planetanews Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/new_europe-150x29.jpg ნატალია შეპოვალოვა, კატერინა ზარემბო რუსეთი, რომელსაც ხშირად ავტორიტარული რეჟიმების მფარველად მიიჩნევენ, დღეს მოულოდნელად დემოკრატიის აქტიურ მხარდამჭერად მოგვევლინა. საქართველოსა და უკრაინაში მოქმედი პროდასავლური რეჟიმების შერყევის მრავალწიანი მცდელობებისა და ავტორიტარული ბელორუსის ხანგრძლივი მხარდაჭერის მიუხედავად, მოსკოვი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ავტორიტარულმა რეჟიმებმაც შეიძლება დაკარგონ მისი მხარდაჭერა, თუკი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკას აწარმოებენ. ერთი ტიპის რეჟიმების მხარდაჭერა მოსკოვის თვითმიზანი არ არის. რუსეთი ხან ავტოკრატიის მომხრეა, ხანაც დემოკრატიის – მისთვის ეს მხოლოდ ხერხია გავლენის შენარჩუნებისთვის სუსტ მეზობლებზე. მოსკოვის ურთიერთობა ბელორუსთან (წარსულში „რუსეთის ყველაზე მოძმე რესპუბლიკასთან) 2004 წლიდან ძალიან დაბალ ნიშნულზეა – მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ ბელორუსისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა, რათა ლუკაშენკო იძულებული გამხდარიყო რუსეთისთვის სატრანზიტო მონოპოლისტი–კომპანია მიეყიდა. 2006, 2008 და 2010 წლებში ენერგეტიკული ომები მეორდებოდა და გაზით მომარაგებაში კვლავ შეფერხებები იყო. თავის მხრივ, ლუკაშენკომ საბაჟო კავშირში შესვლა გადადო და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, 2009 წელს რუსეთს და ბელორუსს შორის გაჩაღებული „ხორცსა და რძის ნაწარმზე ომის“ დროს ლუკაშენკომ კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაციის სამიტი, რომელსაც მოსკოვი ხელმძღვანელობდა, არად ჩააგდო და ევროკავშირთან დაახლოების გზების ძიებას შეუდგა. ამას ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაფართოვების მიზნით ევროპულ–ბელორუსული ძალისხმევა მოჰყვა, მხარეებმა დიალოგის დაწყება სცადეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ბელორუსი მაღალჩინოსნებისთვის ევროპაში მოგზაურობაზე აკრძალვა გაუქმდა. ლუკაშენკოს მცდელობამ მოსკოვი მოეტყუებინა და მისმა პროდასავლურმა პოზიციამ კრემლი სერიოზულად განარისხა. ვიდრე ლუკაშენკო მოსკოვის უახლოეს მოკავშირედ ითვლებოდა, რუსეთი მხარს უჭერდა მის რეჟიმს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზირისით. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან დამოუკიდებლად მოქმედება სცადა, რუსეთი მისი ხელისუფლების შესუსტებას შეეცადა და ამ ქვეყნის დემოკრატიზაციაში საკუთარი წვლილის შეტანა დაიწყო. მოსკოვის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ ბელორუსში მოახლოებულ არჩევნებზე რუსეთმა პირველად შეიძლება მიაპყროს ყურადღება ხმის მიცემის პროცესში დემოკრატიული ნორმების დარღვევას. ასევე, რუსი პოლიტიკოსები ბელორუსის ოპოზიციას ხვდებიან, ხოლო მოსკოვმა, არსებული ჭორების თანახმად, ადგილზე ლუკაშენკოს საწინააღმდეგო და სამოქალაქო უფლებების დამცველი კამპანიების დაფნანსება დაიწყო. ივლისში „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი ტელეარხის „ენტევე“–ს ეთერში რამდენიმე ფილმი გავიდა, რაც ბელორუსის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მკვლელობას მიეძღვნა. ამის შემდეგ ქუჩაში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა. გარდა ამისა, რუსეთმა დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობაში დაადანაშაულა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი, რომელმაც მოსკოვის რისხვა მაშინ დაიმსახურა, როდესაც ქვეყანაში ამერიკული ბაზის დახურვაზე უარი თქვა, მანამდე კი მოსკოვს ფინანსური დახმარების სახით 450 მილიონი დოლარი გამოართვა. 2010 წლის აპრილში დაწყებული აჯანყების წინ, რომელმაც ბაკიევის რეჟიმი დაამხო, რუსულენოვანმა ტელეარხებმა და ინტერნეტ გვერდებმა ყირგიზეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს და მას დამნაშავედ მოიხსენიებდნენ. რუსეთი ყირგიზეთის ოპოზიციასაც ეფლირტავებოდა. 2010 წლის მარტში, რუსეთის პარლამენტის წევრი სერგეი მირონოვი, იმ დროს ოპოზიციის ლიდერს როზა ოტუნბაევას შეხვდა. გადატრიალების შემდეგ მედვედევმა დროებით მთავრობას პირდაპირი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოსთხოვა და განაცხადა, რომ ეს თანამშრომლობის წინაპირობა გახდებოდა. ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგს განაგრძობდა. როდესაც პარლამენტის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, კრემლმა მომავალ მთავრობაზე გავლენის განმტკიცების მიზნით, რამდენიმე სხვადასხვა პარტიას დაუჭირა მხარი. რუსეთი ანალოგიურად ფიქრობს მოსკოვის კიდევ ერთ მტერზე. მას მიაჩნია, რომ პროდემოკრატიული ტაქტიკა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაც იმუშავებს. რუსეთის ხელისუფლება დღეს ქართულ ოპოზიციასთან კავშირებს ანვითარებს. მეტიც, საქართველოსთვის დასავლური დახმარების შემცირების ფონზე, რუსეთს ქართული ეკონომიკის რთულ დღეებში მისი საკვანძო პარტნიორის როლში გამოსვლა სურს. თუმცა, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ რუსეთისთვის დემოკრატიზაცია თვითმიზანია. დემოკრატიული პროცედურები მას შესაძლოა ისეთ შემთხვევებში გამოადგეს, როდესაც ისინი არაკეთილგანწყობილი რეჟიმების, კეთილგანწყობილი და მორჩილი მთავრობებით შეცვლაში ეხმარება. დასავლეთის პოლიტიკის არათანმიმდევრული და მერყევი ხასიათი რუსეთს შესაძლებლობას აძლევს დემოკრატიული დისკურსი საკუთარი სტრატეგიული მიზნებისთის გამოიყენოს და დემოკრატიზაცია რეგიონში საკუთარი გავლენის გაზრდის ბერკეტად აქციოს. ასეთი სცენარის პირობებში, რუსეთის ქმედებათა ლეგიტიმურობაზე დავა გართულდება. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპა ბედის ანაბარა არ დატოვოს. რეგიონის შემოგარენში ავტორიტარული ტენდენციების ფონზე, ევროპამ მის იქ ყოფნაზე, დემოკრატიის მხარდაჭერასა და დემოკრატიული ინსტიტუტების (მათ შორის სამართლიანი არჩევენების, კანონიერებისა და სამოქალაქო განათლების) განმტკიცებაზე უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს და დემოკრატიის ხარვეზები უნდა დაგმოს. თუკი დასავლეთი უკან დაიხევს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ რეგიონის დემოკრატიზაციაზე დახარჯული ყველა რესურსი და ძალისხმევა, ფუჭი აღმოჩნდა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts