planetanews Posted November 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 8, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg ტომ ესელმონტი საქართველომ გაამჟღავნა ის, თუ როგორ დააკავა კონტრაბანდისტების ჯგუფი, რომელიც ცდილობდა იარაღის კატეგორიის ურანი შავ ბაზარზე გაეყიდა ორი მამაკაცი, ორივე სომეხი, საზღვარზე ღამით შემოიპარა, მანამდე სანამ სპეცაგენტების მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციის მეშვეობით დააკავებდნენ. მაღალი გამდიდრების ურანი შეიძლება ბირთვული ბომბის მოსამზადებლად იქნას გამოყენებული. ექსპერტების თქმით, ისინი სწუხან იმის გამო, რომ შესაძლოა რეგიონში უფრო მეტი იყიდებოდეს და ეს მასალა შეიძლება ტერორისტებისთვის იყოს განკუთვნილი. ქართველი გამომძიებელები ამბობენ, რომ მარტში ორმა სომეხმა, რომელთაც მაღალი გამდიდრების ურანი, ტყვიით დაფარულ სიგარეტის კოლოფში ჰქონდათ შენახული, ის სომხეთის დედაქალაქიდან თბილისში მომავალი ღამის მატარებელში გადამალეს, ხოლო თვითონ ცალკე გადმოლახეს საზღვარი. ისინი ფიქრობდნენ, რომ 18 გრამიან ნიმუშს ისლამისტურ ჯგუფს სთავაზობდნენ, მაგრამ თბილისში ორივე საიდუმლოდ მოქმედმა ოფიცერმა დააკავა და სასამართლოს გადასცა. რაოდენობა მცირე იყო და ალბათ ყუმბარის დასამზადებლად საკმაო ვერ იქნებოდა, მაგრამ კონტრაბანდისტები ამბობდნენ, რომ მათ უფრო მეტის გაყიდვა ჰქონდათ განზრახული. ის თუ ზუსტად საიდან იქნა მოპოვებული ურანი უცნობია. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც იარაღის კატეგორიის ურანი დააკავეს საქართველოში. 2007 წელს რუსი მამაკაცი, რომელსაც 100 გრამი ურანი გადაჰქონდა, დააკავეს სპეციალურად დაგეგმილ ოპერაციით. ამ ოპერაციაში აშშ-ს აგენტების მონაწილეობდნენ. ორივე დაკავება იმას შეგვახსენებს, თუ რა მყიფეა კავკასიის საზღვრები მიუხედავად მათი უსაფრთხოებისთვის აშშ-ს მიერ გაწეული ძალისხმევისა. ეს იმ ფაქტსაც შეგვახსენებს, რომ საბჭოთა დროიდან შემორჩენილი, პოტენციურად ლეტალური მასალის უცნობი რაოდენობა ჯერ კიდევ უკონტროლოა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts