newstudio Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 (edited) საპროტესტო აქციის მონაწილე XII კლასელები განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრას ითხოვენ . ამ დროისთვის ასეულობით XII კლასელი განათლების სამინისტროსთან არის შეკრებილი და სკანდირებენ "ჩამოდი, ჩამოდი". აღნიშნული მოწოდებით, ისინი დიმიტრი შაშკინთან შეხვედრას და მისთვის საატესტატო გამოცდების გაუქმების აუცილებლობაზე გასაუბრებას ითხოვენ. ამ დროისთვის განათლების სამინისტროდან აქციის მონაწილეებს არავინ შეხმიანებია. სამინისტროსთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც ცდილობენ, სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა არ შეფერხდეს. ერთ-ერთ პოლიციელსა და სკოლის მოსწავლეებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა, რომელიც აქციაზე მყოფმა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა განმუხტა.თბილისის რამდენიმე სკოლის მე-12 კალსის მოსწავლეები საატესტატო გამოცდის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავენ. აქცია პარლამენტთან დაიწყო, რის შემდეგაც განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/150336-saprotesto-aqciis-monatsileebi-dimitri-shashkinthan-shekhvedras-ithkhoven.html პ.ს. გეუბნებით...იქიდანაა დავალება, ააბუნტეთ ხალხიო... Edited November 9, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 (edited) სკანდირებენ "ჩამოდი, ჩამოდი"პროგრესია. ადრე "წადი, წადი" -ს ყვიროდნენ ან "მოვდივარ"-ს Edited November 9, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტების..და რა ეპროტესტებათ,არ იციან ალბათ,კონტრუქციულმა იკაკომ "წარმატებული" დიალოგი ,რომ დაიწყო.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 newstudioსაპროტესტო აქციის მონაწილე XII კლასელები განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრას ითხოვენ რა ემიტინგებათ წავიდნენ წიგნი წაიკითხონ სად მეცალა აბიტურუენტობის დროს მიტინგებზე სარბენად...მაგატმა ჩამოდი ჩამოდი იძახონ და გამოცდებს გრეჩიხა ჩაუბარებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 პ.ს. გეუბნებით...იქიდანაა დავალება, ააბუნტეთ ხალხიო... newstudioსაიდან, იქიდან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 ბევრ გამოცდას აპროტესტებენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 (edited) 4 გამოცდის ნაცვლად 8 გამოცდა გაუხადეს,ისიც ტესტირება კომპიუტერზე ინტერნეტით მოწოდებულ კითხვებზე, საერთო ბაზიდან.რაღაც სიახლეს ნერგავენ და ბავშვებს ცხადია ეშინიათ მოულოდნელობის. ადრე რომ იყო წერა და ზეპირიისე აღარაა. შევა გამოცდაზე კომპს მიუჯდება და ნახევარ საათში პასუხები უნდა გასცეს, ზედამხედველად ტბილისში მომზადებული, ტრენინგებ გავლილი ადამიანები იქნებიან, არც ნაცნობი პედაგოგი და არც დირეხტორი.თან მეეჭვება სოფლებში ყველამ იცოდეს კომპის მოხმარება, ქალაქში კიდევ არა უშავს, ბავშვები მაინც უფრო განვითარებულები არიან, მაგრამ ეს ოხერი კომპი ყველას ხომ არ აქვს, მაუსის მოხმარებასაც ხომ გამოცდილება ჭირდება. რე ვიცი, ასე მოუმზადებლად რა გამოვა, საბოლოოდ სამინისტროშიც არ არის დადგენილი ტექნიკური დეტალები....თან ნიშნების გაფუჭება არ უნდათ ალბათ....მე ასე მგონია, რომ უფრო მეტად გაუგებრობას და შიშს აქვს ადგილი Edited November 9, 2010 by Marta1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 kisaსაიდან, იქიდან?ვიცი და არ გეუბნები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 (edited) Marta14 გამოცდის ნაცვლად 8 გამოცდა გაუხადეს, ეს სკოლებში ამბობ არა და მიღებული ნიშნებით,ანუ ატესტატის მიხედვით ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში თუ ............? კისა სადა ხარ და შენ გეცოდინება. Edited November 9, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 lasha1997ეს სკოლებში ამბობ არა და მიღებული ნიშნებით,ანუ ატესტატის მიხედვით ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში თუ ............?სკოლებში კი,ატესტატის მიხედვით ჩაირიცხებიან თუ არა? არ ვიცი, მომავალში ალბად კი, ქულების მიხედვით შეარჩევენ უმაღლესს,როგორც საზღვარგარეთაა. წელს არა მგონია მასე იყოს, თუმცა რა ვიცი რა დაარტყავთ თავში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 Marta1მე ასე მგონია, რომ უფრო მეტად გაუგებრობას და შიშს აქვს ადგილიხოდა ახსნას განათლების სამინისტრომ წესიერად... რას მიკეთებენ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 newstudioხოდა ახსნას განათლების სამინისტრომ წესიერად... რას მიკეთებენ?! რა ვი აბა,მაგ ახსნაშიც გრანტები უნდათ ალბათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 (edited) Marta1 ჩემს დროს, მე მგონი რვა თუ ცხრა გამოცდას ვაბარებდით და რას აპროტესტებენ მაინც ვერ გავიგე? ოთხნახევრიანი ატესტატი მქონდა.სამი ოთხიანით და პირველივე წელს ვდურთე თავი ინსტიტუტში. უფულოდ. ეხ,კარგი ბავშვი ვიყავი და მერე ავიწყვიტე. Edited November 9, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 lasha1997ჩემს დროს, მე მგონი რვა თუ ცხრა გამოცდას ვაბარებდით და რას აპროტესტებენ მაინც ვერ გავიგე? ოთხნახევრიანი ატესტატი მქონდა.სამი ოთხიანით და პირველივე წელს ვდურთე თავი ინსტიტუტში.უფულოდ. ასე იყო ჩემს დროსაც, გამოცდებიდან გამოცდებზე, პირველივე წელს მოუმზადებლად ჩავაბარე უნივერსიტეტში.ახლანდელი ბავშვები უფრო სხვანაირები არიან, რასაც უყურებენ იმას იმეორებენ, მიტინგებიოპოზიციამ დააგვიანა და ჰე, ცვლა მოდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 8 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლესნოემბერი 9, 2010 დაუზუსტებელი ინფორმაციით, იმ რვა საჯარო სკოლის დირექტორი, რომელთა მოსწავლეებიც დღეს საატესტატო გამოცდების მოხსნის მოთხოვნით გამოვიდნენ აქციაზე, განთავისუფლებულნი არიან.სკოლის დირექტორები საღამოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურ ინსპექციის სამსახურის უფროსთან დაიბარეს და თანამდებობები დაატოვებინეს.ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, მინისტრის ზეპირი ბრძანებით, 12 საათის განმავლობაში ყველა იმ კერძო სკოლას გაუქმდება ლიცენზია, რომელთა მოსწავლეებიც საპროტესტო აქციებზე გამოვლენ.ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელებმა სამინისტროსგან მიიღეს მითითება, რომ ყველა იმ სკოლის დირექტორს, რომელთა მოწავლეებიც საპროტესტო აქციებზე საატესტატო გამოცდების მოხსნის მოთხოვნით გამოვლენ, დაკავებულ თანამდებობას დატოვებენ.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სმაინისტრო ამ ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. http://www.onlinenews.ge/index.php?id=4210&lang=geo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.