planetanews Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/axvlediani-150x131.jpgოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეორე არხისთვის 4 მილიონი უნდა გამოიყოს, რომ ტელევიზიამ საქართველოს რეგიონების მასშტაბით ნორმალურად იმაუწყებლოს. როგორც პარლამენტის ორი კომიტეტის – ევროპასთან ინტეგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ახვლედიანმა განაცხადა, სახელმწიფოს მიდგომა იქნებოდა თუ არხისთვის აღნიშნული თანხა გამოიყოფოდა. ახვლედიანმა მესამე არხთან დაკავშირებითაც დასვა შეკითხვა და იკითხა, რისთვის არის გათვალისწინებული 13.3 მილონი ლარი და რას მოხმარდება ეს თანხა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა ახვლედიანს განუმარტა, რომ ეს თანხა პირველი კავკასიური არხის ფუნქციონირებას მოხმარდება, კერძოდ, მის პირველად აღჭურვას და მიმდინარე ხარჯებს. კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურმა განმარტა, რომ პირველი კავკასიური უმნიშვნელოვანესი პროექტია. „ეს არის პრიორიტეტული და პოლიტიკური საკითხი“ – აღნიშნა წიკლაურმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts