planetanews Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg ჯულიან ბორჯერი, ტომ პარფიტი მოსკოვი გმობს თბილისის მიერ შპიონაჟის ბრალდებით 13 ადამიანის „პროვოკაციულ“ დაპატიმრებას და მას ნატო-ს სამიტის ჩაშლის მცდელობად მიიჩნევს მას შემდეგ რაც თბილისმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში მოსკოვის აგენტურული ქსელი ამხილა, დააკავა რა ოთხი რუსი და ცხრა ქართველი, რუსეთ-საქართველოს შორის მორიგი კრიზისი დაიწყო. ორი წლის წინ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს ომში დაუპირისპირდა და მათ შორის ორმხრივი ურთიერთობა დღემდე უკიდურესად დაძაბულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებული 13 ადამიანი იმ შეთქმულების მონაწილე იყო, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს საჰაერო ძალებში და ისინი ინფორმაციას რუსეთის სამხედრო დაზვერვას აწვდიდნენ. 5 ნოემბერს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულებს შორის ექვსი ქართველი სამხედრო მფრინავია, რომლებსაც მოწინააღმდეგისთვის საჰაერო ძალების საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ედებათ ბრალი. ქართველი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ისინი ათი წლის წინ დაიქირავა, იმ დროს როდესაც შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში რუსული ბაზების მეზობლად მსახურობდნენ. დაკავებულია ასევე რადისტი, რომელიც ქართულ ფლოტში მსახურობდა. მას „სამხედრო კავშირგაბმულობის სისტემებითა და რადიო სიგნალებით რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდების“ ბრალდება წაუყენეს. სამოქალაქო პირებს შორის დაკავებულია ცნობილი ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე. მას ბრალად ედება რუსეთის დაზვერვისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება „საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზე სხვა ქვეყნებთან“. ჩინოვნიკების თქმით, დაპატიმრებული რუსებიდან სამი სამოქალაქო პირია, მათ შორის, საწვავით მომსახურების კომპანია Saybolt Georgia-ს დირექტორი და დირექტორის მოადგილე. მეოთხე, როგორც ამბობენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია. მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, აგენტურულ ქსელში კიდევ „ათობით“ ადამიანი შედის, რომლებიც ჯერ დაკავებულები არ არიან. მათი განცხადებით, ამ ქსელის მხილება ქართველი ორმაგი აგენტის საშუალებით მოხერხდა, რომელმაც „რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელთა ნდობა მოიპოვა და ამ სააგენტოსთვის მუშაობა კავშირგაბმულობის ოფიცრად დაიწყო“. განცხადებაში ასევე ნათქვამია: „აგენტურული საქმიანობის განხორციელებისთვის, რუსებმა ის სპეციალური კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვეს გაცვლითი ინფორმაციის გაშიფვრისთვის“. შემდეგ ჯაშუში ამ მონაცემებს საქართველოს კონტრდაზვერვას აწვდიდა, რითაც ისინი მოწინააღმდეგის კოდებს ტეხდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ ბრალდებას ფანტაზია უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „ანტი-რუსულ ნიადაგზე ქრონიკული ჯაშუშომანიითაა შეპყრობილი“. თუმცა სამინისტროს მეორე წყარომ სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა: „ჩვენ აღშფოთებულები ვართ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დაკავების გამო. ამ წუთისთვის სიტუაციას ვსწავლობთ. ცხადია ეს ნატო-რუსეთის ლისაბონის სამიტის და ასტანაში ეუთო-ს სამიტის წინ გაკეთდა, [საქართველოსკენ] მაქსიმალურად დიდი ყურადღების მიპყრობისა და რუსეთის დისკრედიტაციისთვის“. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წყაროს განცხადებით: „ეს საქართველოს ხელისუფლების მორიგი გამოგონებაა, რათა კიდევ უფრო გაუარესდეს ორ ქვეყანას შორის ისედაც რთული ურთიერთობები. ანტი-რუსული ისტერია თბილისში ძალას იკრეფს და ეს „აგენტების სკანდალი“ თბილისის მორიგი პროვოკაციაა“. ბოლო ჯაშუშური კრიზისი ქვეყნებს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ 2006 წელს ოთხი რუსი სამხედრო ოფიცერი დააკავა. მაშინ მოსკოვმა თავისი ელჩი გამოიწვია, საელჩოს ევაკუაცია მოახდინა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან ჩაკეტა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო კავშირები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის მტკიცებით, დაპატიმრებები ფრთხილი გამოძიების შედეგია. „ვფიქრობთ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ჯაშუშური რგოლია, რომელიც ქვეყანაში ვამხილეთ“ – სთქვა მან. გასული წლის განმავლობაში ცამეტი ადამიანის დაკავება მოხდა და არსებობს ათობით ადამიანი, ვინც ჩვენი ინფორმაციით ამ ქსელთანაა დაკავშირებული“ – Guardian-ს განუცხადა შოთა უტიაშვილმა. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვას ისინი ძალიან მგრძნობიარე ინფორმაციას გადასცემდნენ, მათ შორის სამხედრო ცნობებს და სამწუხაროდ ეს ომის დროსაც ხდებოდა“. ქართველი ჩინოვნიკების თქმით, ინფორმაციის გაცვლა ფოტოების და მუსიკალური ფაილების გზით ხდებოდა, ასევე იგზავნებოდა ელექტრონული წერილების სახით, რომელთა გაშიფვრაც მხოლოდ სხვა ფოტოს ან მუსიკალური ფაილის გამოყენებით შეიძლებოდა. ქართველების ანგარიშის თანახმად, მფრინავებს ჯაშუშობისთვის არ ჰქონდათ საკმარისი ანაზღაურება და ზოგჯერ კომპენსაცია ოდნავ აჭარბებდა გარანტირებული სამხედრო პენსიის ოდენობას. სანაცვლოდ, მათ სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურთან 25 წლიანი საიდუმლო კონტრაქტები ჯერ კიდევ 2000 წელს გაუფორმეს. იმ დროს კავკასიაში პოლიტიკურ ძალთა განლაგება აბსოლუტურად სხვაგვარად გამოიყურებოდა. ბათუმში მასშტაბური რუსული სამხედრო წარმომადგენლობა იყო, სადაც ორი ქვეყანა ერთმანეთის მეზობლად მდებარე სამხედრო ბაზებს აკონტროლებდა და აჭარის რეგიონს სეპარატისტი მეთაური ასლან აბაშიძე ხელმძღვანელობდა. 2004 წელს აბაშიძე გააგდეს და აჭარა თბილისის კონტროლს დაუბრუნდა. 2008 წლის აგვისტოს ერთკვირიანი ომის შემდეგ, სადაც ბრძოლა საქართველოს პრო-რუსული რეგიონის სამხრეთ-ოსეთის ირგვლივ მიმდინარეობდა, რუსეთის არმიამ საქართველოს დიდი ნაწილი დატოვა, თუმცა მოსკოვი სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთს დღემდე აკონტროლებს. მოსკოვს და თბილისს შორის ურთიერთობებში ბზარი ჯერ კიდევ 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ დროს გაჩნდა, რომელმაც საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის მმართველობა დაამხო და ხელისუფლებაში დღევანდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა ნაციონალისტური მთავრობა მოიყვანა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts