Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სკოლის მოსწავლეები აქციაში პოლიტიკოსებს არ ჩართავენ


Recommended Posts

დღეს, 12 საათიდან, პარლამენტინ წინ სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეების ნაწილი აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა საატესტაციო გამოცდების მოხსნა.

 

მოთხოვნის მოტივს მოსწავლეები გამოცდებისთვის მოუმზადებლობით ხსნიან და ამბობენ, რომ სკოლა არ აძლევს მათ იმ განათლებას, რაც არის საჭირო გამოცდების ჩაბარებისთვის.

 

გარდა ამისა, მოსწავლეების ნაწილი ამბობს, რომ ისინი ორიენტირებული არიან ეროვნული გამოცდებისთვის.

 

მეთერთმეტე– მეთორმეტე კლასელების აქციას მოგვიანებით ლეიბორისტული პარტია შეუერთდა. თუმცა სკოლის მოსწავლეებმა უარი უთხრეს მათ ინიციატივას, სამინისტროსთან გაემართათ აქცია.

 

მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსების ჩარევა აქციაში არ სურთ და არც ამ საკითხის პოლიტიზირებით არიან დაინტერესებული.

 

სამაგიეროდ, მათ დახმარება სთხოვეს მოძრაობა "არას".

 

მისი ერთ–ერთი წევრი, ლევან ჩიტაძე ამ დროისთვის აქციაზე იმყოფება და ორგანიზებას უკეთებას მოსწავლეების მობილიზებას.

 

კერძოდ, იქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც თითო სკოლიდან ორიდან ხუთ მოსწავლემდე გაწევრიანდება.

 

დღის ოთხ საათზე აქციის მონაწილეებს სხვა მოსწავლეებიც შეუერთდებიან.

 

მოსწავლეებმა აქცია პარასკევსაც გამართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. დღევანდელ აქციაზე უფრო მეტი მოსწავლეა მისული და როგორც თავად ამბობენ, მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...