planetanews Posted November 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 8, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif ელენ ბარი მოსკოვი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ მან ყოფილი საბჭოთა ოფიცრის მეშვეობით, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურში შეაღწია და გამოავლინა ათეულობით ფარული აგენტი, რომელიც საქართველოში მუშაობდასამინისტრომ დაასახელა 13 ადამიანი, რომლებიც ჯაშუშობაში ბრალდებით დააპატიმრეს, აქედან 6 საქართველოს საჰაერო ძალების მფრინავია, ხოლო ოთხი – ეროვნებით რუსი საქართველოს მოქალაქე. უმეტესობა იმაშია ეჭვმიტანილი, რომ გადასცემდნენ ინფორმაციას საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის, იარაღის შესყიდვის, კომუნიკაციების და უცხოურ არმიებთან კოორდინაციის შესახებ. შოთა უტიაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი სახელები მას შემდეგ გაირკვა, რაც ორმაგ აგენტს საშუალება მიეცა შეეღწია სენსიტიურ პროგრამულ ბაზაში და დაშიფრულ კოდებში, რომლებსაც იყენებდა ”გრუ”, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახური. მსგავსმა ჯაშუშურმა სკანდალმა, რომელიც 2006 წელს მოხდა, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები მკვეთრად წაიყვანა დაღმასვლისკენ. პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაბრაზდა და განაცხადა, რომ „სააკაშვილის რეჟიმი ქრონიკული ჯაშუშომანიითა შეპყრობილი, რომელსაც ანტი-რუსული გრძნობები აღვივებს“. სამინისტრო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა. კონსტანტინე კოსაჩოვმა, დუმას საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებს „არ ჰქონდათ კავშირი სადაზვერვო სამსახურებთან“. „ეს ძალიან სერიოზული ვითარებაა და მათ ვინც ეს ბოლო პროვოკაცია წამოიწყეს საქართველოში, უნდა პირდაპირ შევახსენოთ, რომ რუსეთი არ მიატოვებს გასაჭირში ჩავარდნილ თავის მოქალაქეებს“ – უთხრა კოსაჩოვმა საინფორმაციო სააგენტოს, ”ინტერფაქსს”. კონკრეტულად კი რუსეთი აცხადებს, რომ საქართველომ დაპატიმრებების შესახებ განცხადება ორი შეხვედრის მიჯნაზე გააკეთა იმისთვის, რომ საბოტაჟი მოუწყოს რუსეთის ურთიერთობებს დასავლურ ქვეყნებთან. ეს ორი შეხვედრაა: ნატო-რუსეთის საბჭო ლისაბონში და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შეხვედრა ასტანაში, ყაზახეთში. ურთიერთობები საქართველოსა და მის უზარმაზარ მეზობელს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერებულია. რუსეთმა საქართველოს საზღვრებს შიგნით სეპარატისტულ რეგიონებში სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო ბაზები დააფუძნა. პარასკევის განცხადებას ბევრი ელოდა, მას შემდეგ რაც ამბავმა რამდენიმე დღის წინ გამოჟონა და დაემთხვა პრო-სამთავრობო ტელევიზიის ეთერში ოპერაციის შესახებ ”პრაიმ-ტაიმში” სატლევიზიო დოკუმენტური ფილმის გაშვებას. შორენა შავერდაშვილი, ყოველკვირეული პოლიტიკური ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი ამბობს, რომ ის ელოდა კიდევ რა დამატებითი მტკიცებულებები გამოჩნდებოდა. „ეს ძალისხმევა, რომელიც მთელი კვირის მანძილზე გრძელდებოდა, დოკუმენტური ფილმი, სპეციალური პრეს-კონფერენცია – ეს მედია-პაკეტს ჰგავდა“ – განაცხადა მან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახლად შექმნილი დამოუკიდებელი ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა ინფორმატორების იდენტიფიცირების უდიდესი ამოცანის პირისპირ აღმოჩნდნენ – ამბობს უტიაშვილი, რომლის გათვლითაც 1991 წელს სუკ-ს საქართველოში 20 000 მოქმედი აგენტი ჰყავდა. 2006 წელს საქართველომ იმ მოქალაქეებს ვინც განაცხადებდა რომ რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან სიახლოვე ჰქონდა, ამნისტია შესთავაზა. მათ შორის ვინც ამ წინადადებას უპასუხა, იყო საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც თავისი ცხოვრების უდიდესი წილი საქართველოში გაატარა – განაცხადა უტიაშვილმა. ოფიცერმა ორმაგი აგენტის ფუნქციის შესრულება დაიწყო და რამდენიმე თვის წინ შესძლო პროგრამასა და დაშიფრულ მასალაში შეღწევა, რამაც საქართველოს საშუალება მისცა დაედგინა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული პირები. ყველა ეჭვმიტანილი ცხოვრობდა აჭარაში, შავ ზღვასთან მდებარე ანკლავში. 2004 წლამდე აჭარა ამტკიცებდა თავის დამოუკიდებლობას საქართველოსგან და მას რუსეთი უჭერდა მხარს, რაც იმას ნიშნავს რომ გრუ-ს თავისუფლად მიუწვდებოდა ხელი აქ თანამშრომლების გადასაბირებლად – ამბობს უტიაშვილი. დოკუმენტურ ფილმში, რომელიც პარასკევს ღამით გადასცეს, ორმაგმა აგენტმა განაცხადა, რომ დაეთანხმა რუსეთისთვის სამუშაოს შესრულებას, რათა მიეღო პენსია, რომელიც ეკუთვნოდა საბჭოთა სადაზვერვო სამსახურებში მუშაობისთვის. მას გავლილი ჰქონდა წვრთნა კოდებსა და აღჭურვილობაში. მისი განცხადების თანახმად, მის რუს პატრონებს თავიდან განსაკუთრებით აინტერესებდათ შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული წვრთნები ქართული ფლოტისთვის და ფლოტის შესაძლებლობები, მაგრამ მოგვიანებით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება უფრო რთული გახდა – ეს იყო ყველაფერი, სამხედრო ტრანსპორტის ტექნიკური აღწერილობიდან დაწყებული, პოლიტიკური და ეკონომიკური ანალიზით დამთავრებული. როდესაც მან საქართველოს დაზვერვასთან დაიწყო თანამშრომლობა, მას თანხმობას აძლევდნენ მის მიერ რუსეთში გაგზავნილ ყველა ინფორმაციაზე. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა, რომელიც დოკუმენტურ ფილმში ლაპარაკობდა, განაცხადა რომ მას რუსმა უფროსებმა 2008 წლის ომის მსვლელობისას ჰკითხეს, სად შეიძლებოდა დაემალათ ქართული ვერტმფრენები. მან ბორჯომის ხეობა დაასახელა, ადგილი რომელსაც როგორც დოკუმეტური ფილმის დრამატულ ეპიზოდში იყო ნაჩვენები, ამის შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts