Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო ეკოლოგიური მანქანების პარკს ყიდულობს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif

 

ენდრიუ კრამერი

 

მოსკოვი – ვერასდროს იტყვი, რომ საქართველოს მთავრობა მცირე მასშტაბებით აზროვნებს.

 

ამ ბოლო წლებში თბილისში შემდეგი გაბედული გეგმები გაჩნდა: პირველი -  ისეთ ქალაქად გადაქცევა, რომელშიც ყველგან უფასო WiFi-ია (არ განხორციელდა). ყველა სასკოლო რუსულენოვანი წიგნის ინგლისურენოვანი ექკვივალენტებით შცვლა (ძალისხმევა ამ მიმართულებით დაწყებულია). საბჭოთა არქიტექტურის მასიური მემკვიდრეობის განადგურება (წარმატებას ვუსურვებთ)

 

აი ამ სულისკვეთებით, მიმდინარე კვირას საქართველომ გამოაცხადა, რომ 4 წელიწადში  სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი მთელი სატრანსპორტო პარკის შეცვლას ელექტრო, ან ჰიბრიდული ტრანსპორტით შეცვლას გეგმავს.  საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ამ ვალდებულებას აიღებს – განაცხადა ვერა ქობალიამ, რომლის სამინისტროსაც, ანუ ეკონომიკის ყოფილ სამინისტროს, ახლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა ეწოდა.

 

ქობალიამ განაცხადა, რომ საქართველომ რომელსაც კავკასიის კაშხლებიდან დიდი რაოდენობით აქვს იაფი ჰიდროელექტროენერგია, შეიძლება ისე იმოქმედოს როგორც ელექტრომანქანების გლობალურმა ლაბორატორიამ.

 

„ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორ იმუშავებს საქართველოში ეს პროგრამა მცირე მასშტაბებში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნების ამას აიტაცებენ“.

 

მიხეილ სააკაშვილს, ნიუ-იორკში განსწავლულ პრეზიდენტს თამამი ინიციატივებისადმი აქვს მიდრეკილება. მისმა მთავრობამ, რომელიც უხვად იღებდა საგარეო დახმარებას, 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ $4.55 მილიარდის  მიღების პირობა მიიღო. $1 მილიარდმა, რომელსაც  მას შეერთებული შტატები დაჰპირდა, საქართველო, ისრაელის, ეგვიპტისა და ერაყის შემდეგ ამერიკული დახმარების ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეციპიენტად აქცია.

 

საქართველო რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორის ”ჯენერალ მოტორსთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს დაახლოებით 4 000 მანქანის შესყიდვაზე. საბარგო და უფრო დიდი მანქანები, მათ შორის ისინი რომლებიც პრეზიდენტის კორტეჟს შეადგენენ, გამონაკლისს წარმოადგენენ, რადგან დღეს ხელმისაწვდომი ელექტრომანქანები არაადეკვატური სიმძლავრის და არასაკმარისად დაცული არიან -  განაცხადა ქობალიამ.

 

მწარმოებლებს შესყიდვების გარდა სთხოვენ მომსახურე და დასამუხტი სადგურების აშენებასაც, რათა რიგით ქართველებს ელექტრომანქანებზე გადასვლა გაუადვილონ.

 

შეერთებული შტატებში მოქმედი საცალო ფასების საფუძველზე, რომელშიც არ შედის ამერიკის ფედერალური საშემოსავლო გადასახადის შეღავათები, 4 000 Chevy Volt სედანი საქართველოს  $164 მილიონი დაუჯდება, მაშინ როდესაც Nissan Leaf-ისა და Toyota Priuse-ს იგივე რაოდენობა $128 და $88 მილიონი ეღირებოდა.

 

მას შემდეგ, რაც 2004 წელს პრეზიდენტი გახდა, სააკაშვილი ენერგიულად ცდილობდა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობათა კულტივირებას და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას. ქართულმა არმიამ მიაწოდა ჯარები ერაყისა და ავღანეთისთვის და კალაშნიკოვები ამერიკული M-4 ავტომატებით შეცვალა.

 

General Motors-მა, რომლის უდიდეს ნაწილს ისევ შეერთებული შტატების მთავრობა ფლობს, დაადასტურა რომ  საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ თავის განცხადებაში ივარაუდა, რომ მისი Chevy Volts-ის საწყისი პროდუქცია საქართველოზე ფოკუსირებული არ იყო.

 

„ჩვენ ვაფასებთ ამ დიდ ინტერესს და განვაგრძობთ მოლაპარაკებებს“ – ნათქვამია განცხადებაში – მოცემულ მომენტში ჩვენ უპირველესად Volt-ის  აშშ-ში გაშვებაზე ვართ კონცენტრირებულები“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...