Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ადამიანთა უფლებები ცხოველების უფლებების პარალელურად


Recommended Posts

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტში დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.

 

კანონპროექტი არის მცდელობა, გადაიჭრას ისეთი ტიპის პრობლემები, რომელიც, მათი აზრით, ცუდად აისახება ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე.

 

"ხშირია შემთხვევები, როდესაც უმეთვალყურეოდ გაშვებული შინაური ცხოველები, ძაღლები შეგხვდებათ ბულვარში, პარკებსა თუ სხვა დასასვენებელ ადგილებში. ძაღლები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაჰყავთ ალიკაპისა და საბმელების გარეშე. ცხოველები აბინძურებენ გარემოს და საფრთხეს უქმნიან ადამიანებს. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება თვითმმართველი ერთეულის ტურისტულ იმიჯზეც", – განაცხადა კანონპროექტის ზოგადი პრინციპების წარდგენისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, პეტრე ზამბახიძემ.

 

თვითმმართველი ერთეულის და პოლიციის შესაბამისი სამსახურები საკითხის გადასაწყვეტად სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ, მათი ძალისხმევა არაეფექტურია, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ამისთვის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. სწორედ ამ მიზნით შედის კოდექსში ცვლილებები და დამატებები.

 

სხდომაზე კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოითქვა. ერთ–ერთი შენიშვნა ცხოველების უფლებებს ეხებოდა.

 

ითქვა, რომ კანონპროექტის ავტორებს, ადამიანთა უფლებების დაცვის პარალელურად, მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ ცხოველთა უფლებების დაცვაც. ეს, კერძოდ, ძაღლებს ეხება. საქმე ისაა, რომ ყველა ძაღლისთვის ალიკაპის გაკეთება დაუშვებელია და ამდენად, კანონპროექტის ყველა მათგანზე გავრცელება არ შეიძლება.

 

პეტრე ზამბაიძემ განაცხადა, რომ კანანპროექტის ავტორები წარმოდგენილ შენიშვნებს შეისწავლიან.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...