Jump to content
Planeta.Ge

მოსწავლეები.დირექტორები. აქციები. შაშკინი


Recommended Posts

  • Replies 334
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

  On 11/10/2010 at 2:24 PM, Helena222 said:

:* :pupuza:

კარგად თქვენ????????????

 

ძალიან ჩეხურად ვარ ამ ბოლო დროს და სულ მასლოკინებს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/10/2010 at 2:06 PM, lasha1997 said:

მართლა საინტერესოა და როგორ შემოვდივართ აქ?დეპრეს გაგვეცი პასუხი. :givi:

 

დეპრესამ ვანოს მოელაპარაკა, გვაცალე რამოდენიმე დღეო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

  On 11/10/2010 at 2:20 PM, babuagiorgi said:

ვა კისა შენც მანდ იყავი მაშინ?

ყველა ამნდ არ ვიყავით?

არ გახსოვს გებე რომ მოგვყვებოდა ხვეწნა-მუდარით ოღონდაც სსრკ-აზე არაფერი მოითხოვოთ და რაც გინდათ ის იძახეთ :givi:

 

კაუკასუსის გლობალია გათიშული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დირექტორების გათავისუფლება

ლიკა გიგინეიშვილი, თამარ ჩხეიძე, მაია მეცხვარიშვილი

 

მეთორმეტეკლასელი მოსწავლეების გუშინდელი საპროტესტო აქციის გამო, განათლების სამინისტრომ პასუხი საჯარო სკოლების დირექტორებს მოსთხოვა. მართალია, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ დირექტორებმა თანამდებობები თავიანთი სურვილით დატოვეს, თუმცა ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა, რომ დირექტორები გუშინ სწორედ სამინისტროში დაიბარეს და იქ მოთხოვეს გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა.

 

სკოლის დირექტორთა ასოციაციის დირექტორი თეა თუთბერიძე ამბობს, რომ გუშინ, დაახლოებით 19:30 საათზე, 8 საჯარო სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროში დაიბარეს, მობილური ტელეფონები და ხელჩანთები შესასვლელში დაატოვებინეს. დირექტორებს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი შეხვდა, რომელმაც დირექტორებისგან გათავისუფლების შესახებ წინასწარ მომზადებულ განცხადებებზე ხელმოწერა მოითხოვა.

 

თუთბერიძე ამბობს, რომ განცხადებებს ხელი ყველა დაბარებულმა დირექტორმა მოაწერა, გარდა #161 და # 149 საჯარო სკოლების დირექტორებისა.

 

#161 საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხელ მინდაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ის გუშინ საღამოს ნამდვილად იმყოფებოდა განათლების სამინისტროში, თუმცა რისთვის, ამას არ აკონკრეტებს.

 

#149 საჯარო სკოლის დირექტორი, მაია გიორგაძეც ადასტურებს, რომ სამინისტროში გუშინ ისიც იმყოფებოდა და იქვე აცხადებს, რომ სამინისტროში დღესაც აქვს შეხვედრა ჩანიშნული: ” სამინისტროში შევეცდები დავამტკიცო, რომ #149 საჯარო სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციაზე არ ყოფილან, ამიტომ განცხადებას თანამდებობის დატოვების თაობაზე ხელს არ მოვაწერ” - ამბობს გიორგაძე.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს 23-ე საჯარო სკოლაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 8 საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებებით გუშინ სამეურვეო საბჭოებს მიმართა. მინისტრის განცხადებით, ეს დირექტორების პირადი გადაწყვეტილება იყო და სამინისტრო ამაში არ ჩარეულა.

 

”საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ ათავისუფლებს საჯარო სკოლების დირექტორებს. 8 საჯარო სკოლის დირექტორმა დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე და მიმართა სამეურვეო საბჭოებს ამის თაობაზე. ეს იყო მათი პირადი გადაწყვეტილება. ჩვენი კანონმდებლობით, განათლების და მეცნიერების სამინისტრო არ ერევა ამ პროცესებში. არსებობს სკოლის დეცენტრალიზაცია და სამეურვეო საბჭო არის ის ორგანო, რომელიც წყვეტს ამ საკითხებს,” - ამბობს დიმიტრი შაშკინი.

 

შეკითხვაზე, თუ რა მიზეზით დაწერეს დირექტორებმა განცხადებები, შაშკინმა თქვა: ”მიზეზი რა არის, ვერ გეტყვით”.

 

,,მე მაქვს ურთიერთობა სკოლის დირექტორებთან და როცა მოხდა მათი სამინისტროში დაბარება, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ასეთი ვითარებაა. მათთვის გაუგებარი იყო, რატომ იბარებდნენ ღამე. რომ მივიდნენ, დახვდათ ეს ვითარება: იმ სკოლის დირექტორებმა უნდა დაწერონ განცხადება და წავიდნენ, რომელთა მოსწავლეებიც გამოვიდნენ გუშინ აქციაზე” - ამბობს თეა თუთბერიძე.

 

http://netgazeti.ge/GE/33/News/3153/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.htm?sms_ss=facebook&at_xt=4cda7eb6a85a8ac0%2C0

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Helena222

  Quote
დარწმუნებული ვარ და ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს ახალგზრდობა უფრო განვითარებულია, ვიდრე რუსთავი 2-მა გვანახა . დამაიმედეთ, თორემ გამისკდა გული!!!

ერორებს არ უყურო და ყველაფერი კარგად იქნება.. :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Quote
სკოლის დირექტორთა ასოციაციის დირექტორი თეა თუთბერიძე ამბობს

 

პრაფესორი თეა ტუტბერიძე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეათე კლასს რომ ვამთავრებდით გამოცდები ჩვენც გვქონდა. რა არის აქ გასაკვირი და საპროტესტო? იმისათვის, რომ მიიღო ატესტატი სკოლის დამთავრების ,გამოცდების ჩაბარება არაა საჭირო????

დარწმუნებული ვარ და ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს ახალგზრდობა უფრო განვითარებულია, ვიდრე რუსთავი 2-მა გვანახა . დამაიმედეთ, თორემ გამისკდა გული!!!

 

–––––––––––––––––––

 

 

გეთანხმები,მაგრამ როცა არ ასწავლი არაფერს და ამისთან კანონს იმავე წელს მოქმედებაში უშვებ,ეგ არის არა სწორი,თორემ სკოლაში რომ უნდა ისწავლონ,მაგაზე არავინ დავობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/10/2010 at 2:38 PM, kisa said:

დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ დირექტორებმა თანამდებობები თავიანთი სურვილით დატოვეს,

 

 

რა ნაგლები არიან კაიფობთ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/10/2010 at 3:38 PM, lasha1997 said:

რა ნაგლები არიან კაიფობთ? :givi:

ჩვენ არ ვკაეფობთ, ჩვენ შეღშფოვთდებით :givi:

 

  Quote
შეკითხვაზე, თუ რა მიზეზით დაწერეს დირექტორებმა განცხადებები, შაშკინმა თქვა: ”მიზეზი რა არის, ვერ გეტყვით”.
Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძAლიან კარგი!!!!!!!!!! მივესალმები...მაგ დირექტორების ცოლშვილიც უნდა გაყარონ სამსახურებიდან და აქციაში მონარილე ბავშვები არასრულწლოვანტა კოლონიაში უკლებლივ ყველა!

მშობლები ბურებისტვის სახლების მშენებლობაზე უნდა გარეკონ წალკაში ან სადმე ..უფრო შორს!!!!!!!!!!!!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/10/2010 at 4:01 PM, T_A_T said:

მშობლები ბურებისტვის სახლების მშენებლობაზე უნდა გარეკონ წალკაში ან სადმე ..უფრო შორს

приезжайте к нам на колыме

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გიკვირტ ვერ გავიგე -რეალურ შენობა -ნაგებობებს აშენებენ გურჯისტანში სახურავიდან...განათლების რეფორმასაც უკუღმა რომ ჩაატარებდნენ რა -ეჭვი გეპარებოდათ ვინმეს?

 

სავალდებულო ( წერაკიტხვის სწავლების ) 8 კლასის დამტავრების მერე უნდა იყოს პროფესიული სწავლების სექტორი მძლავრი, მრავალფეროვანი და აწყობილი, ერტეულები უნდა ღEბულობდნენ სრულ საშუალო განათლებას და ერტეულები უნდა აბარებდნენ უმაღლესში...კი გამოცდები უნდა იყოს მარა მეტორმეტე კლასამდე ამდენი მუქტახორა ბავშვის სკოლაში იძულებით ტარება რა საჭიროა? გაეკეტებინათ ჯერ ტეხნიკუმები მერე დაეწერებინატ ეს გამოცდები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • შექმენი...