polter Posted March 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2008 ტუბერკულოზი ინფექციური, გადამდები დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზური მიკრობაქტერია (კოკის ჩხირი) იწვევს. არსებობს ადამიანის, ხარის, ფრინველისა და სხვა ტიპის ტუბერკულოზის მიკრობაქტერიები. ორგანიზმში მათი მოხვედრის შედეგად შეიძლება განვითარდეს ფილტვის და და სხვა ორგანოების ტუბერკულოზი. ფილტვის ტუბერკულოზს ეკუთვნის შემდეგი ფორმები: პირველადი ტუბერკულოზური კომპლექსი, ბრონქოადენიტი, დისემინირებული, კეროვანი, ინფილტრაციული ტუბერკულოზი, კავერნული, ფიბროზულ-კავერნული, ციროზული ტუბერკულოზი და პლევრიტი. ფილტვგარეშე ტუბერკულოზს ეკუთვნის შემდეგი ფორმები: პირველადი ტუბერკულოზური ფორმები, ბრონქოადენიტი, დისემინირებული, ფიბროზულ-კავერნული, ციროზული ტუბერკულოზი და პლევრიტი. ფილტვგარეშე ტუბერკულოზს ეკუთვნის ტუბერკულოზური მენინგიტი, ნაწლავის, მუცლის ფარის, ჯორჯლის ლიმფური კვანძების, ძვალ-სახსრის, შარდ-სასქესო ორგანოების, კანის, პერიფერიული ლიმფური კვანძების და თვალის ტუბერკულოზი. თითოეულ ზემოაღნიშნულ ფორმას თავისებური მიმდინარეობა და სიმპტომები ახასიათებს. შემთხვევათა 85-90%-ში ტუბერკულოზის მიკრობაქტერიები ორგანიზმში სასუნთქი გზების საშუალებით შეიჭრებიან. მაგალითად, ჰაეროვან-მტვრიანი, როდესაც ჰაერი მტვერთან ერთად შეიცავს ბაცილებს, ანდა ჰაეროვან-წვეთოვანი გზით. ამ დროს ბაცილგამომყოფი ავადმყოფი ხმამაღლა ლაპარაკის, ხველების, სიცილის, ცხვირის დაცემინებისა და სიმღერის დროს გამოყოფს თვალით შეუმჩნეველ წვეთებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ტუბერკულოზურ ბაცილებს. ინფიცირება ხდება ამ წვეთების შესუნთქვის შედეგად. სასუნთქი გზებით ორგანიზმში შეჭრილი ინფექცია მეტწილად ფილტვების ტუბერკულოზს იწვევს. ტუბერკულოზური ინფექციის შეჭრის მეორე გზას წარმოადგენს ალიმენტური, ანუ კუჭ-ნაწლავის გზა. ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა საკვები პროდუქტი შეიცავს ბაცილებს, უხშირესად უმი რძე და მისი ნაწარმი. რძე პასტერიზებულიც კი აუცილებლად კარგად უნდა ადუღდეს. ძალიან მჭლე ხორცი არ უნდა დაიშვას გასაყიდად. იშვიათად ტუბერკულოზური ინფექცია ორგანიზმში შეიჭრება კანის და ლორწოვანი გარსის საშუალებით, როდესაც ისინი დაზიანებულია. მაგალითად, ასე შეიძლება დაავადდეს ყასაბი და პროზექტურაში მომუშვე, თუ მათ მუშაობის დროს გაიჭრეს ხელი. ტუბერკულოზით დაავადების განვითარებას ხელს უწყობს არა მარტო შეჭრილი ინფექცია, არამედ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, მისი ბრძოლის უნარი და გამძლეობა. ორგანიზმის ბრძოლის უნარის დაქვეითებას - შეცვლას მრავალი სხვადასხვა მიზეზი იწვევს. ძირითადი მნიშვნელობა აქვს ყოფა-ცხოვრების ცუდ პირობებს, ბაცილგამომყოფ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტს - კავშირს. მნიშვნელობა აქვს ოჯახურ, ცოლ-ქმრულ და პროფესიულ-საწარმოო კონტაქტს. ზოგიერთი დაავადება (წითელა, გრიპი, შაქრიანი დიაბეტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნერვული და ფსიქიკური დაავადებები, პნევმოკონიოზები - ფილტვის დამტვერიანება და სხვა) აქვეითებს ორგანიზმის საერთო ბრძოლის უნარს, გამძლეობას, რის გამოც შეიძლება განვითარდეს ტუბერკულოზი. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ფსიქიკურ ტრამვას - განცდებს (ოჯახის წევრის გარდაცვალება და სხვა), მორალურ-ზნეობრივ დაცემას, განსაკუთრებით აღსანიშნავია მავნე ჩვევები - თამბაქოს წევა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე ტემპერატურის და ამინდის ცვალებადობა, ნაწილობრივ ამასთან არის დაკავშირებული გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტუბერკულოზური პროცესის გამწვანება და გამოვლინება. გადაჭარბებული მზის აბაზანები ანდა სხეულის გაციება (დიდ წვიმაში, ქარში ყოფნა) ასევე ხელს უწყობს პროცესის განვითარებას. მნიშვნელობა აქვს კვებას, დროულად მიღებულ საკვებს, რომელიც მდიდარი უნდა იყოს ცხოველური ცილებით და ვიტამინებით. ზოგჯერ დაავადება ვლინდება ორსულობის პირველ პერიოდში (3 თვემდე), ანდა მშობიარობის შემდეგ. დიდი დოზებით და ხანგრძლივად მიღებულ კორტკოსტეროიდულ ჰორმონებს (პრედნიზოლონს, დექსამეტაზონს და სხვა), რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების (ბრონქული ასთმა, ღვიძლის ციროზი, რევმატიზმი და სხვა) მკურნალობის მიზნით, შეუძლიათ ხელი შეუწყონ ტუბერკულიოზის გამოვლინებას და გამწვავებას. ასეთ პროცესებს სტეროიდულ ტუბერკულოზს უწოდებენ. ტუბერკულოზის კლინიკური მიმდინარეობა მრავალფეროვანია. იმ შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფი სუსტად გრძნობს თავს, ადვილად იღლება, ღამე ოფლიანობს, აქვს უმადობა, გაძნელებული სუნთქვა, აჩქარებული გულის ძგერა, ტკივილი გვერდის მიდამოში, ხველა, ზოგჯერ ნახველის გამოყოფით, სისხლის ამოხველება ან ფილტვებიდან სისხლდენა, ტემპერატურა 37,2-37,5 ან 38-ზე მეტი. ფილტვში საეჭვო ანდა აშკარად გამოხატული ცვლილების დროს, რომელიც ახასიათებს ფილტვის ტუბერკულიოზის სხვადასხვა ფორმას, თერაპევტი გააგზავნის ავადმყოფს იმავე უბნის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დიპანსერში, სადაც უკვე ექიმი ფთიზიატრო მას სრულყოფილ გამოკვლევას ჩაუტარებს. ნახველს ტუბერკულოზურ მიკრობაქტერიებზე, გულმკერდის რენტგენოგრაფიას, ტომოგრაფიას (ფილტვის შრეების მიხედვით გამოკვლევას), ტუბერკულინოდიაგნოსტიკას - მანტუს სინჯს და სხვა. თუ ტუბერკულოზი დადგინდება, მაშინ ავადმყოფს აიყვანენ დისპანსერულ აღრიცხვაზე და სათანადო მკურნალობას ჩაუტარებენ. ბაცილგამომყოფი ავადმყოფი, რომელსაც ფილტვში რღვევითი პროცესი აღენიშნება (ინფილტრატი რღვევის ფაზაში, კავერნა და სხვა), ასევე, თუ აქვს სისხლიანი ნახველი ანდა ფილტვებიდან სისხლდენა, გულის უკმარისობა, სპონტანური - თვითნებური პნევმოთორაქსი, აუცილებლად უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში. შაქრიანი დიაბეტის დროს ხშირია ტუბერკულოზით დაავადება, ავადმყოფთა უმრავლესობას ჯერ აქვს დიაბეტი, შემდეგ კი უვითარდება ტუბერკულოზი. შაქრიანი დიაბეტის დროს არც თუ იშვიათად ვლინდება ფილტვის ინფილტრაციული, დისემინიტებული ტუბერკულოზი, ტუბერკულომა და სხვა ფორმები. ზოგჯერ დაავადება მცირედ გამოხატული სიმპტომებით იწყება. ავადმყოფს აქვს საერთო სისუსტე, გულმკერდის არეში ტკივილი, რაც შეიძლება დიაბეტითაც აიხსნას, ამიტომ ხშირად უნდა ჩაუტარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ავადმყოფის საერთო მდგომარეობის უეცრად გაუარესების ანდა დიაბეტის მიმდინარეობის შეცვლისას ეჭვი უნდა მივიტანოთ ტუბერკულოზზე, პირიქით, ტუბერკულოზური პროცესის შენელება იწვევს დიაბეტის უეცრივ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ასეთი ავადმყოფი ექიმ-ფთიზიატრის და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. მკურნალობის დროს უნიშნავენ ფიზიოლოგიურ დიეტას და აუცილებლად ინსულინს. თუ შაქრიანი დიაბეტის იოლი ფორმაა, შეიძლება ტაბლეტების ხმარებაც (რასტინონი, ორანილი და სხვა). ერთდროულად ავადმყოფს ენიშნება A, B, C ვიტამინები, აგრეთვე სპეციალური ქიმიათერაპია (ტუბადიზი, სტრეპტომიცინი, ბენემიცინი და სხვა). ორსული ქალი შეიძლება დაავადდეს ტუბერკულოზით. ზოგჯერ დაავადების ნიშნები აშკარად გამოხატული არ არის, ზოგჯერ კი ავადმყოფს აქვს ტემპერატურა, საერთო სისუსტე, უმადობა, ოფლიანობა ანდა ხველა, გვერდის ტკივილი. მთელ რიგ შემთხვევებში, თუ ფილტვებსა ანდა სხვა ორგანოებში შედარებით შემოფარგლული და კეთილთვისებიანი პროცესია, იგი კლინიკურად არ ვლინდება, ქალი კარგად იტანს დაავადებას მთელი ორსულობის პერიოდში. გავრცელებული ცვლილებებისას კი დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. აღნიშნული სიმპტომების დროს ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს ფლუოროგრაფიის მეთოდით რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელიც სრულებით უვნებელია ორსული ქალისა და ნაყოფისათვის. იმ შემთხვავაში, თუ მას აღმოაჩნდა ფილტვებში, ან სხვა ორგანოებში აქტიური ტუბერკულოზური პროცესი, იგი უნდა გაიგზავნოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერში, სადაც ერთდროულად იქნება ფთიზიატრის და მეანის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც ერთად გადაწყვეტენ საკითხს ორსულობის შენარჩუნების თუ ხელოვნური აბორტის გაკეთების შესახებ. იმ შემთხვევაში, როდესაც აქვს ავადმყოფს ტუბერკულოზის მცირე ფორმები, მაგალითად, ფილტვის კეროვანი ტუბერკულოზი, ამავე დროს კარგი ყოფაცხოვრების პირობები და შვილის ყოლის დიდი სურვილი, შეიძლება ორსულობის შენარჩუნება, მხოლოდ ავადმყოფმა უნდა ჩაიტაროს ფთიზიატრის დანიშნული მკურნალობა. თუ ავადმყოფს აქვს უფრო გავრცელებული და პროგრესული პროცესი პირველივე 8-12 კვირის განმავლობაში, მას ხელოვნური აბორტი უნდა გაუკეთდეს, უმჯობესია 8-10 კვირამდე, აუცილებლად სპეციფიკური ქიმიათერაპიის ფონზე. არის შემთხვევები, როდესაც ქალს ტუბერკულოზი ორსულობის მეორე პერიოდში ანუ 12 კვირის შემდეგ აღმოაჩნდება. მაშინ უმჯობესია მან ბუნებრივად იმშობიაროს, ვიდრე ხელოვნურად ვამშობიაროთ. ავადმყოფი აუცილებლად უნდა მოთავსდეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდება სათანადო მკურნალობა (ანტიბაქტერიული პრეპარატები და სხვა). ტუბერკულოზით დაავადებული ორსული ქალები მშობიარობის და ძუძუს წოვების პერიოდში ყოველ 2 თვეში უნდა შეამოწმოს ფთიზიატრმა და მეანმა. დიდ ქალაქებში არსებობს სპეციალური სამშობიარო სახლები ან განყოფილებები. მშობიარობის შემდეგ ქალი, რომელსაც აქვს ტუბერკულოზი და სჭირდება მკურნალობა, გადაყვანილ უნდა იქნეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგეო საავადმყოფოში ან გადაიგზავნოს სანატორიუმში. ძუძუს წოვება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედა არ გამოყოფს ტუბერკულოზურ ბაცილებს. დაავადებული დედების ახალშობილ ბავშვებს უტარდებათ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრები "ბცჟ" ვაქცინით, ამ დროს მათ ათავსებენ სამშობიარო სახლის სპეციალურ ოთახებში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.