posts

ყველაზე პრინიციპული საკითხი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით, არის საარჩევნო სიები – ამბობს მანანა ნაჭყებია, ახალი მემარჯვენეების წევრი, ნეტგაზეთთან საუბარში.

 

დღევანდელ შეხვედრაზე, რომელზეც 8 პოლიკუტი პარტიის ლიდერები ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან, საარჩევნო კოდექსს განიხილავენ, ასევე– იმ სავარუადო ცვლილებებს, რომლებიც შესაძლო შეთანხმების შემთხვევაში, შევლენ კოდექსში.

 

ერთი თვით ადრე რვა პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა. ე.წ. რვიანის წარმომადგენელი ნაჭყებია კი დღეს ამბობს, რომ არ არის პრინიციპული მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტით ხელმძღვანელობა.

 

ხელისუფლებასთან მოლაპარაკება თქვენ მიერ შემუშავებული საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტით დაიწყება, თუ ე.წ. „სუფთა ფურცლიდან“?

 

ჩვენ, რვა პოლიტიკური პარტია, ე.წ. რვიანი შევთანხმდით და გავაკეთეთ დოკუმენტი, სადაც არის საარჩევნო კოდექსის ძირითადი თემები.

 

მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ რვიანის შეთანხმება არ არის საკმარისი და საჭიროა ხელისუფლების თანხმობა, ჩვენ მათ მოლაპარაკებებს ვთავაზობთ.

 

პრინიციპული გასნხვავება არ არის, რადგან თუ იქნება შემოთავაზება, რომ დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, სუფთა ფურცელზე დავიტანთ იმას, რაც რვიანში უკვე შეთანხმებული გვაქვს.

 

შესაძლოა შევთანხმდეთ უკვე შემუშავებული ცვლილებების განხილვაზე.

 

რა არის ის პრინციპული ცვლილება თქვენი პაკეტიდან, რომელიც გსურთ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგში გაიატანოთ?

 

პრინიციპული არის საარჩევნო სიები, ანუ ბიომეტრული პასპორტები. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, შეკვეთა გაფორმებულია, რომ დაიწყოს ქვეყანაში ბიომეტრული პასპორტების ბეჭდვა და გაცემა.

 

მაგრამ ვადები იქნება შესაცვლელი. ხელისუფლებას ვადის გათვლა 2016 წლამდე აქვს. ჩვენ შემთევვაში კი, ბიომეტრიული პასპორტების გაცემა მოქალაქეებზე 2012 წლამდე უნდა დამთავრდეს.

 

ეს არის მნიშვნელოვანი და დანარჩენი ყველაფერზე შეიძლება შეთანხმება, დამაჯერებელი არგუმენტების შემთხვევაში.

 

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნდა იყოს ძალიან კონსტრუქციული ერთმანეთის მიმართ.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...