planetanews Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს სკოლაში ახსნა-განმარტებითი განცხადება დააწერინეს ყველა იმ მოსწავლეს, რომელიც გუშინ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. სკოლის ადმინისტრაციამ მათგან მოითხოვა წერილობითი განმარტებები, თუ რატომ გააცდინეს გუშინ სკოლა. ,,დავწერე, რომ გუშინ მეგობრებთან ერთად ვიყავი მიტინგზე. ზოგმა თავი იმართლა, მაგრამ მე არ ვაპირებ თავის მართლებას. მე ჩემი აზრის დასაფიქსირებლად ვიყავი იქ. ბევრჯერ გაგვიცდენია სკოლა, მაგრამ ახსნა–განმარტებითი განცხადება არასდროს დაგვიწერია, გუშინდელმა ფაქტმა გამოიწვია ეს ყველაფერი’’. საჯარო სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ თითოელი სკოლიდან ორ-ორი მოსწავლისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი დღეს ან ხვალ შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე გადაწყვეტენ, თუ როდის და სად გამართონ შემდეგი აქცია. მოსწავლეები ისევ თავს იკავებენ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისგან და დახმარებას მოძრაობა არა-ს თხოვენ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts