planetanews Posted November 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2010 http://a.pix.ge/q/tt0tl.jpg ინგლისის “ლივერპულმა” ამ ზაფხულს იტალიური “იუვენტუსიდან” 30 წლის ვეტერანი ნახევარმცველი, კრისტიან პოულსენი შეიძინა, მაგრამ, როგორც ჩანს ის “წითლებს” ზამთარში დატოვებს. დანიელმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო როი ჰოჯსონზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა, ამიტომ იძულებულია იანვარში კლუბი მიატოვოს. როგორც მოგეხსენებათ კრისტიანი ტურინული კლუბიდან 5.2 მილიონად იქნა შეძენილი. “ლივერპულის” ახალ დირექტორს, დამიენ კომოლს, არ სწამს რომ პოულსენს “ენფილდ როუდზე” დიდი მომავალი აქვს, ამიტომ ურჩევნია დანიის ნაკრების კაპიტანი სარფიანად გაყიდოს, ვიდრე “სკამზე გაახმოს”. “ნისლიან ალბიონზე” მისი შემცვლელიც უკვე ნაპოვნი ჰყავთ – ბლეიზ მატიუდის სახით. კრისტიანი უკანასკნელად პრემიერ ლიგის მატჩში ათამაშეს “ბლექპულის” წინააღმდეგ, სადაც “მერსისაიდელებმა” ის თამაში 1-2 წააგეს. ინფორმაციის წყარო: Goal.Com View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts