lasha1997 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 (edited) ანუ, მიშამდე სწავლობდნენ და ეს კავარდაკი რაც დაიწყო განათლებაში, იმის მერე აღარო?თუ რას ნიშნავს ეს? ჩემი ცოლის მეორე დის შვილი,გაისად ამთავრებს და ჩასული როცა ვიყავი,კითხვები დავუსვი.ამაზე იოლები რასაც მაგ ვიდეოში უსავმდნენ.აზრზე არ იყო არაფრის.კითხვა არ იციან ნორმალურად და რაზეა ბაზარი? რას აკეთებენ თურმე.სკოლაში არ დაჰყავდათ ბავშვები და ოთხ საგანში ამზადებდნენ მარტო გენიოს მშობლებს. gruzian_ka ის აქეთ უჩივის მედიას,ეს როგორ მაკადრეთო. Edited November 9, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 kisaანუ, მიშამდე სწავლობდნენ ხო მიშამდე სწავლობდნენ, ყოველი მესამე ბავშვი მეცნიერების მაგისტრი გამოდიოდა და ყოველი მეორე - პროფესორი gruzian_ka მამათმავალი უცხოელებით რო გატენა სკოლები აღსდექ საქართველო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 lasha1997ჩემი ცოლის მეორე დის შვილი,გაისად ამთავრებს და ჩასული როცა ვიყავი,კითხვები დავუსვი.ამაზე იოლები რასაც მაგ ვიდეოში უსავმდნენ.აზრზე არ იყო არაფრის.კითხვა არ იციან ნორმალურად და რაზეა ბაზარი? გეუბნებით და არ გჯერათ - მეზობლებმა თომას მანის ტომები მისცეს მზესუმზირის გამყიდველს და იმაში ახვევენ სემიჩკას.კითხვა არა - პრასი!მთელი მსოფლიო წიგნებსკითხულობს, ქართველები ჯიპებზე ბაასობენ დილიდდან საღამომდე ქალები ჩაცმაზე და სარფიანად გათხოვებაზე ფიქრობენ, ბავშვებს მიყრიან კერძო სკოლებში დილიდან საღამომდე, მერე კიდე ყველა საგანში რეპეტიტორს დაუქირავებენ ( დაწყებითში ესე და კარგ ტონად ითვლება)100 წელი არავის აინტერესებს რას სწავლობენ ეს ბავშვებიმერე ატყდება - არიქა ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი უნდა გახდეს და დაათრევენ რეპეტიტორებთან 4 საგანშიბოვშები ტირიან - არაფერი არ გვასწავლეთ, ეხლავე მოგვიხსენიტ გამოცდებიოარადა მერე უნდა ნახო სტუდენტები - ჩვენ ეროვნული გამოცდებით ვართ ჩარიცხულები - დაგვამთავრებინეთ, არ გაგვიცხოთ, მაინც მოვალ და აქ დაგიჯდებიოაი ესეა ეს საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 გეუბნებით და არ გჯერათ - მეზობლებმა თომას მანის ტომები მისცეს მზესუმზირის გამყიდველს და იმაში ახვევენ სემიჩკას.კითხვა არა - პრასი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 (edited) განათლებით იშვიათად თუ ვინმე იქაჩება საქართველოში და ამიტომ არის ეს ყველაფერი ესე.მამას ვარდი ეჭირა და ესტაფეტას პონტში შვილს გადასცემს და ეგ არის რა. Edited November 9, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 lasha1997ნათლებით იშვიათად თუ ვინმე იქაჩება საქართველოში და ამიტომ არის ეს ყველაფერი და ვინც განათლებულია, დიდი უმრავლესობა წასულია აქედან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 და ვინც განათლებულია, დიდი უმრავლესობა წასულია აქედან... ხოდა მუქთახორები რომ მართავენ(უმეტესობა) ქვეყანას,ბავშვებსაც კარგ მაგალითს აძლევენ და ესენიც აღარ სწავლობენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 lasha1997და ვინც განათლებულია, დიდი უმრავლესობა წასულია აქედან... ეს ჩვენზეა საუბარი..?? :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 ეს ჩვენზეა საუბარი..?? რა კითხვებს სვამ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 lasha1997 ეს ჩვენზეა საუბარი..?? :givi:ძლივს არ შეგვაქო ვიღაცამ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 lasha1997განათლებით იშვიათად თუ ვინმე იქაჩება საქართველოში და ამიტომ არის ეს ყველაფერი ესე.მაგაშია საქმე, ვის უნდა აქ განათლებული, რა სტიმული უნდა ქონდეს ბავშვს ვარძელაშვილისნაირი დურაკებიშეუცვლელი მინისტრები რომ გახდებიან. სამსახურიც იშოვა და კრასავიცა ცოლი,ეტყობა ახლა მაგას თვალები რომ ქონდა წიგნის კითხვით ამოღამებული?თომას მანი პრასის სახელი გონია ალბათ ბავშვებს სახელმწიფო რა მაგალითებსაც აძლევს იქეთ იღებენ კურსს.გაუკვირდათ ახლა უსწავლელი შთამომავლობა, რაც მაგათ ლექტორები და მეცნიერები ჩარეცხესგანურჩევლად, ატკივდათ ახლა თავი. ეს 12 კლასელები იქნებიან მაგათ ბოლოს რომ მოუღებენ,აბა ნასწავლი და შეგნებული ტყვიას ვის ესვრის? ეს გაუნათლებელი ბავშვები მოუღებენ მაგათ ბოლოს, როგორც ჩვენვერ გავიმეტეთ ესენი, ისე ვერ გაიმეტებენ ესენიც ამ ბავშვებს და რა გვეშველება ჩვენ, ამის შემხედვარე,თუ არა ესენი მეტის ღირსები არიან თავიანთი მდგრადი მინისტერებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 დაზუსტდა? თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი . საუბარია იმ სკოლების დირექტორებზე, რომელთა მოსწავლეებმაც საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.აქციაში მონაწილე სკოლების დირექტორები დღეს საღამოს განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და რვავე მათგანი თანამდებობიდან დაითხოვეს.ასევე, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, განათლების მინისტრის ზეპირი მითითება მიიღეს კერძო სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა. თუ მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება და მასში მონაწილეობას კერძო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ, ასეთ სკოლებს 12 საათის ვადაში ლიცენზია შეუჩერდებათ.გარდა ამისა, მინისტრმა მკაცრი გაფრთხილება მისცა რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს, რათა მათ გააფრთხილონ სკოლების დირექტორები, რომ თუ მათი მოსწავლეების ორგანიზებით მსგავსი აქციები კიდევ ჩატარდება, ისინი თანამდებობებს დატოვებენ. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის XII კლასების მოსწავლეებმა დღეს, საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს, რის შემდეგაც განათლების სამინისტროსკენ მსვლელობა მოაწყვეს. მოსწავლეებს მხარდაჭერა ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამაც გამოუცხადა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/150395-thbilisis-8-sajaro-skolis-direqtorebi-thanamdebobidan-gaathavisufles.html რას ერჩიან ისე ამ სისტემას?...ჯერ ხო 18-19 წლის ვირები ისევ სკოლაში დადიან, მერე სკოლაში ისეთი დომხალია დედა შვილს არ აიყვანს ხელში, ვინ რას და რატო ასწავლის ვერ გაიგებ.აი მაგალითად იმ დღეს ჩემი კარის მეზობელი (სვანი) სკამის ფეხით გადაუვარდა სკოლაში - სასწავლო წლის დაწყების წინ ახალი ინგლისურის მასწავლებელი მიუღიათ, რომელმაც ბავშვებს პროგრამით გათვალისწინებულის გარდა სხვა წიგნის ყიდვაც სთხოვა, რომელიც 70 ლარი ღირდა. ეხლა თურმე ბავშვი მოსულა სკოლაში და ეს წიგნი აღარ გვჭირდება, ახალი მასწავლებელი გვყავს და სხვა გვინდა, ძველი მასწავლებელი მანდატურად გადმოვიდაო... აგერ ჩემმა ძმამ წელს დაამთავრა სკოლა და ვიცი, რომ ბოლო 2-3 წელი რამდენიმე საგანში გაკვეთილი თითქმის არ უტარდებოდა. "ჯიგარი" ახალგაზრდა მასწავლებლები ვინც იყვნენ თვითონ არ მოდიოდნენ გაკვეთილზე (ან რა იციან რომ ასწავლონ?). ჰოდა ესეთ ბავშვებს, რაღა ბავშვებს, 18-19 წლის საჯიშე მუტრუკს და ორშვილიან დედებს, უკვე მანქანა რო ყავთ და არჩევნებში ღებულობენ მონაწილეობას, მარა მაინც სკოლის მოსწავლეები არიან, რომ მოსთხოვ მე რო მასწავლებელი დაგინიშნე, აი ის, ახალგაზრდა, ჯიგარი, უცოდინარი, გაკვეთილებს რო არ გიტარებდათ იმათ საგნებში გამოცდა ჩამაბარე თორე ატესტატს არ მოგცემ და ჩაგტოვებ სკოლაშიო, გიკვირს მერე რო შეგაგინებენ? პახოდუ ბოლო წლების განმავლობაში თვითონვე ქონდათ ეგეთი სისტემა რო 9 კლასის მერე მოსწავლეს უნდა აერჩია ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მიმართულება და იმის მიხედვით მიეღო განათლება ოფიციალურად. მისაღები გამოცდებიც კი ამ პრინციპით ტარდებოდა. ჰოდა წარმოიდგინეთ ეხლა მეთორმეტე კლასელი, რომელმაც 3 წლის წინ აირჩია ჰუმანიტარული. სკოლაში გაკვეთილები არ უტარდებოდა და პრაქტიკულად ეს ბოლო სამი წელი ემზადება უნივერსიტეტში ჩასარიცხად და სწავლობს ინგლისურს, ქართულს, ისტორიას, ზოგად უნარებს, დადის რეპეტიტორებთან, ხარჯავს ბევრ ფულს, დროს და ენერგიას და ეხლა უცებ ეუბნები, ე, ჯიგარო, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ალგებრაში და ტრიგონომეტრიაში გამოცდებს თუ არ ჩამაბარებ ჩაგტოვებო. ზუსტად ეს სიტუაციაა ეხლა. მაგის დედა ვატირე კარგიც რომ იყოს რასაც აკეთებენ, ეტაპობრივად გადადი მაგ ყველაფერზე, მეექვსეკლასელ ბავშვს შეუდგინე ისეთი პროგრამა და ისეთი პირობები შეუქმენი რომ მომდევნო 6-7 წელი ყველაფერი ასწავლო, მისი მშობელი ეხლავე გააფრთხილე, რომ მისი შვილი სკოლას რო დაამთავრებს თუ ამ ყველაფერს არ ჩააბარებს ჩარჩება და მერე მოთხოვე, ბაზარი არაა. რას უშვრებით ამ ბავშვებს მაგის დედა ვატირე, ნაგავში ყრით? ამას ლაბორატორიის ვირთხას არ აკადრებს დაჟე უთავმოყვარეო და ავანტიურისტი ექიმი. მაგრად მეცოდება ეს თაობა რა, წელიწადში 4-ჯერ სასწავლო პროგრამა კი არა განათლების სისტემას უცვლიან ვაბშე, თან თავზე ძაღლობა და კამერები დაადგეს და იქეთ ლანძღავენ ეხლა, გაუნათლებლებს და ნაგლებს ეძახიან. მიეცი განათლება რო განათლებული იყოს??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 (edited) ახლა როგორ არის არ ვიცი, მაგრამ ორი წლის წინ იყო მე მგონი, სამ-სამი თვე სწავლობდნენ ბავშვები სკოლაში ქიმია. ფიზიკას და ა.შ.სამი თვე ქიმია, სამი თვე ფიზიკა...ჩემ დისშვილს ვკითხე, ქიმიას როგორ სწავლობ მეთქი, და, წელს არ მომიწია სწავლამო, არ გვქონდა საერთოდ ქიმიაო... თან სჭირდებოდა... ახლა კიდევ, მანდატურები შემოიღესო და სკოლის ეზოში არ გვიშვებენო... და ხმამაღლა ლაპარაკს და სიცილს გვიშლიანო... მასწავლებელმა ფიზკულტურაზე ეზოში ჩაგვიყვანა ბოვშებიო, შევიდა მანდატური კლასში და არავინ დახვდაო, და ეგრევე ელვა დეპეშა აფრინა თბილისშიო... ძლივს გადარჩა მასწავლებელი მოხსნასო... მოკლედ, ერთობიან... დონე დაბალია ცოდნის, იმიტომ რომ სწავლის დონეა დაბალი... ჩემმა დამ მოამზადა (სად ჰქონდათ რეპეტიტორის ფული... იმიჯზე არ არის საუბარი ) ბავშვი იმიტომ, რომ სკოლაში მაგალითად ქიმია ბოლო კლასებში არ ასწავლეს... ყველამ სიმღერა/ცეკვა აირჩიაო.. თუმცა მერე, გამოცდების დროს დაწერილი რომ ვნახე ჩემი დისშვილის, დასაჭერია ის რეპეტიტორი ჩაბარებით კი ჩააბარა მაინც Edited November 10, 2010 by georgekh13 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 მეექვსე კლასიდან არ გვისწავლია არაფერი და გამოცდები მოგვიხსენითო მეექვსე კლასიდან 2003 წლის ოქროს ხანა არაა? მა რეფორმები გატარდაო ესაო, ისაო ისე ამას რატომ არ უკვირდებიან , რომ განათლების დონის დაცემა დიდი ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა . ნეტა რატომ? :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ioio Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 lasha_aloსე ამას რატომ არ უკვირდებიან , რომ განათლების დონის დაცემა დიდი ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდაკარგი რა ლაშა რა. 89-90 წლიდან უკან-უკან მიდიოდა განათლების საქმე. ზუსტად მაშინ 80-იანების ბოლოს და 90-იანებში სკოლადამთავრებულები მიდიან ეხლა სკოლებში მასწავლებლად და უმეტესობაზე ქართული ანდაზა მახსენდება -"ყვავს რა ჰქონდა- ბუს გაჰქონდაო". თვითონ წესიერად არ უსწავლიათ და სხვას რა უნდა ასწავლონ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.