planetanews Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/193-150x150.jpgსოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს საჯარო აუქციონს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით შვიდ ლოტად. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ვაჭრობის პროცესში მაქსიმალური ფასის შეთავაზება. აუქციონი 17 ნოემბერს, 15.00 საათზე გაიმართება. ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს განაცხადების მიღების პერიოდში, ყოველდღე (უქმე ან/და არასამუშაო დღეების გარდა) 10.00-დან 18.00 საათამდე წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts