planetanews Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg იზაბელ ლასერი ნატო-ს სამიტამდე ორი კვირით ადრე, რუსეთის აგენტები დაპატიმრებულები არიან აღმოსავლეთში ცივი ომი ჯერ არ დასრულებულა. პარასკევს საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯაშუშური ქსელი ამხილა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ათობით აგენტის ვინაობა დადგენილია. ამ მომენტისთვის მხოლოდ 13 ადამიანია დაპატიმრებული: ოთხი რუსი და ცხრა ქართველი. ყველა მათგანს ბრალად ედება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის „გრუ“-სთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. დანარჩენებზე, რომლებიც როგორც სჩანს ქართული უსაფრთხოებისთვის არ არიან „სასიცოცხლოდ“ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლები, თვალთვალი გრძელდება. თბილისისთვის ეს კონტრდაზვერვის სამსახურის წარმატებული საქმიანობის გაგრძელებაა, რაც სათავეს 2006 წლიდან იღებს. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ, თანამშრომლობის სანაცვლოდ, რუსეთის სამსახურში მყოფ აგენტებს ამნისტია შესთავაზა. „ბევრი ამ წინადადებას დასთანხმდა. მათგან ორი „გრუ“-სთვის მუშაობდა“ – ამბობს საქმეში გარკვეული პირი. მას შემდეგ ქართველებმა ქსელში შეაღწიეს და გადმობირებული აგენტების საშუალებით, გზავნილების გაშიფვრისთვის აუცილებელი კოდები მოიპოვეს. დაპატიმრებულ ჯაშუშებს შორის ექვსი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავია, რომლებიც ადგილზე „გრუ“-ს წარმომადგენელ იური სკრილნიკოვზე მუშაობდნენ. მათი უმრავლესობა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, წარსულში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხე რეგიონში მუშაობდა, რომელზე კონტროლიც თბილისმა 2004 წელს დაიბრუნა. „ყოფილ საბჭოთა სივრცეში „გრუ“-ს ჯაშუშური ქსელები რუსული სამხედრო ბაზების ირგვლივ მოქმედებდა“ – გვიხსნის სპეციალისტი. რამდენიმე წლის წინ ასეთი ქსელი აჭარის დედაქალაქ ბათუმში იქნა აღმოჩენილი, თუმცა რუსი აგენტების ნაწილი იქ დარჩა და დღეს სწორედ ისინი დააპატიმრეს. დამწვარი ვერტმფრენები „ყველა მათგანი გააქტიურებული იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს“ – გვიხნის საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი. მაგალითად ეჭვმიტანილმა ნომერმა ექვსმა, გოჩა დიასამიძემ აღიარა, რომ „გრუს“-ს იმ ადგილის, ბორჯომის ტყეების შესახებ აცნობა, სადაც კონფლიქტის დროს ქართველებმა თავიანთი ვერტმფრენები გადამალეს. ყველა ეს ვერტმფრენი დაიწვა, მას შემდგ რაც რუსულმა თვითმფრინავებმა ტყეს ხანძარი გაუჩინეს. ჯაშუშები მოწინააღმდეგეს ქართული არმიისა და სამხედრო-საჰაერო ძალების დისლოკაციის შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას. ქსელის გამოაშკარავების შესახებ განცხადება, რისი დაანონსებაც გასულ თვეში მოხდა, ნატო-ს ლისაბონის სამიტის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაკეთდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსკოვი-თბილისის ურთიერთობებში სიტუაცია მუდმივად მწვავდება, რადგან კრემლი მხარს უჭერს საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონს – აფხაზეთს და სამხრეთ-ოსეთს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონში სამხედრო ძალები განათავსა. მაგრამ გამოძიებისთვის, ამ ახალ ჯაშუშურ საქმეს სხვა დატვირთვა აქვს. „ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, საქართველო ერთადერთი პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოა, რომელმაც მთლიანად ამხილა „კაგებეს“ საქმიანობა და აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა ააშენა, სადაც რუსეთის სპეცამსახურები ვერ აღწევენ. ეს ვლადიმერ პუტინისთვის მიუღებელია. მთავარი მიზანი, ისეთი სახელმწიფოს შექმნაა, რომელიც თავისუფალია პოსტ-საბჭოთა რუსეთის გავლენისგან“ – გვიხსნის საქმეში გარკვეული პირი. მას მაგალითად მოჰყავს 2004 წლის 27 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა. კრემლის მეპატრონემ მიხეილ სააკაშვილს განუცხადა: როგორც გინდათ ისე იმოქმედეთ ნატო-სთან და დასავლეთთან მიმართებაში, ოღონდ უშიშროების მინისტრად ვალერი ხაბურძანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირეთო. სააკაშვილმა კრემლის სურვილის წინააღმდეგ იმოქმედა და სანამ ამ სამინიტროს დაშლიდა, რომელიც პოლიციისა და დაზვერვის სამსახურებს აერთიანებდა, მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. „მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებში პრობლემები ამ მომენტიდან დაიწყო“. რუსეთი ჯაშუშების ახალ საქმეზე „განრისხდა“ და მას „პოლიტიკური ფარსი“ და ნატო-ს 19-20 ნოემბრის სამიტის წინ საგანგებოდ აგორებული „სკანდალი“ უწოდა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts