lasha_alo Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 მოკლედ რა :დამ იაქშკინმა საერთოდ აიწყვიტა ნეთგაზეთთან საბრისას, #149 საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია გიორგაძემ განაცხადა, რომ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იყო დაბარებული მოსწავლეების გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ვის შეხვდა გიორგაძე სამინისტროში და რა საკითხებზე ისაუბრეს მათ? - ეს შეკითხვები ნეტგაზეთმა 149-ე საჯარო სკოლის დირექტორს დაუსვა. ქალატონო მაია, იყავით დღეს სამინისტროში? კი, ვიყავი. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დირექტორებს, რომლებიც სამინისტროში იყვნენ, თან ჰქონდათ მოსწავლეებისა და მშობლების ახსნა-განმარტებითი განცხადებები, თუ რატომ გააცდინეს მოსწავლეებმა გუშინ სკოლა. თქვენ რა დოკუმენტაცია მიიტანეთ სამინისტროში? მე მივიტანე ჟურნალის გვერდების ასლი, სადაც დაფიქსირებული მქონდა, ვინ ესწრებოდა გაკვეთილებს და ვინ – არა. ვინც არ ესწრებოდა, ამაზე იმავე დღეს იყო დამრიგებლისგან რეაგირება. შევამოწმეთ, რომ ბავშვები ნამდვილად იყვნენ სახლში, ყოველ შემთხვევაში, სადაც იყვნენ და როგორც იყვნენ, მშობლებმა იცოდნენ. ამიტომ მოვითხოვეთ მშობლებისგან ახსნა-განმარტება, რომ ჰქონოდა ამას ოფიციალური სახე და წავიღე ეს სამინისტროში. სამინისტროში პირადად ვის შეხვდით? გენინსპექციას. ირაკლი ანდრიაშვილს, სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს? დიახ. მოგთხოვათ მან, რომ ხელი მოგეწერათ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც თქვენ დატოვებდით თანამდებობას? იცით რა, იყო? – ასეთი რაღაც, რახან მოსწავლეებმა აქციაში მონაწილეობა მიიღეს, ასეთი დირექტორები არ უნდა მუშაობდნენ თანამდებობაზეო. სხვა რომელი სკოლების დირექტორები იყვნენ? არ ვიცი, მე მარტო შევედი. კიდევ თუ დაგიბარეს? არა. ანუ თქვენ უარი თქვით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერაზე? მათი მხრიდან რაიმე დაძალება ან კამათი ამის თაობაზე არ ყოფილა? იცით, ახლა გენინსპექცია როგორ მოიქცევა, ამაზე ყველამ თავად უნდა გააკეთოს დასკვნა. რას გულისხმობთ? რა ვიცი, შემდეგი ქმედებები რა იქნება, ვნახავთ, გამოჩნდება. დღეს რა იყო, ამაზე გეკითხებით? დღეს იყო ის, რომ მე ვამტკიცებდი და მივიტანე დოკუმენტები, რომ ჩემი მოსწავლეები არ ყოფილან აქციაზე. თუ დაიჯერეს მათ ეს? არა, არ დაიჯერეს. თუ არ დაგიჯერეს, მაშინ არ მოგთხოვეს, რომ დაგეტოვებინათ თანამდებობა? კი, მითხრეს, მაგრამ მე უბრალოდ ჩემს პოზიციაზე ვარ. ამას თქვენი აზრით არ მოყვება გაგრძელება? ალბათ, ვნახოთ… ქალბატონო მაია, თქვენ გუშინაც იყავით სამინისტროში და დღესაც, რატომ მიხვედით? გუშინ შეუძლოდ გავხდი და გამოვედი. დამირეკეს და დამიბარეს. რისთვის გიბარებდნენ? რა გითხრეს? რას ფიქრობ? რა გადაწყვეტილებას ღებულობ? მოსწავლეები რომ იყვნენ აქციაზე წასული და მე ვუმტკიცებ რომ არ იყვნენ, მაინც არ იშლიდნენ და მეკითხებოდნენ, რა გადაწყვეტილებას ღებულობო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 მამიდაჩემის მონაყოლი მახსენდება ამას რომ ვკითხულობ23 სკოლის მასწავლებელი იყო ბავშვებმა პროკლამაციები რომ გავრცელეს კომუნისტების საწინააღმდეგოდ ( ჩვენ მაშინ საქართველოში არ ვცხოვრობდით და დეტალურად არ ვიცი)სკოლაში მომადგაო შავი "ვოლგა" წამიყვანეს კგბ-ში, მკითხავდნენ რამოდენიმე საათი, ხელწერილიც დამაწერინეს - არაფერი რომ არ ვიცოდიო. მერე მითხრეს - ტავისუფალი ხართო, გავედი დერეფანში და არ ვიცი სად წავიდეო, დაღამდაო, დერეფანში კაციშვილი არ იყო, უკან შვებრუნდი და დავუცაცხანეო - როგორც მომათრიეთ აქ ისე წამიყვანეთ ეხლავე სახლშიოთქვენ წარმოიდგინეთ და მიაბრძანეს შინ.ირა მამიდა ძალიან მაგარი ქალი იყო, ძალიან ძნელი იყო მისი შეშინებაამ ქალბატონის მონაყოლმა გამახსენა ეს ამბავი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 დავწერო რომ მიხარია? ტუ ისედაც ხვდებიტ და თქვენც აგრეთვე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 ბ-ოოოოო-ლლლლოოომ დდეეეე :018: ავადმყოფი ლოგინი და უცენზურო სიტყვა :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 დირეხტორები მოიხსნას, მავნებლები, ფარული შეთქმულების დამგეგმავები, მასწავლებლები დაიჭირონ როგორც ხალხის მტრების აღმზრდელები, ცოლები გადასახლდნენ იჯარით აღებულ ციმბირში(ციმბირში სასწრაფოდ გამოგვიყონ ფასიანი პარკირების ადგილი ხალხის მტრებისტვის).ბავშვებს კონფისკაცია ძვირიანი წიგნების ჩამორთმევით და პატრიოტთა ბანაკებში შრომა-გამასწორებელი სამუშაოები სასტუმროების მშენებლობაში. ხო, ჩამორთმეული წიგნები უფასოდ დაურიგდეს შაშკინს, ვერონიკას, ვარძელაშვილს და მათ კოლეგა მინისტრებს, სწავლის შემდგომი გაგრძელება დასრულებისთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 აუფ ფრიდრიხ პლანეტელს რამდენი სამუშაო გამოუჩნდება და რამდენ კარგ სურათს დადებს ამ ფორუმზე წარმომიდგენია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 lasha_aloცრუობს აბა რას შვება?ღამე მივარდნენ ეს დირქტორები სამინისტროში თმების პუტვით და თავში ხელების ბრაგუნით, ტან ყვიროდნენ "მია კულპა" და იმავე ღამეს სასწრაფოდ შეიკრიბა სკოლების სამეურვეო საბჭოები და დაუკმაყოფილეს თხოვნები?წარმოიდგინეთ ერთი წამით ესეთი სურათი - გჯერად ეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 (edited) თბილისის ყველა საჯარო სკოლის დირექტორი პოლიციის განყოფილებებში დაიბარეს, სადაც მათ მე-12 კლასელების შესახებ ახსნა-განმარტებებს ჩამოართმევენ და საეჭვო მოსწავლეებს პოლიციაში აღრიცხვაზე აიყვანენ. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” თბილისის რამდენიმე სკოლიდან აცნობეს. სკოლის პედაგოგების განმარტებით, სასწავლო დაწესებულებების დირექტორებთან დილიდან უცნობი ადამიანები იმყოფებიან და მე-12 კლასელების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ. ამავდროულად დასტურდება ფაქტი, რომ დღეს 8 სკოლის დირექტორი პოლიტიკური მოტივით იქნა გათავისუფლებული. კერძოდ, რვავე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ცნობილ აქციაში მონაწილეობდა. ამასთან “ექსპრესნიუსს” პედაგოგებმა აცნობეს, რომ მანდატურებს დაევალათ სკოლებში შემსვლელი ყველა უცხო პირის საგანგებოდ შემოწმება. http://www.epn.ge/?p=31690 პ.ს. მეორე ადმინს ძინავს ეტყობა... :givi: Edited November 10, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 პ.ს. მეორე ადმინს ძინავს ეტყობა.აპირებს :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 დღეს იმდე3ნჯერ ვახსენე ეს შაშკინი რომ უკვე ენერგია დამეხარჯა. ისე კი ყველაფრის ტავი მიხოს ხუსტურებია კიდევ კარგი დირექტორთა კონკურსზე არ გავედი აი რომ გამემარჯვა ხართ დარწმუნებული რომ ასეთი მოთხოვნის წამომყენებელს თავზე არ დავამხობდი თავის კაბინეტში მდებარე რაიმე მძიმე ნივთს?! :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 lasha_aloკიდევ კარგი დირექტორთა კონკურსზე არ გავედი აი რომ გამემარჯვა ხართ დარწმუნებული რომ ასეთი მოთხოვნის წამომყენებელს თავზე არ დავამხობდი თავის კაბინეტში მდებარე რაიმე მძიმე ნივთს?! დაგემხო მერე.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 lasha_aloრატომ არ გახვედი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 რამდენს ბედავენ ეგ ძაღლი დირექტორები?! ყველა გასაშვებია სამსახურიდან ვინც სკოლის მოსწავლეს ვერ გააჩერებს სლკოლაში და რამეს გააპროტესტებს.. ამ ქვეყანაში უნდ ამორცეს პროტესტი და სიბნელე!!! უკვდავი პარტია მარად ხუთიანია!!!! ვისაც ნაც-მOზრაობა არ ევასება ყველას დუბინკა და ტყვია შუბლში!!!! თქვე მოღალატეეებო რუსეთის აგენტებOI!!!! არ გინდოდათ რძე და ყველი ახლა მიიღეთ "დუბინკა" თავში. ეს ნაძირალები ნახეთ რა პროტესტი მოუნდათ!!!! იჯექიტ სახლში და ტქვენი ფხაკუნი არ გავიგო თორემ დაბდუნდებით შევარდაძის პერიოდში მშIას გარეშე!!!!!უნამუსოებო! მადლობის მაგივრად პროტესტს ბედავთ????!!!! ავე მიშა!!! პ.ს. ისე მართლა საჭიროა რუსეთი წმაოვიდეს გამოფხილზდება ხალხიც, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 დღეს იმდე3ნჯერ ვახსენე ეს შაშკინი რომ უკვე ენერგია დამეხარჯა. ისე კი ყველაფრის ტავი მიხოს ხუსტურებია კიდევ კარგი დირექტორთა კონკურსზე არ გავედი აი რომ გამემარჯვა ხართ დარწმუნებული რომ ასეთი მოთხოვნის წამომყენებელს თავზე არ დავამხობდი თავის კაბინეტში მდებარე რაიმე მძიმე ნივთს?! :TAT: დიდი ეჭვი მეპარება, თუკი იმით ვიმსჯელებ როგორ ობიექტურად მოდერატორობდი ფორუმ.ჯე ზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.